რისი თქმა სურთ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებზე? - ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - 29 იანვრის ანონსი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ძალიან მალე, მარტის ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის. რა თქმა უნდა, არავინ ვუშვებთ იმას, რომ ლუქსემბურგის ბარიერის გადალახვას ვერ შევძლებთ და "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს არ დავუპირისპირდებით. 

Sportall.Ge

ბოლო დროს სანაკრებო ამბებზე ცოტას ვწერთ, მიზეზი კი ის პაუზაა, რაც შემოდგომის მერე სუფევს. Sportall.ge გეგმავს, ორშაბათს, 29 იანვარს, ეროვნულ გუნდზე ვრცლად ისაუბროს და არსებული სიტუაცია მიმოიხილოს - სანაკრებო გარემო, ფეხბურთელების მდგომარეობა; ასევე, ბოლო დროს წამოწეული საკითხები, რაც თუნდაც კონსტანტინე მარადაშვილის "ჯვაროსნებში" შესაძლო თამაშს ეხება და ა.შ.

არსებობს საკითხები,
რომელთა წამოწევაც მკითხველებს სურთ და საშუალება გაქვთ, დააფიქიროთ თქვენი აზრი - რა თემების განხილვას ისურვებთ, რა მიგაჩნიათ აქტუალურად და როგორი პოზიცია გაქვთ, ანალიტიკურ წერილს კი მომდევნო კვირას დაელოდოთ...

alt"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

alt"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე

alt"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 85 /
ვფიქრობ ვინც გვყავს ამჟამად ნაკრებში იმათ უნდა ითამაშონ, რადგან შეთამაშებული არიან ასე თუ ისე. სხვა ახალი ფეხბურთელი(თუნდაც უკეთესი)შეიძლება ვერ იყოს ისეთი, როგორიც საჭიროა. ისე მომავალში პრობლემას ვერ ვხედავ მარადიშვილის ნაკრებში თამაშზე ყველა ვისაც ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია, ყველა უნდა გამოიცადოს. მარტო ევროპაზე მოხვედრა ვერაფერი ბედენაა. იქ არის თამაში საჭირო თუ არის. თავდადება და ბრძოლა, რასაც ამ ნაკრებში ვერ ვხედავ
დავით 67
25 იანვარი 2024 21:53
4
კვერნაძეზეც არავინ საუბრობს, იქნებ სხვაგან გაეყიდათ, სადაც მეტი დრო ექნებოდა სათამაშოდ. მარტო მარადიშვილი ჰყავთ აქ ბევრს ამოჩემებული.
დავით 67
25 იანვარი 2024 22:52
0
არაბიძე ს გამოიძახებთ ნაკრებში? ფედერაციას ჩვენი არ ესმის თუ არ უნდა რო გაიგონ, ჟურნალისტებო თქვენ მაინც მოითხოვეთ მიიტანეთ გულშემატკივრების უმრავლესობის ხმა რომ ჩვენ ვითხოვთ გაამართლებს თუ არა ეგ ცალკე საკითხია ჩვენ გვინდა ვიხილოთ მწვანე გაზონზე ეროვნული ნაკრების ფორმით. 34 წელიწადია თქვენი გადაწყვეტილებები არ ამართლებს და ერთი ფეხბურთელი ჩასვით თითო ტაიმი მაინც ათამაშეთ ვინ ყოფილხართ თქვენ ბოლობოლო
გიო
25 იანვარი 2024 21:51
2
დარჩება, თუ არა სანიოლი ნაკრებში მარტის მერე? იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს გაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე!
მწვრთნელი
25 იანვარი 2024 20:33
2
დარჩება და სრულია დდამსახურებულად :)
ირაკლი
25 იანვარი 2024 22:36
4
მარადიშვილის თემას მინდა შევეხო და პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ დიდი აბსურდი იქნება ახლა ამ თემას რამე კუდი მოვაბათ... ბიჭს ქართველი მამა ყავს და მისი არჩევანია საქართველოს ნაკრებში თამაში... პირადად მე მეტნაკლებად ვიცი მისი შესაძლებლობები და დამერწმუნეთ ეს ბიჭი არის ის ვინც ცენტრში გვჭირდება... გამძლეობა ბრძოლისუნარიანობა კარგი პასი და დაყენებული დარტყმა არის მისი თვალსაჩინო პლიუსები... ვიმედოვნებ ამ შანსს გამოიყენებს ფედერაცია და ნაკრების მატჩისას ვინმე ახალგაბლატავებული სტვენას და ლანძღვას არ დაუწყებს მარადიშვილს, რადგანაც ეს იქნება ყველაზე დიდი ანტიპატრიოტული და იგივე რუსული ქცევა... პატივი ვცეთ ამ კაცის გადაწყვეტილებას...
ილიავარ...
25 იანვარი 2024 20:06
10
ბოლო ბოლო რავიცი ავაზაკმა აღიარა ქრისტე მეგობარო
ილიავარ...
25 იანვარი 2024 21:35
1
თვითონ არასდროს უთქვამს, რომ ქართველია,არ უნდოდა მოქალაქეობის მიღება, რუსეთის ნაკრებში მინდა თამაშიო,ახლა რუსეთი რომ სანქციების გამო დაისაჯა უცბად გაახსენდა საქართველო,ნამყოფიც კი არ არის აქ, ლამის მთელი რუსეთია ტურისტად საქართველოში და ამას და მამამის ფეხებზე ეკიდათ აქამდე ეს ქვეყანა!!
გიორგი
25 იანვარი 2024 20:26
15
ჯიბრიანი,რუსეთუმე ფედერაცია,მოშორდით!!!!!
!
25 იანვარი 2024 20:04
16
ვალიდოლი შენ გჭირდება,რას მივარდები კომენტარებში??მე ჩემი აზრი გამოვთქვი, თუ არ მოგწონს გაიარეე!!!
!
25 იანვარი 2024 22:52
5
ვალიდოლი ენის ქვეშ და დაწყნარდები!
!-ს
25 იანვარი 2024 21:55
3
სერიოზული უპირატესობა მოგვეცა ამ თამაშების მასპინძლობით, რომელიც არაფრით არ უნდა გავანიავოთ. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც დავუშვით 21 წლამდე ნაკრებებისას ისრაელთან. ფაქტიურად პირველი ტაიმი დავკარგეთ, ზედმეტი სიფრთხილე გამოვიჩინეთ. პირველივე წუთებიდან შეტევაა საჭირო. მეტოქე ლუქსემბურგია და არა რომელიმე გრანდთან მიახლოებული. მეტოქეს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ზედმეტი სიფრთხილით შანსი მივცეთ...
მერაბი-1960
25 იანვარი 2024 19:59
2
#არ გამოიძახოთ მარადოვი ნაკრებში!!
საქართველო უპირველესად
25 იანვარი 2024 19:28
23
კობიაშვილო,იაშვილო,სანიოლ!!ამდენი ხანი ხალხი გთხოვთ, რომ არაბიძე გამოიძახოთ,თქვენ კი ჯიბრში უდგახართ ხალხს და ვიზეც გთხოვენ არ გამოიძახოთო, იმას ტენით რუსეთიდან,აი ნახავთ როგორ არევს სიტუაციას ნაკრებში მარადიშვილის გამოძახება!!!ეხლა შემოვარდებიან რუსეთუმე გრუზინები!!
საბა
25 იანვარი 2024 19:13
18
ჩემი აზრით ეს შემადგენლობაა იდეალური მამარდაშვილი საზონოვი ლოჩოშვილი გოჩოლეიშვილი აზაროვი გაგნიძე მარადიშვილი ჩაკვეტაძე კვარაცხელია დავითაშვილი მიქაუტაძე
ვიტალი
25 იანვარი 2024 19:09
17
1-მოვისმინოთ მისი აზრი-ხო არც ერთი ინტერვიუ არ ყოფილა,თუ კაი კაცია ითამაშოს,თუ შოვინისტი რუსია არ გვინდა(ოღონდ პირადად დაეკონტაქტეთ და ვნახოთ,შევატყობთ)

2-რაც შეეხება თამაშს.
ნეტავ სხვა გუნდები როგორ ემზადებიან,თუ ისინიც ჩვენსავით უყურებენ -რამდენი წუთი ითამაშა ამან თუ იმან თავის გუნდში,არა მგონია მარტო ეს იყოს თუნდაც ყაზახების მომზადება.
3- საქართველოს გუნდებს ყოველთვის გაქონდათ გოლები როცა სწრაფად უტევდნენ.
გინდაც მესხი-მეტრეველის დროს.
მერეც ლივერპული,კარლ ცაისი და ვესტ ჰემიც სწრაფი შეტევებით გავანადგურეთ.
ბოლო პერიოდშიც-გოლი გაგავაქვს როცა სწრაფად ვუტევთ,
გაიხსენეთ გინდა კვარას,გინდა ჩაკვეს,გინდათ ჩასვრილ თამაშში შოტლანდიასთან გასვლაზე ბუდუს გოლი,
მარტო ელვისებური აფეთქებაშია ჩვენი ძალა.
არა გვყავს წინ იან კოლერი ან ტორე ანდრე ფლო რო ნელა შეუტიო და იმან მაინც გაიტანოს.
კი-90 წუთი ვერ სდევენ ჩვენები ჯორცხენებს,მაგრამ უნდა იყოს ფაზები როცა ტემპს მოკლავენ და ფაზები როცა სწრაფად შეუტევენ. პოზიციურად ბურთის განდაგან ნელა გორებას აზრი არა აქვს ჩვენთვის.
Levani
25 იანვარი 2024 19:08
0
ლევან სწრაფი გოლი ძირითადად კონტრშეტევის დროს გადის. მართლა გამოგვდის, მაგრამ აქაურმა ვაი ქომაგებმა, და ე.წ. სპეციალისტებმა ტვინი წაიღეს, მარტო შეტევა და წინ და წინო. ამას ტაქტიკა კი არა სისულელე ქვია. 21-ანებმა კონტრშეტევაზე ააწყვეს თამაში და გამოუვიდათ. ეგრე არ იყოო?
ჰაჰა
25 იანვარი 2024 21:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული