მოგეხსენებათ, საქართველო, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში, 21 მარტს, სწორედ ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშება. მოტა პორტუგალიელია, თუმცა ლუქსემბურგში, ნიედერკონში დაბადებული და გაზრდილია.
ფეხბურთელს იმედი ჰქონდა, რომ პორტუგალიის ნაკრებში ითამაშებდა და ეს ადრე ლუქსემბურგელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმაც აღნიშნა, რის გამოც ჩვენს მომავალ მეტოქეს უარს ეუბნებოდა, ახლა კი მოცემულობა შეიცვალა, რაც ალბათ ევროპის ჩემპიონატზე შესაძლო მონაწილეობის შანსის დიდი დამსახურებაა.
დანი მოტა 2019/21 წლებში პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და 16 შეხვედრაში 7 გოლიც შეაგდო, თუმცა ქვეყნის მთავარ გუნდში არ უხმობენ.
ის ერთი ხანობა ტურინის "იუვენტუსშიც" ირიცხებოდა, თუმცა "ვეკია სინიორას" მთავარი გუნდის მაისური არასდროს მოურგია.
მოტას უთამაშია "ენტელასა" და "სასუოლოშიც". ის 2019 წლიდან "მონცას" წევრია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში მას გოლი არ გაუტანია, გასულ სეზონში კი 29 დაპირისპირებაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.
სააკაშვილმა რომ ერთ დღეში ათიათასმადე თურქს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ეგრე აქტიურად გააპროტესტე მაშინაც ეგ თემა, თუ მხოლოდ რუსეთში დაბადებულ ქართველებზე გაქვს ნეგატიური რეაქცია.
თუ შენი მეხსიერება საქართველოს ოკუპაციის თემებზე 1956 წელს იქით არ მიდის?
აქ გიპასუხებ, რომ სხვების კომენტარების დამატების შემთხვევაში, არ წაიშალოს მერე.
უბრალოდ სასაცილოა. დაწერთ, ან გამოთქვამთ აზრს ემოციურ ფონზე და ფიქრობთ, რომ რადგან სხვაზე ხმამაღლა მეტყველებთ, ე.ი. მართალი თქვენ ხართ. :) აი, ვკითხულობდი თქვენს კომენტარს და აშკარად ვხედავდი, ორთქლი როგორ გამოდიოდა თქვენგან. :)
,,სულით მონებზე" არ გიპასუხებთ, ვხვდები, რომ დიდი მოაზროვნე არ ხართ, აზრს რომ ჩაწვდეთ.
იმასაც ვხვდები, რომ არც პატარა არ ხართ. ვინ იცის, 1956 წელსაც ზრდასრული იყავით.
შესაძლოა, მოსკოვშიც დაფრინავდით 30 მანეთად, თუ რაღაც ამდაგვარი რომ ყოფილა. :)
ვკუთხულობ თქვენს კომენტარს და ფაქტი ერთია, ზრდილობა და კეთილგონიერება ასაკთან ერთად არ მოდის.
და კიდევ
ვის ეშინია :დდ