"ქართველებსაც შეუძლიათ ერთა ლიგაზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ" - უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან მოხვდა. წილისყრა "კარპატის" ამჟამინდელმა და უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა შეაფასა.

- წილისყრაზე რას იტყვით?
- ნორმალური კენჭისყრაა, ყველა გუნდთან საჭიროა არა მხოლოდ ვითამაშოთ, არამედ დავამარცხოთ. წილისყრა ნორმალურია, შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო.

- ამ ტურნირისგან რას უნდა ველოდოთ?
- ერთა ლიგა საინტერესო ტურნირია. ჩვენი დივიზიონი უნდა მოვიგოთ და მაღლა ავიწიოთ.

Sportall.Ge

- მეტოქეთაგან ყველაზე მეტად ვისთან იქნება რთული თამაშები: ჩეხეთთან, ალბანეთთან თუ საქართველოსთან?
- უკანასკნელ ხანს ყველა გუნდი პროგრესირებს. ალბანეთიც, საქართველო - ახლა
სრულიად სხვა გუნდებია. ჩეხები კი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტები არიან. კიდევ ვამბობ, უკრაინა ამჟამად ფორმაშია და ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაა საჭირო.

- მთავარი კონკურენტი ჩეხეთია?
- ალბანეთიც არაა იოლი მოწინააღმდეგე, ქართველებსაც შეუძლიათ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ, მაგრამ ვთვლი, რომ უკრაინამ პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
უკრაინას ყველაზე ძლიერი ნაკრები ყავს ამ ჯგუფში მარა მუღამი მაქვს რო მაგათ მოვუგოთ ჩვენ ნაკრებს რო არაფრად თვლიან.. და კვარაზე ალბათ ნერვებიც ეშლებათ,კვარამ უნდა შეუგდოს შინ და გარეთ... ჯერ ეს პლეიოფი გავიაროთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება...
berg
01:01 14-02-2024
0
ვფიქრობ უკეთესად დაბალანსებულ და საბრძოლო ჯგუფს ვერც კი ვინატრებდით. პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენს ჯგუფში მკვეთრად გამოხატული გრანდი არ მოხვდა და ფაქტიურად ყველა გუნდს შეუძლია პირველობისთვის ბრძოლა, რა თქმა უნდა მეტნაკლები უპირატესობით, თუმცა პირველ რიგში რაც გვჭირდება ეს მაინც ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ სტადიაზე მოხვედრაა. რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი ეს - 1) მოჯადოებული წრის გარღვევაა საჭირო, რათა ერთხელ და სამუდამოდ დიდ ტურნირზე გამოსვლის გამოცდილება მივიღოთ 2) დიდი შანსია, მსგავსი რანგის ტურნირზე ნაკრების კიდევ 2-3 ფეხბურთელი ევროპული გრანდების რადარზე მოხვდეს 3) ქართული ფეხბურთი ბოლოს და ბოლოს გავიდეს ფართო მასებში და ჩვენი ქვეყანა განიხილებოდეს ე.წ ექსპორტის ბაზრად, რაც მომავალ თაობებს მეტ პერსპექტივას შეუქმნის.

კანკავა ჩემი აზრით ძალიან ჭირდება ნაკრებს და ასევე კარგი იქნებოდა 4-2-3-1 ტაქტიკის გამოყენება შემდეგი სასტარტო შემადნეგლობით: გოჩოლეიშვილი (მარჯვნივ), საზონოვი (ცენტრალური მარჯვენა), კაშია (ცენტრალური მარცხენა), ლოჩოშვილი (მარცხნივ), კანკავა(საყრდენი მარცხნივ), ქოჩორაშვილი (საყრდენი მარჯვნივ), ჩაკვეტაძე (შემტევი მარცხნივ), კვარაცხელია (შემტევი ცენტრი), კიტეიშვილი (შემტევი მარჯვნივ), ზივზივაძე (ფორვარდი).
pablo
11:15 10-02-2024
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული