ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებია

AutoSharing Option
გერმანული Transfermarkt-ის შეფასებით, ერთა ლიგის C დივიზიონის პლეი-ოფში ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები საქართველოს ჰყავს. 

გთავაზობთ ჩამონათვალს:

საქართველო - 155.7 მლნ

საბერძნეთი - 148.5 მლნ

ლუქსემბურგი - 30.9 მლნ

ყაზახეთი - 21.48 მლნ

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 85 მილიონი ევრო გახლავთ. 

რაც შეეხება ერთა ლიგის C დივიზიონს, 21 მარტს საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, საბერძნეთი კი - ყაზახეთს, ფინალური მატჩი 26 მარტს შედგება. აქვე გეტყვით, რომ შვეიცარიაში გამართული წილისყრის თანახმად, გადამწყვეტ მატჩში მასპინძელი ჩვენი
ნაკრებისა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

altლუქსემბურგი თბილისში, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად გაძლიერებული ჩამოვა - სერია A-ში მოთამაშე ფორვარდს ქვეყნის მოქალაქეობას აძლევენ

მკითხველის კომენტარები / 18 /
სანამ დროა მოაშორეთ სანიოლ-ხაზანიშვილი
გიორგი
17:19 26-11-2023
21
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
15:46 26-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული