ლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იმედს" სტუმრობდა და გახმაურებულ ამბებზე ისაუბრა:

"შეცდომა იქნა დაშვებული და ძალიან ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდის თითოეული წევრის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნებოდა. ადამიანური შეცდომა იქნა დაშვებული, ვერაფერს შევცვლით. ახლა 21 მარტზე უნდა ვიფიქროთ. აქამდე ყველა ერთად მოვედით და შევძელით, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვქონდეს. ჩვენ ერთად ვაღწევთ წარმატებას და ერთად ვაგებთ თამაშს. რთული გზა გავიარეთ. მეორედ გვაქვს რეალური შანსი, ოცნება ავიხდინოთ. არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა...

ჩემი ძველი პოსტი იმ დროის
საფეხბურთო პრობლემას ეხებოდა. სად ვართ ახლა, რითი მოვედით აქამდე. სად იყო მაშინ ნაკრები. ის პერიოდი დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება. რა ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია, ჩვენი 21-წლამდელები საუკეთესო რვა გუნდში მოხვდნენ. ყველაფერი ეს ერთიანობამ მოიტანა...

არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს. მათ თანხის ნაწილი ჩაერიცხათ, დარჩენილს კი დეკემბერში მიიღებენ. ამის შესახებ მათ იციან. ზოგიერთ კლუბს წლებია ფედერაციის ვალი აქვს. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამას და ისინიც ასე არიან.

ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ფინალში. რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, ერთიანობაა!.."

მკითხველის კომენტარები / 108 /
კობიაშვილო...შენ მაგ ორგანოიზაციას იმიტომ მართავ, რომ ეგ შეცდომები არ მოხდეს. თუ გგონია შენნი წვლილი ამ ჩასვრაში ნაკლებია, მაგრად ცდები. უნამუსო სიროვნიკებს, ეგ ამბავი კი გკიდიათ, მაგრამ თქვენც გამოგრიყავთ ერთ დღეს ტალღა ან საერთოდ დაგძირავთ...ნუ დაგავიწყდებათ ეს სიბრძნე. მაგალითათ გყავდეთ შმიშიკო.
არცერთნი არ ხართ შეუცვლელი... არც იქა და არც მანდ.
დავით ქართველი
24 ნოემბერი 2023 12:36
1
ზუსტადაც ამ ჩასაფრებული ხალხის მიერ შეკრებილი ბიუჯეტის 220 მილიონს ანიავებ, ე.წ. ფეხბურთის განვითარების ფონდში,რომ გერიცხებათ ყოველწლიურად.სადაც არიან ჩვენი კლუბები კი ვხედავთ, ნაკრებიც შესარჩევ ჯგუფშიც ბოლოდან მეორეზე გავიდა, სტადიონები და სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ამ გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე კეთდება, პლეიოფის შანსიც უეფამ მოგვცა და არა თქვენ მოიპოვეთ,ამასთან თამაშებიც შინ დაგვინიშნეს. ხოდა კიდევ ჩვენ ვართ ჩასაფრებულები თქვენ ნამუს გარეცხილებოო- მართლაა.
ჩასაფრებული
24 ნოემბერი 2023 12:08
1
ეს უნამუსო ნაძირალა!! როგორ გაიწყვიტეთ ყველამ ძარღვი?!
Davit
24 ნოემბერი 2023 08:55
1
კაი რა გჭირთ, აბა ვისი პოლიტიკით გაიზარდნენ ეს ბიჭები? ნაცების? 20 წლის ბიჭს რო ვერ იპოვნიდი პირობითი რო არ ქონდა და არცერთ სპორტში წარმატება რო არ გვქონდა?
Vito
24 ნოემბერი 2023 05:49
2
აბა ბიჭო ?! საერთოდ ვერ იპოვიდი :) სახლებიდან ვერ გამოდიოდნენ. მერე მოვიდნენ ქოცები და აღზარდეს კვარა, ჟორჟი, მამარდა. განსაკუთრებით ჟორჟის აღზრდაში აქვთ დიდი წვლილი მიღებული :)
შედეგიც სახეზეა! საკლუბო რეიტინგში წინ მივიწევთ და შესარჩევში ბოლოდან მეორეზე სტაბილურად გავდივართ. ბატონი ბიძინას თხოვნით, უეფამ ერთა ლიგა შემოიღო, მაგრამ იქაც იაღლიში მოგვივიდა. თუმცა, რაც მთავარია, სფფ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. დომენტი ან ახალკაცი ამას იზამდნენ?!
ციციკორე
25 ნოემბერი 2023 10:54
0
ფედერაციის მუშაობის შედეგი ის არის,რომ ლუქსემბურგი სერიოზული გუნდი გახდა და ჩვენ მისი გვეშინია,იმ დონეზე ვართ.იქნებ გესწავლათ ლუქსემბურგისგან,როგორ უნდა განვითარება?ბუნებრივად თუ გაიზრდებიან ტსლანტები,თორემ თქვენი პოლიტიკით არავინ გაიზრდება.ეხლა,ხვიჩას მერე ბუმია ფეხბურთის სკოლებში ბავშვების შეყვანის და უცით რახდება?ადგილები არაა რომ ბავშვი შეიყვანო,განაცხადები შეგვავსებინეს ბევრ ადგილას და მორჩა,არც დაგვირეკეს.საბავშვო ფეხბურთში უნდა ჩადოთ თანხები,თუ გინდათ მომავსლში მაინც რამეს მივაღწიოთ.
მირო
23 ნოემბერი 2023 20:53
1
ბოლო წლებში რაც ესენი მოვიდნენ ფედერაციის მუშაობას ათიდან 2 ქულად ვაფასებდი, ეხლა კიდე 0! ხვიჩას ამბის მერე ნოლები ხართ! არ მოვალ სტადიონზე არა!!!!!
გიორგი
23 ნოემბერი 2023 20:32
1
სტადიონზე მისვლა ფედერაციის მხარდაჭერას არ ნიშნავს.
ქვეყნის ნაკრებს უნდა ვუგულშემატკივროთ.
გოგია
24 ნოემბერი 2023 10:59
3
სად ვართ და ლუქსემბურგთან მოვიგებთ თუ არა იმაზე რომ ვბჭობთ და იქ ვართ ... კიდე ფარერების მეცხვარეები რომ ბურთს თავზე რომ გვახევენ იქ ვართ. პირველივე ეტაპზე რომ ვაგებთ იქ ვართ, 3 ტურში გასვლის შანსი რომ არ გვაქვს იქ ვართ. იქ ვიყავით 12 წლის წინაც. რა შეცვალე ? რა გააუმჯობესე ? მთელი ერი გაგინებთ იმის გამო რომ კაცობა არ გეყოთ არცერთს, შეცდომა ვის არ დაუშვია, მაგრამ საოცნებოთ რომ აქვს ერს ქცეული იმ ჩემპიონატზე მოხვედრის რისკის ქვეშ დაგვაყენეთ ბიჭო ხომ არ გაჟრიალებთ თქვენ ? წაეთრიე რა
lm
23 ნოემბერი 2023 18:52
2
წარმოუდგენელი თავხედობაა ასე ელაპარაკო გულშემატკივარს ანუ თითქმის მთელ მოსახლეობას.ადამიანური შეცდომა კი არ მოხდა,ეს სისტემური შეცდომაა,დილეტანტებით სავსე ფედერაციაში.
Gio
23 ნოემბერი 2023 18:19
2
ლევანი კითხულობს, ხედავთ სად ვართ ახლაო? სად ხართ და იქავე ვართ სადაც ვიყავით, ვერც ადრე ვერ გავდიოდით ვერცერთ ტურნირზე და ვერც შენი პრეზიდენტობის დროს გავდივართ. ადრე 4-5 კარგი ფეხბურთელი გვყავდა ნაკრებში დღეს ხვიჩა და მამარდაა, დანარჩენები საშუალოზე დაბალი დონისანი არიან, არადა ესენი სწორედ შენი პრეზიდენტობის დროს აღზრდილი ბიჭები არიან. თუ ხვდები ამას?
ჟორა
23 ნოემბერი 2023 17:39
2
მᲗელი ქვეყანა გეხვეწებიᲗ აკეᲗეᲗ ფული ჯანდაბას Თქვენი,მაგრამ საქმეც აკეᲗეᲗ,არა მარტო ფული გინდაᲗ,ჰოდა იმდენს იზამᲗ,რომ ხალხი აᲦარ მოვა ნაკრების ᲗამაᲨზე,აᲦარ უნდა დამᲗავრდეს იმ დორბლიანის დროს რა იყო და რა არა?11 წელი ხარᲗ რა ვერ დაალაგეᲗ,Ჩასაფრებულები,რომ გელანდებაᲗ ყველგან,აბა მადლობა გადაგიხადოᲗ?ყოᲩაᲦ დიდი მადლობა აბა Თქვენ იციᲗ,ბიჯო არ გვაინტერესებს პოლიტიკა,გააკეᲗᲗ საქმე და იყავიᲗ სულ Თქვენ,მერე Თქვენი Შვილები,მერე ᲨვილიᲨვილები და მოკლეᲗ ყოᲩაᲦ.
გოᲩა
23 ნოემბერი 2023 16:40
2
სანამ პოლიტიკა "არ გაინტერესებთ", მანამ მოგიწევთ ასეთი ჩინოვნიკების თავგასულობის ატანა.
თან ფულის კეთება და თან საქმის კეთება არ გამოდის. ვერ შეიგნო საშუალო-სტატისტიკურმა გრუზინმა ცეხავიკმა. შედეგიც აგერ გაქვთ.
დართო ნება :) ჯანდაბას, ფული აკეთეთო :) კიდე კაი დღეში ვართ.
ციციკორე
25 ნოემბერი 2023 10:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული