მომხდარი ამბავის შეფასება ძალიან მარტივია, "კვარას" შესაბამისი ადამიანებიდან მატჩამდე უნდა სცოდნოდა შესაძლო საფრთხის შესახებ, ეს მიღებული და გამართლებული პრაქტიკაა. რომ არ იცოდა, ამ ამბავს ვერავინ "გააპრავებს". შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ სადღაც დაწერეს, კვარაცხელია ტოვებს ესპანეთთანო. წესი გადავამოწმეთ, ფედერაციის წარმომდგენელთანაც დავაზუსტეთ, რომ დისკვალიფიკაცია სამ გაფრთხილებაზე
მოთქმის დრო მართლა არაა, ფინალში უნდა გავიდეთ და იქ ითამაშებს ხვიჩა!.. ისე, მსგავსი ამბები საკმაოდ ხშირად გვემართება. შემთხვევა გვქონდა ვილი სანიოლთან მიმართებაში, რომელიც შვედეთთან მატჩის გამოტოვება მოუწია, ამის შესახებ კი ფაქტობრივად, ბოლო წუთებში გაიგო. უფრო ადრე სხვებიც გვახსოვს - კანკავა დისკვალიფიცირებული ეგონათ და ტყუილად დაისვენა; ნიკა კვეკვესკირმა ახალგაზრულში ისე ითამაშა, ამის უფლება არ ჰქონდა და დავისაჯეთ; უჩა ლობჟანიძემ ალბანელებს უცნაური გოლი რომ გაუტანა, ზედმეტი ცვლილების გამო უეფამ ამხანაგურის სტაუსითაც არ მიიღო. ბოლო-ბოლო ის ქვეყნის წარმადგენლები ვართ, ოლიმპიურ ჩემპიონს აწონვაზე რომ დაააგვიანებინეს...
ყურადღების გამახვილება სხვა საქმეზე გვსურს. ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციასა და თავად მატჩს რამდენიმე ჟურნალისტი დავეწარით. კვარაცხელიას დანაკლისზე რომ გავიგეთ, ვლადიმირ ვაისს ისეთი თვალები ჰქონდა, მას აღარაფრის სჯეროდა. იმავე განწყობა სუფევდა სოციალურ ქსელებშიც. ჩვენ ფეხბურთელებს ისედაც არ აქვთ ფსიქოლოგიური მდგრადობა და ახლა იმაზე ხაზგასმა, რომ "კვარას" გარეშე შეუძლებელია ლუქსემბურგს ვაჯობოთ, კარგს არაფერს მოგვიტანს. სხვა ეპოქაა, ბიჭები სოციალურ ქსელებს აქტიურად ეცნობიან და კომენტარებსაც კითხულობენ. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, "ჯვაროსნების" მოტივაცია ამაღლდეს და თქვან, ლიდერის გარეშეც შეგვიძლია!..
რაც შეეხება ლუქსემბურგს, რომელსაც მარტში ვუმასპინძლებთ. ერთ დროს მაჩანჩალა ნაკრები დღეს საკმაოდ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთელები ნორმალურ კლუბებში გამოდიან. შესარჩევ ეტაპზე ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ, ისლანდიასა და ბოსნიას აჯობეს. დანაკლისი მეტოქეებსაც ექნებათ, გერმანიაში მოასპარეზე, ერთ დროს ჩემპიონშიპში მყოფი დანიელ სინანი არ ეყოლებათ. ლუქსემბურთან ერთხელ უგოლო ფრე ვითამაშეთ, რომლის შემდეგაც კლაუს ტომპმიორელმა რამდენიმე მოთამაშეს უდისციპლინობა დასწამა და ნაკრებიდან დაითხოვა...
შევხვდებით მარტში და იმედია, ევროპის ჩემპიონატზეც!..
არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!
კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები.
თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში.
ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!" - წერდა კობიაშვილი ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევდნენ.
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პრეზიდენტობამდე - ეკონომისტის, ბიზნესმენი საფეხბურთო ჯლუბის მფლობელი
თურქეთი - პრეზიდენტობამდე ბიზმესმენი, არაერთი ბანკისა და თურქიშ ეარლაინსის ბორდის წევრი. გაზიანთების პრეზიდენტი.
გერმანია - ისტორიკოსი, სოციოლოგი ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ასოშეიტედ პრესის რედაქტორი, პოლიტიკოსი და სხვა ათასი
იტალია - იურისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და ა.შ.
ნიდერლანდები - პროფესორი ბიზნესის მიმართულებით, მუშაობდა მენეჯერად ფილიფსში, როტმანსში და ა.შ.
ინგლისი - უელსის პრინცი უილიამი პრეზიდენტობამდე რავი პრინცი:) და ა.შ
საქართველი - ლევან კობიაშვილი
განათლება - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სპეციალობა ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა. დაამთავრო 2001 წელს ჯერ კიფევ მაშინ სწავლობფა როდესაც გაგანია ჯახა-ჯუხში იყო ფრაიბურგში. ალბათ ასწრებდა იმასაც ამასაც. დალშე... სამუშაო გამოცდილება პრეზიდენტობამდე - 2014 წელი ჰერტას აკაფემია, მენეჯერი - დღემდე იიიი 2015 წელი ფედერაციის პრეზიდენტი დღემდე, 2016 წელი პარლამენტის წევრი დღემდე.
დასკვნები თქვენ გააკეთეთ ახლა ვინ სად არის. ეს ქვეყანა არის სრული საგიჟეთი სადაც არაფერი არასდროს გაიხარებს სანამ ესეთი ფაქტები არ აღიკვეთება, მარა წერე და იყავი ხვალევე რომ იყაროს ხვიჩამ კენჭი ნებისმიერ ორგანოში ხომ მიაცემს ხმას 98% ? ხოდა მანამდე ვიქნებით ჭაობში.
ხვიჩამ თავი შეგვაყვარა არამარტო თავისი ნიჭით და ლამაზი თამაშით, არამედ იმითაც, რომ თავმდაბალი, ზრდილობიანი და წესიერი ბიჭია.
მსაჯთან ურთიერთობის გარკვევა, თუ რამე საკამათოა, კაპიტნის პრეროგატივაა და კაპიტანი არის მოედანზე.
"ხელების შლის" გამო გაფრთხილებების მიღება "ვარსკვლავური" დაავადების სიმპტომია და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს დაავადება დაემართება ხვიჩას.
სხვათა შორის ჩაკვეტაძე და კაშია უნდა გაფრთხილდნენ, ორ-ორი აქვთ უკვე.
ხო , ეგ ,,5" მოიშორე , ნაცობას გიმჟღავნებს მამლის კუდივით ))
რაც შეეხება ფედერაციას , თქვენ ხო არ გძმარავთ , ვერ უნდა დაარიგოთ მწვრთნელიან- ფეხბურთელიანად ყველას , რომ თავიდან აირიდონ ყვითელი საშიშ ზონებში მყოფებმა ?
სასწრაფოდ არის მოსაფიქრებელი კვარას გარეშე შეტევითი სქემა, კვლავ დაცვაში დგომა და მეორე ნომრად თბილისში ლუქსემბურგთან ?... არადა სწრაფ კონტრშეტევაზე რომ დაგვიჭირონ მაგისი ალბათობაც დიდია, მით უმეტეს რომ დიდი ძალებით წავალთ ზონურ შეტევაზე სადაც მომენტებს მაინც ვერ ვქმნით ხოლმე-მოკლედ ზურიკომ და ჩაკვემ უნდა ივაჟკაცონ თორემ მოგვეჭრება თავი
ისე უკაცრავდ და შეგნებულად ხომ არ გვიკეთებენ მეორეჯერ კვარას გარეშე თამაშის იძულებას-აბა დავიჯერო ამდენი და ასეთი დებილები არიან ფედერაციაში? ან თვითონ კვარა რას ფიქრობდა ამდენი არ იცის? თან უხეშობაზე კი არა უაზრო კამათზე მიიღო ეს გაფრთხილება!!! თითქოს შეგნებულად მიიღო გაფრთხილება-არ მინდა დავიჯერო მაგრამ მგონი აქაც მასონურ მაფიოზური ხელი ურევია
ნორმალური ფედერაცია და ნორმალური მწვრთნელი უნდა გყავდეს. აი ესაა სულ!