დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ახლა "ერთა ლიგაზე" მხოლოდ მისგან ბოძებული ნახევარფინალი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აინტერესებს, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ დღეს, 8 თებერვალს, 21:00 საათზე (პირდაპირი "სილქ უნივერსალზე") პარიზში მომავალი გათამაშების წილისყრაა. მოგეხსენებათ, "ჯვაროსნები" B ლიგაში დაწინაურდა.

"ერთა ლიგა" მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლ საგზურს იმავე პრინციპით არ იძლევა, მაგრამ ამის შანსი 4 ნაკრებს პლეი-ოფის გზით აქვს (ვინც შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოხვდება) და გამორიცხული არაა, მათ შორის ჩვენი დივიზიონის წევრიც იყოს. საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ერთა ლიგის" მასშტაბით 6 გოლის ავტორია.

ეს უკვე მეოთხე გათამაშებაა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა "ერთა ლიგაზე" დაწინაურება უკვე 2 ლიგით მოახერხა და ევროპირველობის შანსიც კიდევ ერთხელ აქვს. რაც შეეხება მეორე გათამაშებას, როცა ტურნირი მუნდიალის წინ ტარდებოდა, ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტებს მიმართა, ჩრდ. მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე ფიქრობდა და პირველობა სომხეთის ნაკრებს "გადაულოცა". A დივიზიონში გადასვლა და გრანდებთან დაპირისპირება კარგი გამოწვევაა, მაგრამ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე ამ ტურნირიდან მოხვედრის შანსებს (წმინდა სპორტული პრინციპით) ობიექტურად უფრო შეამცირებს.

19 წლის ლევან კობიაშვილი და დევიდ ბექჰემი


Sportall.Ge

წილისყრის წინ ვილი სანიოლის გუნდის სასურველ მეტოქეებზე მსჯელობა შეგვიძლია. მაგალითად, პირველი კალათიდან ასეთი შეიძლება თუნდაც უელსის ნაკრები იყოს. ამავდროულად, ინგლისის ნაკრებთან შესაძლო დუელიც დამაინტრიგებელია. ინგლისელებთან ადრე 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გვითამაშია. მაშინ თბილისურ მარცხს (ზედიზედ მეხუთე) ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობა შეეწირა. დასამახსოვრებელი იყო თემურ ქეცბაიას თამაში; ის მალე "ნიუკასლის" წევრი გახდა. დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით წავაგეთ (კვლავ 0:2) გასვლითი მატჩი, სადაც დანაკლისი გვქონდა. კვარაცხელიასა და ბელინგემის დუელიც საინტერესო იქნება. მეორე კალათიდან ნორვეგიასთან ისევ დაპირისპირების შანსიც არსებობს. აქაა უკრაინის ნაკრები. იქნებ მესამე კალათიდან ირლანდიის ნაკრები გვერგოს და მათთან გამარჯვების გემო "გავსინჯოთ".

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი;

II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია;

III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო;

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.


ჯგუფური ეტაპი 2024 წლის 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება, 2025 წლის მარტიდან კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს.

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 56 /
"ნუთუ ჩვენა ვართ ქვეყანა და ჩვენცა გვქვია ნაცია? ცხოვრებით ბუზიც კი ცხოვრობს, მაგრამ სად? ------" - ეს არის აკაკი წერეთლის ერთი ლექსიდან ციტატა, რომელიც შეგნებულად არ დავასრულე. უამრავი ვარიანტი წავიკითხე - ეს ჯობია, ის ჯობია და უბრალოდ ღიმილი დამეუფლა სახეზე. ხალხნო, ნუთუ რეალიზმის გრძნობა სულ დავკარგეთ?! ნუთუ გვსიამოვნებს საკუთარი თავების მოტყუება?! გასაგებია, რომ ფეხბურთი ყველას ძალიან გვიყვარს და პრეტენზია გვაქვს რომ ის ჩვენს გენებშია. თუმცა, ვცხოვრობთ იმ მსოფლიოში სადაც ჩვენზე ათჯერ და მეტჯერ განვითარებული ერები ცხოვრობენ. ჩვენ ჯერ ვისწრაფვით ასეთი ცხოვრების დონისკენ და რას ვითხოვთ, რომ ფეხბურთმა (რომელიც ჩვენი ყოფის მხოლოდ ერთი სფეროა) გაასწროს ჩვენი ცხოვრების დონეს? რეალურად თუ შევხედავთ, გვყავს ორი მაღალი დონის მოთამაშე (კვარა და მამარდა) და რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელი. არ ვიძახი რომ არ უნდა ვიბრძოლოთ ან არ გვაქვს შანსები წარმატებისთვის. თუმცა, გადაჭარბებული მოლოდინებიც არ უნდა შევქმნათ - ვფიქრობ, ბ ლიგის ჩვენს ჯგუფში თუ მეორეზე გავალთ, ეს ნაღდად წარმატება იქნება და იქნებ მსოფლიოს საგზურისთვისაც ვიბრძოლოთ!
fani
08 თებერვალი 2024 17:36
5
შეიგნეთ, ფეხბურთი ღარიბების თამაშია და ბრაზილია 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია ნომერ პირველი საფეხბურთო ქვეყანაა დღემდე უღარიბესი ქვეყანაა თან. ასევე მთელი სამხრეთ ამერიკა. , თემაში ვერ ერკვევი , წადი სადმე ბუღალტერიის სფეროში იკითხე ლექციები მაგ ლოგიკით შენ რასაც პროფესოტობ სულ ინგლისი და ამერიკა უნდა იყვნენ ჩემპიონები მაგრამ ჯიბეში ყავთ ბრაზილიას და არგენტინას იმიტომ რომ ტალანტი თამაშობს ფეხბურთს და არა ფულის ტომრები
Garrincha
08 თებერვალი 2024 21:13
1
გასაგებია პატარა ქვეყანა ვართ საბჭოთა კავშირის დროსაც პატარა ვიყავით მარა დინამო მსოფლიოს აზანზარებდა და ბიჭებიც მგლები გვყავდა თანაც ყველა ქართველი იყო. დღესაც გვყავს კარგი ფეხბურთელები მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ ათამაშებენ ამათუიმ მიზეზთა გამო და როცა ეს მიზეზები აღარ იქნება და ყველა ითამაშებს ვინც მართლა თამაში იცის მაშინ გვეშველება ასე რომ ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ ფეხბურთს და არა ნათესავები ძმაკაცები და ძმაკაცების შვილები.
უცხო
08 თებერვალი 2024 18:59
0
მე ვერ გავიგე ეს საიტი სპორტულია თუ პოლიტიკური ისე რომ იცოდეთ ვინც წარმატებულია კორუპცია აღებ მიმცემლობა თამაშების გარიგება იქ უნდა ნახო .
გიორგი
08 თებერვალი 2024 16:48
0
მართალი ხარ ეს საიტი დიდიხანია პოლიტიკურად გადააკეთესბსამწუხაროდ
თაზო
08 თებერვალი 2024 19:46
0
უელსი.უკრაინა.ალბანეთი.საქართველო. იდეალური იქნება.
გიორგი IV
08 თებერვალი 2024 16:26
4
ინგლისი რომც ამოგვივიდეს მაინც მეორე ადგილი დაგვჭირდება, ინფლისი პირდაპირ გავა შესარჩევიდან 100% აი სხვებზე მაგას ვერ ვიტყვით, მესამე კალათიდან ისტორიულად სულ კარგად ვეთამაშებით ხოლმე ალბანელებს და ვუგებთ, მართლია გაძლიერდნენ კარგი ნაკრები ყავთ მაგრამ მაინც, არ უნდა იყოს არასასურველი მეტოქე, მორედან კი ძან ძლიერი ნაკრებები ყავთ, უკრაინას და ნორვეგიას, ფინეთი ან ისლანდია გვაწყობს
გოგა
08 თებერვალი 2024 16:16
1
რომელ ნაკრების? სად გვყავს ნაკრები? დავიჯერო საქართველოში 11 ფეხბურთელს მონახავთ? არა ხომ? 11 არ მინდა 7 მონახეთ! არც შვიდი გვყავს? ხუთი მაინც რომ იყოს? ხუთ მართლა ფეხბურთელს დამისახელებთ?
აბა რის ნაკრებზეა საუბარი, არ გცხვენიათ მაინც? მასე თქვენი წესის ანგარიშით 3 მილიონი ექსპერი და ორჯერ მეტი პოლიტიკოსი გვყავს, მარააა...
ხუთ ფეხბურთელს ნაღდად ვერ დაასახელებთ, ვისაც არ გჯერავს გავმაზოთ!
კ ო მ ბ ლ ე
08 თებერვალი 2024 15:53
5
კარგით რა, 2 და 3 კარგი ფეხბურთელით დიდი შედეგი მოთხოვო ნაკრებს სისულელეა, ერთადერთი ხვიჩა თამაშობს თავის გუნდში სულ მაღალი კლასის ფეხბურთს, გადავხედოთ აბა დანარჩენები სად თამაშობენ და რა თამაშებს თამაშობენ, რატომ.მოვუგებთ ნორვეგიას ან უელს და თუნდაც ალბანეთს?
გოგა
08 თებერვალი 2024 13:50
8
და რატო არ უნდა მოუგო როცა პრიმერას ერთერთი საუკეთესო მეკარე გყავს გყავს სერიას ფეხბურთელები ჩემპიონბშიპის ძურითადის მოთამაშე საფრნგეთის ლიგა 1ს და ბორდოს ძირითადი ფეხბურზტელები გყავს კარსლეუს ბომბარდირი შახტარის ძირითადის 2 ფეხბურთელი.უბრალოდ არ გყვავს იტალიელი მწვთნელი და ან ქეძბაია მაინც არომ შედეგი დაიდოს.ესაა პრობლემაა.და არა ფეხბურთელები.
მოსეხონელი
08 თებერვალი 2024 14:18
7
არც ერთი კორუმპირებული ქვეყანა არ არის წარმატებულუ სპორტში ( დ სხვა რამეშიც ), ავტორიტარულს იშვიათად მაგრამ მაინც აქვს პერიოდულად, იარაღს რომ დაადებენ გუნდს და მეტი გზა არ აქვთ რაღაც შედეგს აღწევენ მაგრამ კიდევ ერთხელ - კორუმპირებული ვერასდროს, ასე რომ ვინ შეგხვდება აე აქვს მნიშვნელობა
სხვა რამე
08 თებერვალი 2024 11:50
28
ბრაზილია ?
Solo
08 თებერვალი 2024 14:53
1
არ არის საქართველო კორუმპირებული ქვეყანა. ნუ ავრცელებთ ნაც პროპაგანდას.
სხვა რამე-ს
08 თებერვალი 2024 13:39
4
ყველა გამოხმაურება
ნორვეგიას ხომ დაუღუნეს შტანგები, ეხლა ჰარი კეინის ჯუდის ჯერია,ღამმეები აღარ სძინავთ თურმე ,ეე მან!! კვარას და კამპანიას არ შევხვდეთო. რას ბაქი-ბუქობთ ზოგიერთები, ელემენტალური აზროვნების უნარი ხომ მაინც უნდა გქონდეთ, უბრალოდ ფიფას რეიტინგებს მაინც გადახედეთ სად ვიმყოფებით ჩვენ და ყაზახეთი და სხვა დანარჩენი უკლებლივ... იგივე ყახახების გარდა რომელი გუნდისთვის მოგვიგია სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი თამაში? რეალურად ორი მართლა მაღალი დონის ფეხბურთელზე- კვარასა და მამარდაზე ვართ დამოკიდებული, თორემ კაშია ჭაკვე,დავითაშვილი, მიქაუთაძე ან ახალი ქართველები საზონოვი და მარადიშვილი ყველა ერთი -საშუალოზე დაბალი დონისანი არიან და სერიოზულ-პრინციპულ თამაშებში ვერაფერს გახლდებიან....თუ ვცდები ნაღდათ არ მეწყინედა!!...აქ, ყველაზე ამორალური,მაინც იმ გადაგვარებული პუტინისტების კომენტებია, რომლებიც ვითომდა საქართველოს დიდი პატრიოტები არიან, მაგრამ შანს არ უშვებენ უკრაინას, არშემდგარი უწოდოს და უკრაინელებს დეზერტირები,რომლებიც უკვე ორი წელია სისხლის და ნგრევის ფასად, როგორც გამოსდით იცავენ საკუთარ ქვეყანას-არშემდგარი ყოფილა, ხოლო ქვეყანა რომელის ტერიტორიის ლამის მეოთხედი ოკუპირებულია,მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით ცოფიანი ძაღლებივით ჩახოცილი და გამოყრილი, ეზოებიდან და ბოსტნებიდან სისტემატურად იტაცებენ ქართველებს- შემდგარი ყოფილა, ოღონდ ეს შემდგარი სახემწიფო შიშისგან კრინტსაც ვერ სძრავს. ეს გადაგვარებულები იმაზე დარდობენ აქ ვინმემ უკრაინის დროშა არ ააფრიალოსო, ვითომდა უკრაინელებმა წაგვართვეს ის ტერიტორიები და არა რუსებმა, ვის წიმააღმდეგაც უკრაინა ახლა სამკვდრო სასიცოცხლოდ ბრძოლობს....უკრაინელების დეზერტირობაზე კი საერთოდ როგორ ლაპარაკობთ! იქნებ იმაზე გეფიქრათ გაჭირვებისა და უსამართლობის გამო რომ გარბის ამ შემდგარი ქვეყნისგან ასი ათასობით ახალგაზრდა, მაგრამ რას იფიქრებთ ისე ხართ გადაგვარებულები და ტვინგამორეცხილები რუსული პროპაგანტით-მტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევიათ.....
კარგით რააა!!!
08 თებერვალი 2024 11:04
15
რა კარგად დაგიწერია, გენაცვალე!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
08 თებერვალი 2024 13:25
7
ტყუილად აწყობთ აქ გეგმებს. სანამ ჭაობში ვიქნებით, წარმატების იმედი ნუ გექნებათ. გულშემატკივარს რომ გაგილახავს ფედერაციის ჩინოვნიკი, ყვითელ ბარათებს ვერ დაგითვლის, ტაილანდის და მონღოლეთის დონის გუნდთან ჩაგინიშნავს ამხანაგურს, 2 კვირის წინანდელი ჩასვრილის გამოსაწმენდად და ყველაფერ ამაზე, ნაკრების არცერთ ფეხბურთელს, რეაქცია არ ექნება, მე ასეთი ნაკრების არ მჯერა.
ვისაც გჯერათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
ციციკორე
08 თებერვალი 2024 11:02
7
ვინმემ თუ მოუგო ტაილანდს 8:0 აბა გადახედე შე მართლა ციციკორე
ციციკორეს
08 თებერვალი 2024 13:58
3
ასეთ შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის თვალსაზრისით დიდი აზრი არ აქვს თუ ვინ შეგვხვდება პირველი კალათიდან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისის ნაკრების თამაში ყოველთვის უამრავი საფეხბურთო სკაუტის ყურადღების ცენტრშია, დიდია იმის შანსიც , რომ ავტომატურად რომელიმე ჩვენი ფეხბურთელიც მოექცეს მათი ინტერესის არეალში. ამ მხრივ ინგლისის ნაკრებთან დაპირისპირება პერსპექტივაში ნამდვილად სასარგებლო იქნება.
pablo
08 თებერვალი 2024 09:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული