"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" სპორტული გადაცემის სტუმარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ერთ-ერთი კითხვა იმას შეეხებოდა, როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ ყვითელი ბარათების გამო "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფში ვერ დაეხმარებოდა. 

"ეგეთი რამე, არ ვიცი... შეცდომები ხდება, როგორ არ ხდება... ზუსტად იმავე მაგალითზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ... მე რომ ხვიჩა რუსეთში წავიყვანე, არ ამომასუნთქეს, დამახრჩეს! მერე გადავიყვანე "რუბინში" და იქაც დამახრჩეს. იტალიაში სანამ მინდორზე არ გამოვიდა, არ არის იქო, იტყუებაო... მერე იქ შეცდაო,
აქ შეცდაო...

ეს ბიჭებიც, რომლებიც ფედერაციის მმართველობაში არიან, კობიაშვილი, იაშვილი და მუჯირი, ახალგაზრდა ბიჭები არიან. ჩემი აზრით, ახლა ჩვენ თუ ამათ მივადექით, რა ვქნათ, სროლა დავუწყოთ?!

რა ვქნათ? "მოსლაბდა" სიტუაცია და შეცდომა დაუშვეს და არ აღიარებენ ამას? კარგი რაღაცებიც ხომ აქვთ გაკეთებული?

თუ ამაზე მივაბჯინეთ მთელმა საქართველომ მაგათ, ახლა აქ ხომ მარტო კობიაშვილის საქმე არ წყდება, აქ საქართველოს საქმე წყდება. ისინიც ახალგაზრდები არიან და ნერვიულობენ. ვაცადოთ ამათ 21 მარტი, რა. 

რა თქმა უნდა, შეცდომა იყო და კვარაცხელია დიდი ძალაა. ყაზაიშვილი ბომბარდირი გახდა თავის გუნდში და ძალიან მაგარ ფორმაშია.

დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო კარგად გააგრძელებს და უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდება, რომ ნაკრებში დაუძახონ.

ჩემი გადმოსახედიდან, ყაზაიშვილი ერთ-ერთი შემოქმედი, 3-ქულიანი რეზულტატული ფეხბურთელია და მე მგონია, რომ ბიჭები არ შეცდებიან, რადგან ყველაფერი კარგად იციან და პროფესიონალები არიან. მთავარია, ვაკო იყოს კარგად. არიან საქართველოს ნაკრებში ისეთი ბიჭები, რომლებმაც ლუქსემბურგის ბარიერი უნდა დაძლიონ", - თქვა ჯუღელმა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
არ ვიცი რაყ უნდა ფეხბურთელს იმის ახსნა,რომ მსაჯთან არ უნდა იკამათოს. ან არ იციან ტვითონ ხვიჩამ, რომ ერთი ბარათი ქონდა სხვისი თქმა ამას რათ უნდოდა. და ან საიდან სად წამოეკიდა მსაჯს თითქოს ეს წინასწარ განზრახვით იყო ის 2 თამაში ხვიჩა მსაჯებს დასდევდა უნდოდა და გაიჩალიჩა ეგააა.
გელა
09 იანვარი 2024 11:31
5
შენი აზროვნება მეხუთე წერტილში ა ფეხბურთის ,,პ რ ო ფ ე ს ო რ ო"
მამუკა
10 იანვარი 2024 11:46
0
ამ ყეყეჩი აფერისტის ხელშია ხვიჩას მომავალი?
გიორგი
08 იანვარი 2024 19:56
9
ყაზაიშვილის აგენტიც ესაა?
კოლა
08 იანვარი 2024 16:45
3
მისი ავტორიტეტი ნათესავის ძმაკაცია
ჯალა
10 იანვარი 2024 12:40
0
ძალიან სასაცილოა ტყუილის მოსმენა, როცა სიმართლე იცი!
შეგენანება, რომ შეაწყვეტიონო საუბარი - ცდილობს ადამიანი…
TanoLife
08 იანვარი 2024 19:03
2
21 მარტს თუ დადებითი შედეგი არ დაიდო, 100%-იან გარანტიას გაძლებთ რომ კობი და მისი გუნდი ფაერში აფრიალდება ნაფოტივით. სამწუხაროდ ამის დიდი შანსია, რადგან ლუქსენბურგი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი და ჩვენზე კარგი შედეგი დადო შესარჩევში. ამ დროს კვარას არ ყოფნა კი ფედერაციის კისერზეა.
ზაკო
09 იანვარი 2024 23:08
1
ყვითელი ბარათი თუ ფედერაციის ბრალი იყო არ ვიცოდი ნამდვილად. გავითვალისწინებ
გივი
08 იანვარი 2024 17:25
15
ამ კაცის აზრის გამოთქის მანერა, ლექსიკა და ჟესტიკულაცია პატივისცემას რო არ იმსახურებს ეს გასაგებია!... თუმცა მოდი გადავხედოთ ამ კაცის გაკეთებულს საქმებსაც, რამდენ ფხბურთელს გაუკვალა გზა და დააყენა გზაზე, ერთერთი წარმატებული მენეჯერია. ბევრი ჩვენი თანამემამულე ასეთ წარმატებას რო მიაღწევს რუსეთში (ან რომელიმე ქვეყანაში, დიდი მნიშვნელობა არა აქვს...) მერე ზევიდან გვიყურებს და თავს გვამადლის, თავის წინაპრებში არაქართულ მემკვიდრეობას ეძებს საამაყოდ... ეს კიდე ქართველ ჯიგრად დარჩა, და ეს მომწონს ამ კაცში. ეს გულწრფელი ქართველი "დელეცური" მეტყველებით ვერ აჩვენებს თავის ნიჭს, არადა რამდენი ფეხბურთი ამოიცნო... დარწმუნებული ვარ ფოთში აჩვენებს კიდე ბევრ რამეს! იმაშიც მართალია, როცა შეცდომა უკვე დაშვებულია, არ უნდა მივახჩოთ ერთმანეთი დიდი ბრძოლის წინ!!!
მოყვარული
08 იანვარი 2024 21:25
11
ისე რაც ამას კვარამ სახელი გაუკეთა ნაღდად მეგონა აავსებდა ქართველებით ევროპას, მაგრამ გადააკვდა ზურიკოს და აზაროვს...
Givi
08 იანვარი 2024 18:03
6
აუ, ყაზაიშვილს რა უნდა ნაკრებში? კი ტექნიკურია შედარებით, მაგრამ დასეირნობს მოედანზე, ვაკოს 1 თამაში მახსოვს კარგად ნათამაშები და მორჩა, აჯობებს მოტივირებული ახალგაზრდა ათამაშონ...
გუსანი
08 იანვარი 2024 22:20
10
შეცდომის დაშვება კი არაა სასწაული, ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს პატივცემულო მამუკა, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა არსებობს, თუნდაც თანამდებობის დატოვების.სამწუხაროდ საქართველოში სკამები ფესვებს ღრმად იდგამენ.
შენი კეთილის მსურველი
08 იანვარი 2024 21:43
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული