ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი...

AutoSharing Option
"რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს,

შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს...

და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,

რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ..." (იოსიფ ბროდსკი)

"გახურდა" მარტი. ახლა ყველაფერს "ერთა ლიგის" პლეი-ოფის ჭრილში განვიხილავთ და ვღელავთ - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი სათამაშო ფორმა (სამწუხაროდ, ის ლუქსემბურგთან დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება), გიორგი მამარდაშვილის "მშრალი" მატჩები, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა... ვეტერანთა შეხვედრის დროსაც იმაზე ვფიქრობდით, რაც იმ თაობამ ვერ მოახერხა, უნდა შევძლოთ ახლა!..

Sportall.Ge

ზედმეტი მოტივირება ფსიქოლოგიაში გამართლებული სულაც არაა, რადგან შესაძლოა, დაძაბულობა მივიღოთ.
ამის გამოა, თითოეული სიტყვის მოფრთხილება გვიწევს. მეორეა ის სტროფი, რაც პროლოგში გამოვიტანეთ - დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ეს წრე და ცოტათი მივიწყებული სიხარულით შევცვალოთ. ამ თაობას პასუხისმგებლობა არ აკლია; ასევე, უკვე აქვთ მწარე გამოცდილება, თუ რას ნიშნავს, როცა მიზანთან ერთ ნაბიჯში ხარ. ყველაფერი ეს ერთად უნდა აკუმულირდეს და შედეგი მოგვცეს!..

"ჯვაროსნების" მეკარეს "მშრალი" მატჩები უყვარს...

Sportall.Ge

ცალკეული ფეხბურთელების პროგრესის მიუხედავად, წარმატებას გუნდურად უნდა მივაღწიოთ, ამისთვის კი არაერთი ორთაბრძოლის მოგება, საჰაერო დუელი, სისწრაფე, გააზრებული მოქმედება, მოთმინება და ამავდროულად, მოუსვენრობა დაგვჭირდება.

თავისი დიდი როლი აქვს მწვრთნელს, რომელმაც ზუსტად უნდა შეარჩიოს წარმატებისკენ მიმავალი გზები. ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება და ასეთ დროს საჭიროა როგორც ტაქტიკური ცვლილებები, ასევე ემოციური ფონის კონტროლი - არ უნდა დაუშვა, რომ ლიდერის გარეშე არ შეგიძლია და გარკვეულწილად, მისთვისაც ითამაშო, მისი მოლოდინები, რომ ფინალში დაგეხმარება, რეალობად აქციო.

ვილი სანიოლი რთული გზის ბოლო ეტაპზეა...

Sportall.Ge

ვილი სანიოლისგან ყველანაირი საკადრო რესურსის სრულად გამოყენებას ველით. ახლა ნამდვილად არაა დრო, რაიმე ისეთი დავაკლოთ, რაც მერე გულს დაგვწყვეტს...

გვჯერა, რომ ევროზე გავალთ და მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას სიდიადის გამო, ჩვენი ფეხბურთისადმი გამოჩენილ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. ეს იქნება გარდამტეხი! მხოლოდ წარსულთან და დღევანდელობაში ლეგიონერების გულშემატკივრობასთან არ უნდა ვასოცირდებოდეთ. ამ შეკითხვის დასმა რიტორიკულადაც არავის უნდა, მაგრამ თუ ვერ? - მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. თბილისში ტკივილიანმა საფეხბურთო დღეებმა იმატა და ერთხელაც ყველაფერი უნდა გადაიფაროს, სხვა მასშტაბის განვითარებაზე გადავიდეთ...

გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ტურში ტრავმა მიიღო. მასზე, როგორც ლიდერზე, ლუქსემბურგთან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

Sportall.Ge

მთელი თვის განმავლობაში ამ მატჩებზე ვიფიქრებთ, გონებაში სავარაუდო შემადგენლობასა და სცენარებს დავუშვებთ, ვინერვიულებთ, ზოგს ცუდი წინათგრძნობა ექნება, მუდამ ოპტიმიზმებიც იარსებებენ. ახლა ყველანი "საგანგებო მდგომარეობაზე" გადავდივართ, ქვეყნის წარმატებაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. ეს მიზანი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური, რუტინული საქმეები. ვუგულშემატკივროთ ქართველი ფეხბურთელების მეტ სათამაშო დროსა და ტრავმისგან დაცვას, მათი დადებითი ემოციები კი ბოლოს ერთად შევკრათ!..

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altსანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

მკითხველის კომენტარები / 58 /
იოსიფ ბროდსკისა რა გითხრათ, მაგრამ მე მჯერავს, რომ საქართველოს ნაკრები გავა ევროპის ჩემპიონატზე და იქაც არ შეირცხვენს თავს! სანიოლს დაუნიშნეთ კარგი გამოცდილი ფსიქოლოგი ნაკრებში! ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო- ლუქსემბურგი 2-0! საქართველო-საბერძნეთი 2-1!
მწვრთნელი
01 მარტი 2024 10:19
10
,,ღმერთმა გისმინოთ'' მაგრამ .... ლუქსემბურგთან 55-45% , აი ბერძნებთან მეეჭვება სამწუხაროდ 30-70 % , ბერძნები გაძლიერებულები არიან , რა ინფორმაციაც მაქვს ჩვენი ემიგრანტისგან, ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც წინ არიან,დაცვა ჩვენზე ორი თავით მაღლა დგას, მოტივაცია კი ჩვენზე მეტი, თორემ ნაკლები არ აქვთ... უძალიანესად უნდა გაგვიმართლდეს და იმათ კი პირიქით, რისხვა უნდა დაატყდეთ, რომ მოვიგოთ, ჩვენი ბიჭები, თან ყველა, საკუთარ თავეებს უნდა გადაახტნენ და ა.შ. თუ ესე არ მოხდა, საერთოდაც რა გვესაქმება ევროპაზე?
გუსანი
01 მარტი 2024 14:36
4
რამდენი ხანია მარტს ველოდები! ელოდება მთელი ქვეყანა. იმედი დიდია! ყველამ ყველაფერი უარყოფითი უნდა დავივიწყოთ და სულით და გულით ნაკრების გვერდში ვიყოთ! არ აქვს მნიშვნელობა სტადიონზე ხარ, თუ სახლში ტელევიზორთან, ან დენი წავიდა და ვერ უყურებ თამაშს. ყველას დადებითი ემოცია უნდა გვქონდეს ნაკრების მიმართ. და მინიმუმ 5 მილიონი პატარა დადებითი მუხტი გაერთიანებული ძალით დაეხმარება ჩვენ ბიჭებს. წარმატება ლუქსემბურგთან! წარმატება შემდეგ 3 დღეშიც!
alexandre
01 მარტი 2024 11:06
0
მოკლედ ველოდებით დიდი იმედით მთელი საქართველო (ემიგრაციაც) 21 და 24 მარტს!! უნდა მოვიგოთ! სხვა გზა არაააააა!!!
ზაზა გ.
01 მარტი 2024 12:11
6
30 წელი გვაქვს მოლოდინი რო რაღაც შედეგი იქნება,თუმცა ეს მოლოდინები უფრო გულშემატკივარს აქვს,ვიდრე ფეხბურთელებს ან ფედერაციას. ყოველთვის რაღაცას ხდება თამაშის წინ და უცნაურობებს არ აქვს დასასრული. დარწმუნებული ვარ რო ამ თვეშიც რაღაც იქნება ასეთი და ნაკრებს ვიღაც დააკლდება(კვარას გარდა).იმედია ვცდები,მარა რა ვქნა,ასეთი მოლოდინი მაქვს და თქვენ რატომ გაქვთ სხვა მოლოდინი? ლუქსემბურგს ალბათ გავცდებით,რადგან მომდევნო თამაშიც სახლში ვითამაშოთ,ბილეთები გაიყიდოს და ფული იშოვონ,მერე ფინალს წავაგებთ(ასე მგონია). ნაკრებს ორჯერ მიეცა შანსი და ორივე სიტუაციაში გვაკლდება საუკეთესო ფეხბურთელი,რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ჯერ იყო და კორონა იყო,ახლა ყვითლები და ეს შემთხვევითობა გგონიათ? უბრალოდ,არავის უნდა წარმატების მიღწევა ზედა ეშელონებში და ეს ხალხი ამას ვერ ვხდებით. იცით,რა უთხრეს ერთერთი ისტორიული გუნდის მესვეურებმა მწვრთნელს? ჩვენი მიზანი არ არის დაწინაურება და უმაღლეს ლიგაში ასვლაო,პირველ ლიგაში ყომარი არის ჩვენი მიზანი და აქ ფულის კეთებაო. მეორე დღესვე წამოვიდა ეს მწვრთნელი იმ გუნდიდან და ეხლა უმაღლესი ლიგის გუნდს წვრთნის. ის გუნდი კი ისევ პირველ ლიგაშია და დადანაშაულებული იქნა თამაშების ჩაწყობაში და ყომარბაზობაში. ნაკრები თქვენ სხვანაირი გგონიათ? თუ ეს ასე არ არის,რა უნდა ამისულაშვილს და დვალიშვილს ნაკრების შტაბში? იმ ადამიანს,ვისაც ეზარებოდა ნაკრებში ჩამოსვლა,რატომ ვასაქმებთ ნაკრების სტრუქტურაში? ასეთი ხალხი შერცხვენილი უნდა იყოს,თუმცა ჩვენთან დაფასებულები არიან. თუ მოღალატეს დააფასებ და ხოტბას შეასხავ,მაშინ მოღალატეების სიმრავლე გექნება და გმირები გაქრებიან,რადგან საქმენი საგმირონი აღარავის დასჭირდება. ეს სიტუაცია არის ქართულ ფეხბურთში და არა მარტო.
იასონას უდარი
02 მარტი 2024 08:50
11
საღოლ ძმაო ამხელა თემა ეროვნულებზე რო დამეწერა დღეს ქართულის ფილოლოგი უნდა ვიყო
ეროვნულებზე ჩაჭრილი
02 მარტი 2024 17:59
8
იმედია არაბიძეს გამოიძახებენ ...
gia
01 მარტი 2024 17:58
5
გულებს წინასწარ ნუ დაიხეთქავთ. ჩრდილო მაკედონიასთან წაგებას მეგონა ვერ გადავიტანდი - იქ გაცილებით მეტი შანსი იყო გასვლის!
ირაკლი
01 მარტი 2024 14:06
1
სანდო წყაროსგან ვიცი რომ არაბიძე სანაკრებო სიაშია და მიხარია მართლა, იმედია მოუწევს თამაში და კვარას არყოფნაში ჩაკვე და არაბა გაარღვევენ ლუქსემბურგელთა დაცვას
Pirlo
02 მარტი 2024 15:56
3
აუცილებლად გავალთ! არცერთი ნახევარფინალის გუნდი არ გვჯობია ჩვენ! ყველას პატივისცემის მიუხედავად. ლუქსემბურგს ადვილად დავამარცხებთ. საბერძნეთი არაფერი ისეთი გუნდი არაა და ჩემი აზრით ყაზახები მოუგებენ მაგათ! ფინალი, საქართველო-ყაზახეთი იქნება,აი ნახავთ და რა თქმა უნდა მოვიგებთ ფინალსაც.ყაზახებს ცუდი გუნდი არ ყავთ,მაგრამ ჩვენი დღევანდელი ნაკრები მიმაჩნია რომ ბევრად ძლიერია. ბოლო ბოლო ევროპის ტოპ ფეხბურთელი გვყავს ხვიჩას სახით!
პ.ს. კვარა და მამარდამ აუცილებლად უნდა ითამაშონ ევროზე! )
gulshematkivari0703
01 მარტი 2024 23:46
9
ვააააშაააააააააააა!!!!!!!!!!!!!
მწარე
10 მარტი 2024 11:27
2
კანკავა უნდა გამოიძახონ ამ ორ თამაშზე და არაბიძე დააყენონ აუცილებლად ლუქსენბურგთან ! ბოლო ბოლო იქნება ჯარიმა დაინიშნოს საჯარიმოსთან ახლოს და არაბიძის ჯარიმა თითქმის პენალივითაა !
zura222
01 მარტი 2024 13:59
5
დააყენონ არაბიძე ძირითად შემადგენლობაში და გავალთ
ნიკა
01 მარტი 2024 10:17
7
მაგალითად დავითაშვილის, აბურჯანიას, კვეკვესკირის, წიტაიშვილის, გაგნიძის ...
ნიკა
01 მარტი 2024 17:55
1
ვის მაგივრად დააყენოს ეგეც დაწერეთ იქნებ ნახოს ვინმემ მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტი რომ არის ეგ სამწუხაროდ ბევრმა კიდევ ვერ გაიგო
თაზო
01 მარტი 2024 13:55
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული