"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს თბილისში ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა, თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის
გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას "დინამო არენის" ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია."

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 116 /
უნდა გადადგეს მწვრთნელი (არ გააფრთხილა ხვიჩა და დანარჩენები).
უნდა გადაგეს სფფ (არ გააფრთხილა მწვრთნელი და ფეხბურთელები)
გადადგებიან? არა!
ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მათი გადადგომა! უნდა გამოვუცხადოთ უნდობლობა!
გია_544
20 ნოემბერი 2023 22:31
3
ნამდვილად სამწუხარო და ტრაგიკული რეალობა გვაქვს, რომ თქვენ მართავთ ფედერაციას..
ალექს
20 ნოემბერი 2023 22:12
3
თავმოყვარე ქვეყანაში ამ ამბის მერე ფეხზე დადგებოდა მთელი სპორტული საზოგადოება,მედია, სპორტის სამინისტრო,ქომაგები და პასუხს მოსთხოვდა პასუხიხესმგებელ პირებს,ახლა კი შორიდან ვუყუროთ როგორ გავა ევროპაზე ყაზახეთი,მოლდოვა,სომხეთი,აზერბაიჯანი,ბრავოო კალაძე კობიაშვილის საძმაკაცოო!!!უდიდესი საჩუქარი გაუკეთეთ მეტოქეს უკვე მერამდენეთ!!!!
გიორგი
20 ნოემბერი 2023 22:02
6
რატო გადადიხართ ყველა პოლიტიკაში? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ფეხბურთი რეალურად არავის არ აინტერესებს? ფედერაციას იმაზე უნდა მოეთხოვოს რაც ევალება, რა შუაშია კვარას ყვითელთან ან ფედერაცია ან კალაძე? გასაგებია რომ არ მოგწონთ, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? რა გვჭირს ქართველებო რატო ვერ ვიტანთ ერთმანეთს?
დავიდუსი
20 ნოემბერი 2023 22:51
21
გუშინ არაფერი ემუქრება კვარაცხელიას თამაშსო და დღეს უკვე აღარ გვეყოლება ნახევარფინალშიო.ეს ხვიჩას ბრალიცაა მსაჯებთან კამათს ძაან მოუმატა და ამას არ აპატიებენ.ამიტომ თუ უნდა გააგრძელოს განვითარება და არ დაკარგოს ხალხის სიყვარული თავი მოთოკოს და ფეხბურთი ითამაშოს.ისე არც ღირს ამდენი ვაი ვიში ლუქსემბურგს თუვერ მოუგე თან სახლში თუგინდ კვარას გარეშე რაღა გინდა ფინალში ან ევროპაზე.
თემური
20 ნოემბერი 2023 21:57
7
100%
ლაშა
20 ნოემბერი 2023 22:04
3
გაანებეთ ფედერაციას თავი! თქვენი და ჩვენი ბრალია! როცა თვალში ნაცარს გაყრიან და ტაილანდ/მონღოლებთან ნიშნავენ ამხანაგურებს, მანდ ჩანს მაგათი დონე. რას უნდა მოელოდე კარგს? მონღოლეთთან ან ტაილანდთან რატომ უნდა ითამაშო? ყურადღება რომ გადაიტანო და ჯიბის "ფან-კლუბმა" მადლობები გეძახოს ხო? იიი, 8-0 მოვუგეთ :)
ციციკორე
20 ნოემბერი 2023 21:51
5
რისთვის აქვს ბოდიში მოსახდელი, ყველა გოლი რომ მან გაიტანა? ნუ ინტრიგნობ ბიჭო, ფედერაციის და მწვრთნელის ბრალია, ასეთ დროს საერთოდ არ უნდა ეთამაშებინათ, ყვითელი თამაშში ყველამ შეიძლება მიიღოს.
ზოლა
20 ნოემბერი 2023 22:01
8
კობიაშვილს თავისი ცოდვები ეყოფა. ეს ყვითელი არის ხვიჩას თავში ავარდნის ბრალი. წივის, კივის, მსაჯებს უყვირის, კამათობს, სიმულანტობს. იტალიელებისგან რაც ცუდი იყო ის ისწავლა. უპასუხისგებლოდ მოიქცა. ბოდიში აქვს მოსახდელი მთელ ქვეყანასთან. ჩვენი ოცნება კი ისევ ოცნებას დარჩა...
K
20 ნოემბერი 2023 21:47
20
კვარა ჩვენთვის უფრო დიდი ძალაა ვიდრე ნაპოლისთვის ჰომ ხედავთ კვარას გარეშე 90 კი არა ნახევარი საათიც რა კლუბია 30 წუთიტაც არ ყავს შემცვლელი და ჩვენ 90 წუთს როგორ შევცვალით მითუმეტეს ამხანაგურები თუ არ გვექნება სადაც მის გარეშე პირველ მატჩს ვერ გავმართავთ პირველივე ოფიციალურში რო მოგვიწიოს ახალი სქემით თამაში ვერაფერი გვიშველის
ნოდო
20 ნოემბერი 2023 21:46
3
https://www.youtube.com/watch?v=2s1B3Kn5mcM
ხვიჩა, არ მომკლა-მეთქი ხვიჩაააა :))
odala
20 ნოემბერი 2023 21:40
2
მოდი, დადებითი მხრიდანაც შევხედოთ - ბევრად უარესი იქნებოდა, ნახევარფინალში მიეღო ყვითელი და მერე ფინალი გამოეტოვა :-) ასე რომ, იქნებ ასე სჯობდა? :-)
გიორგიპირველი
20 ნოემბერი 2023 21:37
16
პლეიფში გაუნულდა ყველას ყვითლები
giorgi
20 ნოემბერი 2023 21:41
2
მატჩის წინ:ყვითელს მიიღებს...არ მიიღებს,მიიღებს...არ მიიღებს,მიიღებს...არ მიიღებს! ერთი ფურცელი აკლდა იმ ყვავილს,თორემ არ მოუვიდოდა ასეთი იაღლიში ფედერაციას..
გოჩა
20 ნოემბერი 2023 21:33
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული