ერთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ კომენტარი სანიოლმა და იაშვილმა გააკეთეს

AutoSharing Option
8 თებერვალს პარიზში ერთა ლიგის 2023/24 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელიც C დივიზიონიდან B დივიზიონში აღზევდა, წილისყრის შედეგად B1 ჯგუფში მოხვდა. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები ჩეხეთი, ალბანეთი და უკრაინა იქნებიან.

უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2024 წლის 5-10 სექტემბერს შედგება. მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები 10-15 ოქტომბერს გაიმართება, მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები კი - 14-19 ნოემბერს. მატჩების სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში აღზევდებიან, მეორეადგილოსნები კი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების
შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი-ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი - 2025 წლის ივნისში.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი კარგ გზაზეა. მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი.

მარტის პლეი-ოფის წინ მნიშვნლოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩუნება, რათა ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი-ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში ვნახო. საბოლოო ჯამში ლუქსეუმბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ".

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ძალიან მნიშვენლოვანი იყო C ლიგაში გამარჯვება და B ლიგაში გადასვლა, თუმცა დღეს ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მარტის პლეი-ოფის თამაშებია, რაზეც მთელი ყურადღება გვაქვს გადატანილი.

რაც შეეხება ერთა ლიგის ჯგუფს - საინტერესო გუნდებით დაკომპლექტებული ძლიერი ჯგუფია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევა და თამაშიდან თამაშზე ფიქრია. თუმცა ახლა მთავარი მარტია და B ლიგის თამაშებზე ფიქრს მოგვიანებით დავიწყებთ".

ერთა ლიგის წილისყრამდე პარიზში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აღმასრულებელი კომიტეტის წევრის რანგში ლევან კობიაშვილმა მიიღო. საფრანგეთის დედაქალაქმა ასევე უმასპინძლა უეფას 48-ე კონგრესს, რომლის მუშაობაშიც სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდნენ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
იმედია სანიიოლი მიხვდება რომ ქოჩოლეიშვილი და აზარივი 3 5 2.5 3 2 ტაკტიკით დააყენოს ძირითადში აზარივთან ლოჩოშვილთან და კაკბაძესთან ერთად.აზაროვიც და ქოჩელეშვილიც 60 40ზე თანაშობენ შეტევა დაცვას.ამიტომ დაზღვევა უნდა დაცვაში.ჩაკვეტაძე ამ შემთხვევაში კვარასთან ერთად შეიძლება. მიზეზი რო ქონდა ერთად როგორ ვათამაშოო კვარას ბუდუს უკან გადაწვს იმედია.კიტეიშვილს და დავითაშვილ დაუყენბდი ჩაკვეს ნახ დაცვაში და არბიძეს დავითაშვილის შემცვლელად გამოვიძახებდი.ასევე გველესიანს და შახტარში გადასულ თუარვცდები ბასილაძეა ხო მარჯვნივ და ცენტრშიც რო შეუძლია თამაში.მასაც გამივიძახებდი.კაშიას კვირკველიას დიდი მადლობა მაგრამ გააცილეთ ეს ბიჭები სახლში მათან ერთად კანკავაც გამოიძახეთ და ღირსეულად გააცილეთ.იმსახურებს ეგ ბიჭი.ეგ კიარ რო გავლთ ევროპაზე იქაც გამოიძახეთ და ათამაშეთ 10 წუთი მაინც რათა მადლობა გადაუხადოთ ამით იმ თავდადებისთვის რაც ნაკრებში დაგვანახა.და დალოცვილებო ტაკტიკური 3 კომბინაცია მაინც ასწავლეთ ამ ბიჭებს ამდენი თამაში სანიოლის და ტაკტიკური შეტევები ვერ ვნახეე:((ნუ გაფლანგავთ ამ თაობის ნიჭს რანიელი იქნებ მალე თავისუფალი აქდან დაელაპარაკეთ არ დაზოგით ის 1 მილიონით ზედმეტი.მოიყვანეთ ეგ კაცი ან იტალიელი საშვალო დონის მწრვთნელი მაინც.ფრანგი არა იტალიელიიი რა ვერ გაიგეთ ამდენი ხანიი იტალიელი რო მოიყვანოთ.
მოსეხონელი
09 თებერვალი 2024 05:10
5
ახალი მწვრთნელი, ახალი კაპიტანი და ახალი ფედერაცია
გიგი
09 თებერვალი 2024 04:23
2
ეჰ ძმაო ხუმრობ ალბათ, მაგრამ სადაა კარგი ცხოვრება,მხოლოდ წინა საარჩევნოდ დაგპირდებიან და და გაქრება ლამაზი სიზმარივით
სვანსკი
09 თებერვალი 2024 11:12
2
ნაკრებს ახალი მწვრთნელი სჭირდება.
გია
09 თებერვალი 2024 00:54
2
ჩივაძე თუ გუცაევი? იქნებ კუტივაძე?
ვახო
09 თებერვალი 2024 09:25
15
ისეთი დონის ფეხბურთელები გვიგროვდებიან, რომ უფრომაღალი დონის მწვრთნელი სჭირდებათ!
გია_544
09 თებერვალი 2024 02:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული