ხვიჩას არყოფნა - რა არ "პრავდება", ჟურნალისტების როლი და რისი გამეორება აღარ უნდა დავუშვათ!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების განვლილი მატჩების ანალიზი ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესოა, თუმცა, ისეთი ამბავი გახმაურდა, ამის ხალისი ბევრმა დაკარგა. შესარჩევი ეტაპი დავასრულეთ და მთელი ყურადღება ახლა მარტისკენ უნდა მივმართოთ, ევროპირველობის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს - პირველ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია გარეშე...

მომხდარი ამბავის შეფასება ძალიან მარტივია, "კვარას" შესაბამისი ადამიანებიდან მატჩამდე უნდა სცოდნოდა შესაძლო საფრთხის შესახებ, ეს მიღებული და გამართლებული პრაქტიკაა. რომ არ იცოდა, ამ ამბავს ვერავინ "გააპრავებს". შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ სადღაც დაწერეს, კვარაცხელია ტოვებს ესპანეთთანო. წესი გადავამოწმეთ, ფედერაციის წარმომდგენელთანაც დავაზუსტეთ, რომ დისკვალიფიკაცია სამ გაფრთხილებაზე
ხდებოდა. ალბათ, ჟურნალისტებსაც მეტი უნდა მოგვეძიებინა, გადადიოდა თუ არა პლეი-ოფში ეს ამბავი და განგაშის სიგნალი ჩაგვერთო, იქნებ შესაბამისს ხალხს ასე მაინც მიეღო პრევენციული ზომები. ისე, მუდმივად ვწერთ რომ ესაა "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეო-ოფი, ანუ ევროპის ჩემპიონატის. თავად "ერთა ლიგას" პლეი-ოფი არ აქვს.

Sportall.Ge

მოთქმის დრო მართლა არაა, ფინალში უნდა გავიდეთ და იქ ითამაშებს ხვიჩა!.. ისე, მსგავსი ამბები საკმაოდ ხშირად გვემართება. შემთხვევა გვქონდა ვილი სანიოლთან მიმართებაში, რომელიც შვედეთთან მატჩის გამოტოვება მოუწია, ამის შესახებ კი ფაქტობრივად, ბოლო წუთებში გაიგო. უფრო ადრე სხვებიც გვახსოვს - კანკავა დისკვალიფიცირებული ეგონათ და ტყუილად დაისვენა; ნიკა კვეკვესკირმა ახალგაზრულში ისე ითამაშა, ამის უფლება არ ჰქონდა და დავისაჯეთ; უჩა ლობჟანიძემ ალბანელებს უცნაური გოლი რომ გაუტანა, ზედმეტი ცვლილების გამო უეფამ ამხანაგურის სტაუსითაც არ მიიღო. ბოლო-ბოლო ის ქვეყნის წარმადგენლები ვართ, ოლიმპიურ ჩემპიონს აწონვაზე რომ დაააგვიანებინეს...

ყურადღების გამახვილება სხვა საქმეზე გვსურს. ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციასა და თავად მატჩს რამდენიმე ჟურნალისტი დავეწარით. კვარაცხელიას დანაკლისზე რომ გავიგეთ, ვლადიმირ ვაისს ისეთი თვალები ჰქონდა, მას აღარაფრის სჯეროდა. იმავე განწყობა სუფევდა სოციალურ ქსელებშიც. ჩვენ ფეხბურთელებს ისედაც არ აქვთ ფსიქოლოგიური მდგრადობა და ახლა იმაზე ხაზგასმა, რომ "კვარას" გარეშე შეუძლებელია ლუქსემბურგს ვაჯობოთ, კარგს არაფერს მოგვიტანს. სხვა ეპოქაა, ბიჭები სოციალურ ქსელებს აქტიურად ეცნობიან და კომენტარებსაც კითხულობენ. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, "ჯვაროსნების" მოტივაცია ამაღლდეს და თქვან, ლიდერის გარეშეც შეგვიძლია!..

რაც შეეხება ლუქსემბურგს, რომელსაც მარტში ვუმასპინძლებთ. ერთ დროს მაჩანჩალა ნაკრები დღეს საკმაოდ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთელები ნორმალურ კლუბებში გამოდიან. შესარჩევ ეტაპზე ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ, ისლანდიასა და ბოსნიას აჯობეს. დანაკლისი მეტოქეებსაც ექნებათ, გერმანიაში მოასპარეზე, ერთ დროს ჩემპიონშიპში მყოფი დანიელ სინანი არ ეყოლებათ. ლუქსემბურთან ერთხელ უგოლო ფრე ვითამაშეთ, რომლის შემდეგაც კლაუს ტომპმიორელმა რამდენიმე მოთამაშეს უდისციპლინობა დასწამა და ნაკრებიდან დაითხოვა...

შევხვდებით მარტში და იმედია, ევროპის ჩემპიონატზეც!..

altარაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 74 /
იმედია მოვუგებთ ლუქსემბურგს,მოვიგებთ ფინალს და გავალთ ევროპაზე.აღარ მინდა ამნაირი კეთილი სურვილები.კეთილი ინებონ ჩვენმა ფეხბურთის მამებმა, გამოვიდნენ ტელევიზიით და განაცხადონ:თუ საქართველო ვერ გავა ევროპის ჩემპიონატზე დავტოვებთ თანამდებობას!...ამოვიდა ყელში ეს თავის მართლებები(სულ ცოტა დაგვაკლდა,ფეხი რომ არ დაცურებოდა,ძელს რომ არ მოხვედრილიყო,კოვიდი რომ არ ყოფილიყო,წვიმა რომ არ ყოფილიყო,მიწისძვრა რომ არ მომხდარიყო,ლავას რომ არ ამოეფრქვია და ა.შ...) აღარ გაგივათ!
გოჩა
21 ნოემბერი 2023 14:58
1
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის 2015 წლის კომენტარი იმდროინდელი ფედერაციის შეცდომაზე, რომელსაც ჯაბა კანკავას მიერ პოლონეთთან მატჩის გამოტოვება მოჰყვა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები.

თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში.

ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!" - წერდა კობიაშვილი ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევდნენ.
llcl
21 ნოემბერი 2023 14:27
0
კობიაშვილის ავტორიტეტი მოედანზე დარჩა. როგორც ფუნქციონერი ხარბი მედროვეა!
გია_544
21 ნოემბერი 2023 14:35
2
სიდებილის ერთეული საქართველოს ფედერაციით განისაზღვრება
სვანსკი
21 ნოემბერი 2023 15:04
4
აუუუ, რამდენი გასიებული მუტრუკია შტაბში! და ყველას ფულს უხდიან? რაში უხდიან?
გია_544
21 ნოემბერი 2023 14:23
0
მარჯვნიდან რომ მეოთხეა სურათზე,იმის პირდაპირი მოვალეობა იყო ფეხბურთელების გაფრთხილება
მარტვილელი
21 ნოემბერი 2023 16:23
0
ბევრს არ დავწერ უბრალოდ ერთი-ორი პარალელი - თავი და თავი ამ ქვეყნის უბედურების, მაგრამ ახლა მხოლოდ ფეხბურთზე.
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პრეზიდენტობამდე - ეკონომისტის, ბიზნესმენი საფეხბურთო ჯლუბის მფლობელი
თურქეთი - პრეზიდენტობამდე ბიზმესმენი, არაერთი ბანკისა და თურქიშ ეარლაინსის ბორდის წევრი. გაზიანთების პრეზიდენტი.
გერმანია - ისტორიკოსი, სოციოლოგი ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ასოშეიტედ პრესის რედაქტორი, პოლიტიკოსი და სხვა ათასი
იტალია - იურისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და ა.შ.
ნიდერლანდები - პროფესორი ბიზნესის მიმართულებით, მუშაობდა მენეჯერად ფილიფსში, როტმანსში და ა.შ.
ინგლისი - უელსის პრინცი უილიამი პრეზიდენტობამდე რავი პრინცი:) და ა.შ

საქართველი - ლევან კობიაშვილი
განათლება - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სპეციალობა ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა. დაამთავრო 2001 წელს ჯერ კიფევ მაშინ სწავლობფა როდესაც გაგანია ჯახა-ჯუხში იყო ფრაიბურგში. ალბათ ასწრებდა იმასაც ამასაც. დალშე... სამუშაო გამოცდილება პრეზიდენტობამდე - 2014 წელი ჰერტას აკაფემია, მენეჯერი - დღემდე იიიი 2015 წელი ფედერაციის პრეზიდენტი დღემდე, 2016 წელი პარლამენტის წევრი დღემდე.
დასკვნები თქვენ გააკეთეთ ახლა ვინ სად არის. ეს ქვეყანა არის სრული საგიჟეთი სადაც არაფერი არასდროს გაიხარებს სანამ ესეთი ფაქტები არ აღიკვეთება, მარა წერე და იყავი ხვალევე რომ იყაროს ხვიჩამ კენჭი ნებისმიერ ორგანოში ხომ მიაცემს ხმას 98% ? ხოდა მანამდე ვიქნებით ჭაობში.

იბერია
21 ნოემბერი 2023 21:19
1
მთავარს ვერ ამბობ ჯიგარო რომ ეს ქვეყანა ქოცურია და სულ ქსე იქნება ვიდრე ქოცები იქნებიან
x
21 ნოემბერი 2023 16:10
27
მისამართი შეგეშალა, სპორტული ჟურნალისტია და არა შიდა პოლიტიკის კომენტატორი. პირიქით, ძალიან სწორ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას და თუ შენიშნე, თვითკრიტიკაც არ აკლია. ყოჩაღ!
გიორგი
21 ნოემბერი 2023 17:27
0
ჰა, ვერ მოითმინეს მაინც არა?! არ შეუძლია ქართველ ჟურნალისტს იყოს პრინციპული და შეეკითხე თუ გინდა. გუშინ ერთი-ორმა იფაფხურა რაღაც ცხელ გულზე. დღეს გაუიასნეს, იმ 500 ლარიან ხელფასსაც დაემშვიდობებიან და შეარბილეს ტონი. საღოლ ბრატცი! უცადეთ კიდე 4 წელი, მერე კიდე 4 წელი და ა.შ
ციციკორე
21 ნოემბერი 2023 18:06
3
ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წავაწყდი გულშემატკივრის კომენტარს:"ხვიჩას გამო დავიწყე ისევ ფეხბურთის ყურება და, ეტყობა, ხვიჩას გამო მივატოვებ"-ო.
ხვიჩამ თავი შეგვაყვარა არამარტო თავისი ნიჭით და ლამაზი თამაშით, არამედ იმითაც, რომ თავმდაბალი, ზრდილობიანი და წესიერი ბიჭია.
მსაჯთან ურთიერთობის გარკვევა, თუ რამე საკამათოა, კაპიტნის პრეროგატივაა და კაპიტანი არის მოედანზე.
"ხელების შლის" გამო გაფრთხილებების მიღება "ვარსკვლავური" დაავადების სიმპტომია და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს დაავადება დაემართება ხვიჩას.
ელგუჯა
22 ნოემბერი 2023 03:11
4
"ვარსკვლავური" დაავადება, ძლიან ადრეა იმ ასაკში, რომელშიც ხვიჩაა, იმედია ამ მწარე გამოცდილებას მუდამ გაითვალისწინებს კარიერის მანძილზე.
გიზოგ
22 ნოემბერი 2023 10:44
1
ვარაკვლავობა არაფერი შუაშია, ემოციებზე არაფერი გსმენიათ? როცა მთელი თამაში გეუხეშებიან და მსაჯი აიგნორებს, რაღაც მომენტში ვერ გააკონტროლებ ემოციებს. თუ ვინმეს მაგის გამო ხვიჩას შეძულება უნდა შეიძულოს და შეწყვიტოს მისი თამაშების ყურება. არავისთვის დაუძალებია მიგულშემატკივრეო. არ მესმის მაყურებლის ნაწილი ასეთი მიუხვედრელი რატომ არის
!!
22 ნოემბერი 2023 13:49
2
და ხვიჩას ან ვინმე სხვა ფეხბურთელს სხვა უნდა ახსენებდეს, ყვითელი გაქვს მიღებული და გაფრთხილდიო? მესმის სათამაშო სიტუაციაში მიეღო, მაგრამ ხელების შლაში?! მანამდეც ეკუთვნედა (ცოდვა გამხელილი სჯობს), მაგრამ დაინდო მსაჯმა და იმასაც ამოუვიდა ყელში და მივიღეთ ეხლა ეს მოცემულობა სამწუხაროდ. არ ვიცი, იქნებ შარი ხეირად დაგვიჯდეს. ვინ იცის ლუქსემბურგთან მიეღო და ფინალი გამოეტოვა.
სხვათა შორის ჩაკვეტაძე და კაშია უნდა გაფრთხილდნენ, ორ-ორი აქვთ უკვე.
გიორგი
21 ნოემბერი 2023 23:40
7
განულდა ყველას ყვითლები, რით ვერ გაიგეთ? ძალაშია მხოლოდ დისკვალიფიკაცია. წესდება დევს უეფას საიტზე, ვატიკანის არქივში კი არაა, ამდენ მარჩიელობას ერთხელ რომ ჩახედოთ, არა?
დათა თუთაშხია
22 ნოემბერი 2023 03:36
1
დღეს ერთ ერთ სახელმწიფო ტელევიზიაში დაიგეგმა და ჩაიწერა ვიდეო ფედერაციის მხარდამჭერი,სადაც მონაწილეობენ სულგაყიდული რამოდენიმე სპორტული ჟურნალისტი და ვითომ ცნობადი სახეები.ორგანიზებას უწევდა ხიზანიშვილი და იაშვილი როგორც ამბობენ.ირიბად ხვიჩას აბრალებენ..მითხარით ერთი მიზეზი რატომ არ უნდა მოშორდეს ფედერაციას კობიაშვილი.მექრთამე იაშვილი,ვინმე ზამთარაძე,ჭუმბურიძე
simartle
21 ნოემბერი 2023 18:58
3
ქართულის მართლწერაზე თავს რომ გაითვალისწინე ტირით არა ტირეთ..ისე ფედერაციის ტროლი რომ ხარ არ გიტყდება? აეწვათ იაშვილს კობიაშვილს და გაგააქტიურეს ხო..
gpi-s
21 ნოემბერი 2023 22:02
1
სიმართლე-ს ,,ერთ ერთი " იწერება ტირით , ამგვარად : ერთ-ერთი ! ,,სიმართლეს " და პრეოფესიონალიზმს რო ,,აწობი " , ქართული წერა-კითხვა ისწავლე თან - არ გაწყენს !
ხო , ეგ ,,5" მოიშორე , ნაცობას გიმჟღავნებს მამლის კუდივით ))
რაც შეეხება ფედერაციას , თქვენ ხო არ გძმარავთ , ვერ უნდა დაარიგოთ მწვრთნელიან- ფეხბურთელიანად ყველას , რომ თავიდან აირიდონ ყვითელი საშიშ ზონებში მყოფებმა ?
gpi
21 ნოემბერი 2023 20:36
8
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას გარეშე გოლის გატანა გაგვიჭირდება. ლუქსემბურგი კი არ არის მარტივად ხელწამოსაკრავი გუნდი და დიდი ალბათობით გაგვიტანს კიდეც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ როდრიგესი ყავთ რომელიც სწრაფი და ტექნიკურია, ხოლო ჩვენი ხანდაზმული ცენტრალური მცველები სისწრაფეში ვერ გაეჯიბრებიან.
სასწრაფოდ არის მოსაფიქრებელი კვარას გარეშე შეტევითი სქემა, კვლავ დაცვაში დგომა და მეორე ნომრად თბილისში ლუქსემბურგთან ?... არადა სწრაფ კონტრშეტევაზე რომ დაგვიჭირონ მაგისი ალბათობაც დიდია, მით უმეტეს რომ დიდი ძალებით წავალთ ზონურ შეტევაზე სადაც მომენტებს მაინც ვერ ვქმნით ხოლმე-მოკლედ ზურიკომ და ჩაკვემ უნდა ივაჟკაცონ თორემ მოგვეჭრება თავი

