"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" სპორტული გადაცემის სტუმარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ერთ-ერთი კითხვა იმას შეეხებოდა, როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ ყვითელი ბარათების გამო "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფში ვერ დაეხმარებოდა. 

"ეგეთი რამე, არ ვიცი... შეცდომები ხდება, როგორ არ ხდება... ზუსტად იმავე მაგალითზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ... მე რომ ხვიჩა რუსეთში წავიყვანე, არ ამომასუნთქეს, დამახრჩეს! მერე გადავიყვანე "რუბინში" და იქაც დამახრჩეს. იტალიაში სანამ მინდორზე არ გამოვიდა, არ არის იქო, იტყუებაო... მერე იქ შეცდაო,
აქ შეცდაო...

ეს ბიჭებიც, რომლებიც ფედერაციის მმართველობაში არიან, კობიაშვილი, იაშვილი და მუჯირი, ახალგაზრდა ბიჭები არიან. ჩემი აზრით, ახლა ჩვენ თუ ამათ მივადექით, რა ვქნათ, სროლა დავუწყოთ?!

რა ვქნათ? "მოსლაბდა" სიტუაცია და შეცდომა დაუშვეს და არ აღიარებენ ამას? კარგი რაღაცებიც ხომ აქვთ გაკეთებული?

თუ ამაზე მივაბჯინეთ მთელმა საქართველომ მაგათ, ახლა აქ ხომ მარტო კობიაშვილის საქმე არ წყდება, აქ საქართველოს საქმე წყდება. ისინიც ახალგაზრდები არიან და ნერვიულობენ. ვაცადოთ ამათ 21 მარტი, რა. 

რა თქმა უნდა, შეცდომა იყო და კვარაცხელია დიდი ძალაა. ყაზაიშვილი ბომბარდირი გახდა თავის გუნდში და ძალიან მაგარ ფორმაშია.

დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო კარგად გააგრძელებს და უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდება, რომ ნაკრებში დაუძახონ.

ჩემი გადმოსახედიდან, ყაზაიშვილი ერთ-ერთი შემოქმედი, 3-ქულიანი რეზულტატული ფეხბურთელია და მე მგონია, რომ ბიჭები არ შეცდებიან, რადგან ყველაფერი კარგად იციან და პროფესიონალები არიან. მთავარია, ვაკო იყოს კარგად. არიან საქართველოს ნაკრებში ისეთი ბიჭები, რომლებმაც ლუქსემბურგის ბარიერი უნდა დაძლიონ", - თქვა ჯუღელმა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
ზოგადად რა უნდა ქნან ამ გაუნათლებლებმა ფონს გავიდნენ?! უნდა იაფერისტონ, თანაც მაგრად:))) ეს ტიპები ერთმანეთის ტყავს ჯერ არ დაგლეჯენ, მაგრამ უკვე აუტანელი ხდება ამდენი უვიცისგან ქკუის დარიგების მოსმენა;(
პაატა
08 იანვარი 2024 21:02
3
კარგით რა რამეს წყვეტა ის თამაშები ბოლო 2 თამაში უყურეთ და ნახავთ კვარა ძაან ეხიპიშებოდა მსაჯებს, რა არ ეუბნეოდნენ რო მსაჯს არ უნდა ეხიპიშო სუყველას ბრქლია მარა კვარასი ყველაზე ნაკლები
დავთ
09 იანვარი 2024 01:17
4
კვარა ნაკრებში მაინც ყველაზე მაგარი და ლიდერია! რაც შეეხება ფედერაციას, თავად ხო იძახდნენ უდნა გადადგესო წინა სასტავზე მსგავსი შეცდომა რო დაუშვეს! მარა, მაშინაც ის კაციტაძე იყო ვინც პირადად გაჟონა და ახლაც!
შოთა
09 იანვარი 2024 11:13
1
ხვიჩას ვუსურვებდი მალე მოეშორებინოს ეს "მაშეინიკი".
გივი
08 იანვარი 2024 20:40
4
ეს ფედერაციისკენ როგორ იშვერს ხელს? რა ვიცით თვითონ რომ არ გაითამაშა ეს სცენარი დიდი ფულის სანაცვლოდ?ფედერაცია აბსოლიტურად არაფერ შუაშია მითუმეტეს კობი..
გიორგი
08 იანვარი 2024 15:51
28
აბსოლიტურად - არა. აბსოლუტურად.
დათო
08 იანვარი 2024 16:45
1
დათო რაო შენმა ბელადმა სანაიამ და ბოკერიამ?
დათო-ს
08 იანვარი 2024 20:44
1
ყველა გამოხმაურება
სულ როგორ ჩაფიქრებულია სურათებში :)
Mamuka
09 იანვარი 2024 02:55
0
ინტელექტი…
ირაკლი
08 იანვარი 2024 22:12
3
ისე ფედერაციის რა ბრალია. Ხვიჩა მიყვარს მაგრამ, ფაქტია, ბავშვი აღარაა და პასუხისმგებლობა მასზეა და არა კობიაშვილზე. ხვიჩას უნდა ეფიქრა და არა იმპულსურად ემოქმედა, რა კობიაშვილი უყვიროდა ტრიბუნიდან, მიდი მსაჯს ეკამათეო? ამ ხალხს ოღონდ ვინმეზე შეაწმენდინე ხელი
ივან
15 იანვარი 2024 08:37
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული