საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ტორინომ" "მილანთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს პირველ ტურში „ტორინო“ გასვლაზე „მილანთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ტურინული გუნდი 2:0 იგებდა, მაგრამ ბოლოს ორი გოლი და გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

25 აგვისტოს „ტორინო“ „ატალანტას“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ტორინო 2:2
გოლები: 0:1 ტიავი (30), 0:2 საპატა (68), 1:2 მორატა (89), 2:2 ოკაფორი (90+5)

„ემპოლი“ და „მონცა“ უგოლოდ დაზავდნენ. მასპინძელთა მცველი საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.

altდასაფასებელი საქციელი - აი, ასე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებს ტრიბუნებიდან

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
საბას ყველაფერი წინ აქვს... წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
18:48 18-08-2024
0
არაფერი უიღბლობა არ არის.ტორინომ მხოლოდ გაძლებაზე თამაში გადაწყვიტა და დაისაჯა.მთელი გუნდი,საჯარმოში იდგა და საჯარიმოს წინა ხაზთანაც კი არავინ ამოდიოდა.მართალია პირველი გოლის დროს,მორატას საბა სდარაჯობდა,მაგრამ მორატამ მხოლოდ მიმართულება ოდნავ შეუცვალა ძლიერად დარტყმულს.რომ მიეღო,დაემუშავებინა და დაერტყა,ეს იქნებოდა მისი ბრალი.ეგეც არ იყოს,მორატა ვარსკვლავია და ვარსკვლავები სწორედ არაორდინარულობით და სწრაფი აზროვნებით სჯობნიან მეტოქეებს.საბაზე გაცილებით ძლიერი და გამოცდილი მცველებისათვის გაუტანია,უამრავი გოლი,საბა კი,ახალი შესული იყო და თამაშში ჩართვას და შეგრძნობასაც დრო სჭირდება.გაშვებული გოლები,მთელი გუნდის ბრალია.რაც სათამაშო გეგმა ჰქონდათ და ამართლებდა,იმაზე თქვეს უარი და ვითომ ავტობუსი ჩააყენეს,ორი გოლის უპირატესობა გვეყოფაო.ვფიქრობ არც მწვრთნელი ჩამოაწმენდს ხელებს.
სოსო
16:54 18-08-2024
1

სიახლეები პოპულარული