ისე უკაცრავდ და შეგნებულად ხომ არ გვიკეთებენ მეორეჯერ კვარას გარეშე თამაშის იძულებას-აბა დავიჯერო ამდენი და ასეთი დებილები არიან ფედერაციაში? ან თვითონ კვარა რას ფიქრობდა ამდენი არ იცის? თან უხეშობაზე კი არა უაზრო კამათზე მიიღო ეს გაფრთხილება!!! თითქოს შეგნებულად მიიღო გაფრთხილება-არ მინდა დავიჯერო მაგრამ მგონი აქაც მასონურ მაფიოზური ხელი ურევია
inviz9
21 ნოემბერი 2023 14:47
2
მასონური არა ფარაონული კიდევ... დიიიიიიიდი მსოფლიო შეთქმულება ყოფილა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ - ევროპაზე რომ გავუშვათო, ხომ გახდებიან ჩემპიონებიო, ვინ საფრანგეთი, რა ესპანეთი და რაის ინგლისიო, ხოდა ჩემპიონები რომ გახდებიან ქართველობის წართმევა და მერე იმ ქართველობის ან გაყიდვა ან მითვისება გაგვიჭირდებაო... აი მართლა რა!~
ნორმალური ფედერაცია და ნორმალური მწვრთნელი უნდა გყავდეს. აი ესაა სულ!
inviz9-ს
21 ნოემბერი 2023 16:06
2
მასონურ- მაფიოზური ხელი ურევია მართალი ხარ. როტშილდების მასონური ლოჟის უფროსმა პირადად დაურეკა კვარაცხელიას და მოსთხოვა მიეღო ყვითელი ბარათი.
ნეტა არ გინიავებდეს
21 ნოემბერი 2023 15:21
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული