"ამ ყველაფერს, მხოლოდ ასე გამოვასწორებთ" - მამარდაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ ამბავს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიკაციის გამო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამოტოვებს:

"დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივარს ძალიან გული დაგვწყვიტა.

ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება პლეი-ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის.

ასევე, ჩვენი გუნდის წევრის
შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე", - წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ჩემი აზრით, ეგ კონკრეტული ჩინოვნიკი, არ მინდა გვარი შემეშალოს და არ დავწერ, უნდა გადადგეს. ეს არაა პატარა გადაცდომა. მეტი დიდი რა უნდა შეეშალოს? კაცს თუ მოკლავს, ისეც დაიჭერენ და საქმე დააზიანა, კიდევ როგორ უნდა იმუშაოს? თვითონ თუ არ დატოვებს პოსტს, ზემდგომმა გაათავისუფლოს- რას უყურებს?
მედეა
24 ნოემბერი 2023 22:02
1
მამარდას კომენტარში მე ვკითხულობ გულმხურვალე, ქართველი კაცის სიტყვებს. ძალიანაც მომწონს ერთობას რომ ახსენებს,ამ ერთობაში მე გუნდურობას ვხედავ,მაგრამ...ამ ქართულ, რეგვენულ, ჯიუტ, ჩინოვნიკურ სიტუაციებს რა ეშველება ნეტავ!?
შე ვაი ქართველო ჩინოვნიკო, რატომ ხარ დარწმუნებული ისეთ ამბებში, რომელიც არ წაგიკითხავს, არ მოგიკითხავს, არ დაინტერესებულხარ!?
წინა ერთა ლიგა რო წაგვასხმევინეს ხო დაბრალდა კორონას)))! ეხლა ვაბრალებთ ვინმე სამჭკუას.. რომელმაც არ იცოდა და რა მისი ბრალია, არ იცოდაო, არაო და ეს არც ცოდვაოო!
არსებობს ესეთი მცნება... პასუხის მგებელი პირი.. ეს პირი ფეისბუქპოსტს წერს და 2 ჯერ მოხდილი ბოდიშით, გვაცნობს ბედნიერ ამბავს, რომ ის ისევ აგრძელებს თავის საქმეს და უნდა გამოასწოროს დაშვებული შეცდომა! იცით რა კითხვა მიჩნდება.. ყველა ასეთი უპასუხისმგებლოები ვართ ამ ქვეყანაში??? ამ "ტიპმა" რა უნდა გამოასწოროს თუ პასუხისმგებლობა არ იცის რა ხილია?? ჩემი სუბიექტური აზრით,არავის არ სურს არაფრის გამოსწორება, და არც ფედერაციაში არ მოღვაწეობს დღეს არცერთი პასუხისმგებელი პირი. რაც იყო ადრე, ჩეიჯვი" სიტუაცია, იგივეა დღეს, იგივე იქნება ხვალ და არც ზეგ იქნება სხვა!
დავით ქართველი
24 ნოემბერი 2023 12:28
2
შეცდომა იქნა დაშვებული და უნდა წავიდეს,ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ქონდეს გაკეთებული. ეს არაფრის მომცემი გადაფარება/ჩანაცვლება რა უბედურებაა,თან ეს ერთიანობაზე აქცენტი რა მარაზმია? რა გინდათ თქვათ,რომ ამ ერთიანობას არღვევს გულშემატკივარი? ეს ღუპავს საქართველოს და ამ ბიჭსაც(მარტო არ იქნება) არეული აქვს,ვისკენ ხარ მამარდ,ჩინოვნიკის თუ ხალხის? ამ ბიჭმა მხარე აირჩია და ამით ყველაფერი დასტურდება,ხოდა წადი თქვენიც და თქვენი ევროპის ჩემპიონატისაც. არავინ უნდა მივიდეს სტადიონზე და მერე გამოჩნდება ეგ ერთიანობა,ლუქსემბურგს რო მეტი ფანი ეყოლება,ვიდრე საქართველოს მერე ნახავენ ერთიანობას. თუმცა ამის იმედი არ მაქვს,რადგან მაყვალები და ჯემალები გამოვლენ,ხალხს მოუწოდებენ თამაშზე წასასვლელად და ამას გააპრავებენ საქართველოს სიყვარულში. თუ საქართველო გიყვარს და კარგი გინდა,მაშინ არ უნდა წახვიდე ამ თამაშზე,თუმცა ნებსყოფა ეყოფა ხალხს? სავარაუდოდ არა,ხოდა მიტომ ვართ შეუმდგარი ქვეყანა. გახსოვთ,რა გაუკეთეს ბარსას ფანებმა თავის გუნდს,აინტრახტის ფანებით იყო გავსებული კამნოუ,ხოდა მათ არ უყვართ თავისი გუნდი გგონიათ? მესის გაგდება და უამრავი არაკომპეტენტური მოქმედება არ გაუტარეს. ბარსელონა იმ ხალხისთვის ნაკრებია ფაქტიურად,როგორც ჩვენთვის იყო დინამო,ხოდა ეს გააკეთეს და ნებისყოფა ეყოთ. ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი ასე გააპროტესტებდა ამ ამბავს,თუმცა თავმოყვარეობა რა ხილია ვიცით ქართველებმა? სუფრაზე ჩვენი წინაპრებით ვამაყობთ,თუმცა პლეხანოვზე არაბი კაცები ქართველ გოგონებს ათახსრებენ,ყველას კიდია ეს ამბავი.აფხაზეთი და სამაჩაბლო აგვახია რუსეთმა და მაინც რუსი უყვართ.მაკედონიასთან ხალხი არ შეუშვეს და აჯარიმეს მამაპაპურად,ხალხი მაინც მიდის სტადიონზე,ხოდა ეს თავმოყვარეობაა თუ... ხანდახან რადიკალური გადაწყვეტილებები არის საჭირო,რათა შედეგს მიაღწიო. შედეგი რა არის,ევროპაზე გასვლა? არა ბატონებო,ეს არის გზა იმ შედეგის მიღწევის,რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და ევროპული აზროვნების ქვეყანა. ახლა გამოჩნდება ვართ კი ღირსნი ევროკავშირში და რამდენად ახლოს ვართ მათ ფასეულობებთან. ევროპა ბევრი სახურე და ეშმაკთან მიმსგავსება კი არ არის,წესების პატივისცემა და პასუხისმგებლობა.
იასონას შტანგაგოლი
24 ნოემბერი 2023 08:16
3
მინდა გაგახსენოთ კ/ფ "მიმინოდან", "ჯერ დაფიქრდი და შემდეგ ილაპარაკეო:. როცა შედარებებს ვაკეთებთ, შედარების ობიექტები უნდა იყოს ადეკვატურები(თანაბარი მნიშვნელობის), დინამოს და ბარსას ვადარებთ საქართველოს ნაკრებს, გეთანხმებით დინამო საქართველოს ნაკრები იყო და ამიტომაც უყვარდა ის ამერსა და იმერს, აფხაზსა და ოსს, მეგრელს, გურულს აჭარელს და კახელს. მაგრამ დინამო და ბარსა თამაშობდნენ ქვეყნის ჩემპიონატებში, წელიწადში ოცდაათ მატჩზე მეტს და ერთ მატჩს ისეთი დატვირთვა არ ქონდა როგორც ერთალიგის პლეიოფებს, სადაც ორი მოგება ევროჩემპიონატზე თამაშს ნიშნავს. საითაც ქართული ფეხბურთი გასული საუკუნის 20-იანი წლების მერე იღწვის. თუმცა ბევრმა ქართველმა მიიღო აქამდე მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში ნაკრების დონეზე და ყველა სინჯის მედლებიც მოიპოვეს, მაგრამ საქართველოს სახელით არაფრისთვის მიგვიღწევია აქამდე და გვაქვს დიდი შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. კი ბატონო, მართლაც ვიღაცამ დაუშვა მიუტევებელი შეცდომა და ამიტომ დავკარგოთ ეს შანსი? რა ლოგიკაა, რა მსჯელობაა? არა ერთხელ გადავაყოლეთ ნაბან წყალს ბავშვი, განა არ მოვიდა დრო შეცდომებზე ვისწავლოთ და წინ გავიხედოთ? ასეთი შანსი კარგახანს აღარ გვექნება, რადგან შესარჩევიდან ჩვენი გასვლა საერთაშორისო არენაზე მხოლოდ ოცნების სფეროა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფში ორი ისეთი გრანდი მაინც გვხდება, რომელთა დასაძლევად ერთი და ორი ვარსკვლავი არ არის საკმარისი. და რაც შეეხება ერთა ლიგას აქაც ისეთ ჯგუფში (B) გადავედით გასეირნება აღარც იქ მოგვიწევს. მერე კიდევ "თუმცა თავმოყვარეობა რა ხილია ვიცით ქართველებმა?" ამის თქმა თვით დიდმა ილიამაც არ იკადრა და ვიღაც თათქარიძეს დააბრალა ყველაფერი. თქვენ მოდექით და ლანძღავთ ერს. აფერუმ თქვენ ვაჟკაცობას იასონა.
გიზოგ
24 ნოემბერი 2023 17:24
1
ფედერაციის ტროლ-ბოტების გააქტიურება ყველა სოცქსელში.
მამუკა
23 ნოემბერი 2023 23:45
7
ბოლო თამაშებში, თვალში მეცა ხვიჩას, ხშირად არამოტივირებულოი ან გადაჭარებული პრეტენზიები მსაჯების და სხვა მოთამაშეების მიმართ. სამწუხაროდ, შედეგად, დაააზარალა გუნდი.
ლევანი 1
23 ნოემბერი 2023 21:27
9
ფაქტია
ადამიანი
24 ნოემბერი 2023 02:20
1
ეს ცოტა აზრზე მოვიდეს ფედერაციისკენ თითის გაშვერა არ არის მისთვის კარგი.ბურთი აიღოს ეგ არის მისი საქმე,ნუ ეჭიდები მძიმე ტვირთს…
sani
23 ნოემბერი 2023 20:59
13
რა თქმა უნდა დასანანია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლუქსემბურგის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, მაგრამ 21 მარტის თამაშისას რომ მიეღო ყვითელი და ფინალში გასვლის შემთხვევაში 26 მარტის შეხვედრა გამოეტოვებინა, ალბათ ეს უფრო კატასტროფის ტოლფასი იქნება.
KANT
23 ნოემბერი 2023 20:28
4
არაფერი არ იქნებოდა,რადგან არავის არ გადაჰყვება შესარჩევიდან ბარათი ერთა ლიგაზე,მხოლოდ წითელი ბარათი ან 3 ყვითელი თუ ვინმეს ჰქონდა ის ტოვებს ერთა ლიგის ნახევარფინალს, ცოტა აბდაუბდა წესი კი არის,მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად ამ შესარჩევზე დაამტკიცა ეს წესი უეფამ,არადა წინა ერთა ლიგის და შესარჩევის დროს ესე არ იყო, მოკლედ არა მხოლოდ ჩვენ ფედერაციაში,არამედ ფიფასა და უეფაშიც საკმაოდ ხშირად იყრიან მახათს
საქართველო
23 ნოემბერი 2023 22:27
0
როდრიგესს აქვე თურქეთში-სივასსპორში უთამაშია
კიბი გერმანიაში აღარ მოგიწევს "კასტალომის" ძებნა-აქვე თურქეთში და უფრო იაფად გამოხვალ კიდეც :)
inviz9
23 ნოემბერი 2023 17:30
4
დასანანი ის არის რომ კვარაცხელია, რომელსაც რუბინის პერიოდიდან ვადევნებ თვალს და მატჩია არ გაიცდენია, თვითონ უნდა ხვდებოდეს რომ მსაჯებთან კამათს აზრი არ აქვს. თავისივე ბრალია რომ ყვითელი აიკიდა. არის მოედანზე კაპიტანი და მან უნდა იქონიოს მსაჯთან საუბარი თუ რამე საკამათოა. ეს არი კანონი ფეხბურთში. ამას არავინ აქცევს ყუდრადღებას და ყველა ეძებნს რომ ვინმეს ხელი შეახოცონ კვარას შეცდომის გამო. ის ადამიანი რომელიც გუნდის მენეჯერია თუ რაპოზიციაც უკავია, მოედანზე არ არის და მის გამო არ მიიღო ხვიჩამ ყვითელი. ისე მოიქცა კვარა რომ ძალით მიაცემინა ყვითელი მსაჯს. არც ერთ სპორტში მსაჯთან კამათი შეურაცყოგფა, და ბილწსიტყვაობა არ გადის და არ არის გამართლებული. კი ფედერაცია პოლიტიკურ ჭაობშია როგორც რაგბის ფედერაცია და კალათბურთისაც, მაგრამ ფეხბურთელმა უნდა იცოდეს თვითონ მოედანზე არის ფეხბურთის სთამაშოდ გასული და არა ხელების გასაშლელად და მსაჯთან საკამათოდ. ყველა შეცდომას დიდი ფასი აქვს. ფედერაციას კიდევ იმას მივუთითებდი რომ ფეხბურთელებს მაინც ისენი ირჩევენ სანაკრებოდ და არა მგონია სანიოლი. შეეშვით უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახებას, რომელნიც ფორმაში არ არიან, ბურთს ვერ იჭერენ, დაღოღავენ მოედანზე და მეორე ტაიმშუ სულს ღაფავენ. არიან ახალგაზრდები რომელნიც ნაკრებში მოთამაშეებზე უკეთესად თამაშობენ, ტექნიკურადაც და წლოვანებას 15 წლის არიან თუ 16-ს მნიშვნელობა არ აქვს. ამჟავებენ და ხურმას აკეთებენ მოთამაშეებისგან სანამ შასს მისცემენ. აგერ იამინი 16 წლის ბარსელოაში და ნაკრებში თამაშობს და კიდევ ბევრი მაგლითია მისნაერი, არ არის საჭირო რომ ფეხბუღთელი 20 წელს იყოს გადაცილებული რომ ნაკრებში მიეცეს შანსს. შეეშვას ფედერაცია მაქინატორობას, გუნდებისთვის გადარიცხული ფული შეჭამეს, ნამცეცებს გადაუგდებენ ... და კვარს შეცდომის გამო ვიღაც სხვას ჯვარზე აცვამენ.
simartle
23 ნოემბერი 2023 17:21
7
1. ხვიჩას გარდა კიდევ ორ წამყვან ფეხბურთელს მსგავსი რისკი ჰქონდა, არცერთი არ გაუფრთხილებიათ! 2. მართალია, ხვიჩას მწვრთნელებისგან დარიგება სჭირდება, რომ ნერვები მოთოკოს, მაგრამ ვისაც არ ეზარება, ფეხებში რომ გირტყამს და მსაჯობაც ირიბად უფრო ძლიერი ქვეყნის და ნაკრებისკენაა, ძალიან ძნელია თავშეკავება. ამიტომ simartle ხარ თუ ჭეშმარიტება, ფედერაციის ნაძირლობიდან ისრების გადატანას თავი დაანებე და ბოლო-ბოლო ამ მავნებლებს პასუხი მოთხოვე (ვინც მოითხოვს, გვერდით დაუდექი), სხვაგვარად სიცრუე და ტროლი იქნები!
რატი
23 ნოემბერი 2023 20:23
7
გიორგი ძალიან დიდ პატივს გცემ შენი შრომისმოყვარეობის, ნიჭის და რეაქციის გამო, მაგრამ ნაკრების მეკარე გამოსვლაზე რიმ ვერ თამაშობ დიდი სირცხვილია. ესპანეთს და სხვა გუნდებსაც უკვე დამუღამებული აქვთ შენი სისუსტე და სულ საჯარიმოში ჩაწოდებით გადიოდნენ იოლს. ორჯერ-სამჯერ რომ მოხსნა ეგრევე შეწყვიტავენ მოწინააღმდეგები ჩაწოდებას და ბედოვლათ მცველებსაც იმდენი გასაჭირი არ ექნებათ. მე გამიგია რომ მეკარეებს ამისთვის ფრენბურთში ავარჯიშებენ და დროულაფ აღმოფხვერი ეგ ნაკლი, თორემ ნაკრების დონის არ იქნები
suxumchanin
23 ნოემბერი 2023 17:03
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული