"დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა" - ნაკრების მენეჯერი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერი გიორგი კაციტაძე მომხდარი ფაქტის შემდეგ, რომლის გამოც ხვიჩა კვარაცხელია მარტის პლეი-ოფის 1/2-ფინალურ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, საჯარო განცხადებას აკეთებს.

"პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ. 2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობის მიღება ახლაც მიჭირს.

იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემს სისწორეში
დავარწმუნე, არადა, არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.

ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.

იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენს გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე, საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე" - გიორგი კაციტაძე.

2022 წლის განახლებული რეგლამენტით, ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები პლეი-ოფში ფეხბურთელებს მიჰყვებათ, რის შესახებაც საქართველოს ნაკრების მენეჯერს ინფორმაცია არ ჰქონია და მატჩის წინ ფეხბურთელები შესაძლო დისკვალიფიკაციაზე არ გააფრთხილეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი-ოფის 1/2-ფინალურ მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს.

წყარო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 140 /
2011წლიდანო? არაფერი არ გენიშნათ?
alexandre
23 ნოემბერი 2023 17:31
0
დაგვცინის ეს კაცი??
გიზოგ
23 ნოემბერი 2023 15:17
0
აგერ არ ყოფილა ეს პატიოსანი კაცი, თბილისიდან ლონდონამდე გვირაბი რომ გაჰყავს! ისე აღიარა, ცრემლი მოგადგება! გააგრძელე, გააგრძელე მუხლჩაუხრელი შრომა, ერთიანობის შენარჩუნებას ალტერნატივა არა აქვს!
amataki
23 ნოემბერი 2023 13:58
0
როგორ არ იცოდნენ, თამაშის მერე ეგრევე გამოაცხადეს სამწუხარო რეალობააო, მაგრამ ეს არის ჩვენი სენი, არაგულიანობა, არაპროფესიონალიზმი, ადამიანის იქ დანიშვნა სადაც არაა მისი საქმე და სხვა. თვითონ ამბობს, რომ რამდენჯერმე მკითხესო, თუ ასეა რატო არ გადაამოწმე? ეხლა კიდე ვინარჩუნებთ ერთიანობას რომ ერთად გავიმარვოთო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
თენგო
23 ნოემბერი 2023 13:37
1
ბიძინას დავალება აქვს მიღებული კრემლიდან. ამიტომ ლუქსემბურგს თუ მოვუგებთ, მერე ფინალში ისევ რამეს მოიფიქრებს ფედერაცია: კოვიდი, მაგალითად.
ქ. გ.
23 ნოემბერი 2023 13:19
2
როგორც მახსოვს ლუქსემბურგის ვხვდებით მარტში რომელსაც გამოტოვებს კვარა,

1) შესაძლოა სპეციალურად გააკეთეს ეს ყველაფერი და ხომ არ გამოვა ფედერაცია და კვარაც რომ სპეციალურად გავაკეთე ეს ყველაფერი სანქციების დაუწესებენ და წარმოიდგინეთ ვთქვათ მარტში ლუქსემბურგთან ითამაშა კვარამ მოვიგეთ მატჩი მაგრამ მიიღო ყვითელი ბარათი და რა გამოვა ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში სადაც დაგვჭირდება სავარაუდოდ თურქეთთან არ გვეყოლება კვარა ეს მოცემულობა უფრო მისაღებია?
და თუ ფიქრობთ რომ კვარას გარეშე ლუსემბირგს ვერ მოვუგებთ მაშინ ძალიან ცუდ დღეში ვყოფილვართ
სწორად შეხედე მოცემულობას
23 ნოემბერი 2023 12:13
12
რა თურქეთი, რის თურქეთი, რა უნდა გელაპარაკოს კაცმა. თურქეთი გავიდა რამდენი ხანია ევროპაზე. ეტყობა ფედერაციაში ეგეც არ იციან
სწორად შეხედე-ს
23 ნოემბერი 2023 13:39
0
რა უაზრო თავის მართლებაა... შეეშალათ,არ გადაამოწმეს.... ყველამ ყველაფერი იცოდა მაგრამ ფიქრობდნენ ჩაივლიდა ყველაფერი ნორმალურად, კვარას მდგომარეობაში იყვნენ ჩაკვეტაძე და კაშიაც და უბარათოდ ითამაშეს,ხვიჩა იმდენი ურტყეს ფეხებში ესპანელებმა ემოციები მოეძალა და მისცეს ბარათი.... ამათმა კი თავი რომ გამოიზვრინონ ერთ კაცს დააბრალეს ყველაფერი....რუსულ არხზე ვუყურებდი თამაშს და კომენტატორმა მაშინვე აღნიშნა რომ კვარა გამოტოვებდა შემდეგ მატჩს...და ფედერაციამ არ იცოდა?... უაზრობაა... ისე რაღაც შემთხვევითობას არ გავს ეს ყველაფერი,სადაც ყველაზე საჭირო იყო და აუცილებელი ჯერ მაკედონიასთან ხვიჩას კოვიდი აქვსო,თან გულშემატკივარი არ დაუშვეს თამაშზე,მერე საშინაო ევროზე გადაღლილიაო და არ იყო,ახლა დისკვალიფიკაცია.... რაღაც ცუდ კანონზომიერებას გავს... ალბათ აწყობს ვიღაცას ასე...
წარმატებები ქართულ ფეხბურთს და ქართულ სპორტს..
დავითი...
23 ნოემბერი 2023 10:55
2
Re: "რუსმა კომენტატორმა მაშინვე თქვა, რომ ხვიჩა მატჩს გამოტოვებს"
რატომ იცოდა ეს რუსმა? იმიტომ, რომ ძალიან არ უნდათ საქართველოს წარმატება, და სპეციალურად ეძებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი. წინასწარ ელოდა ამ მომენტს და ლოცულობდა:"Покажи Хвиче карточку! Хоть жетую. Но лучше красную!"
ქ. გ.
23 ნოემბერი 2023 09:51
0
და საქართველოს ფფ-ს ძალიან არ უნდა უნდოდეს ხვიჩას თამაში ევროპაზე მოსახვედრ ნახევარფინალში?)))
გიორგი
23 ნოემბერი 2023 15:35
0
ბოდიში და წუხილი შველის საქმეს თქვე დედაშენგრეულებო????? გამოსაყრელი ხართ ყველა მანდედან თქვე წურბელებო
ემიგრანტი
23 ნოემბერი 2023 08:50
2
... კვარას ყვითელი რომ გავასაჩივროთ, არ შეიძლება?.. მთელი თამაში უმოწყალოდ ურტყამდნენ გათახსირებული ესპანელები და გაასაჩივრა კაცმა მსაჯთან... ამის გამო მისცა გაფრთხილება სამარცხვინო ხაციგანმა... უეფამაც ჩვენთვის ამოთხარა რა ეს რასისტი ხაციგანი...
მალხაზ ბოლქვაძე (ბათუმი)
23 ნოემბერი 2023 08:25
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული