ლიეტუვამ ბელორუსს ჩვენს ჯგუფში მატჩის გამართვაზე უარი უთხრა - რას გადაწყვეტს სფფ ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრისთვის

AutoSharing Option
ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციამ ბელარუსთან მატჩის ჩატარებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედგარას სტანკევიჩიუსმა განაცხადა.

"ჯგუფი ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია და ყველა მეტოქის დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ ბელარუსის ქალთა ნაკრებთან თამაშს ნამდვილად არ ვგეგმავთ.

იმედი მაქვს, UEFA მხოლოდ ტექნიკური წაგებით შემოიფარგლება და დისკვალიფიკაციას არ მოგვცემს", - განაცხადა სტანკევიჩიუსმა.

ბელარუსის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ C ჯგუფში საქართველოსთან და კვიპროსთან ერთად მოხვდა.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ბელარუსები რუსეთთან კავშირის გამო საერთაშორისო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე, მაყურებლის გარეშე
ატარებენ.

საინტერესოა, რომ 3 აპრილს საქართველო გასვლაზე სწორედ ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს. ჯერჯერობით უცნობია, იტყვის თუ არა სფფ-ც უარს ამ შეხვედრაზე.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ჭირს წაუღია ისეთი ევროპა, სადაც სოდომს და გომორს, ნორმად გაიხდიან! აბა რუსეთი ამ მხრივ არ ჯობნის, გაცისფრებულ ევროპას? რუსეთში ოფიციალურად არის აკრძალული ასეთების ბოგინი! ტრამპი აუცილებლად გაიმარჯვებს და კონსერვატიული ძალებიც მძლავრდებიან, ისე, რო ამათ ბოგინს დაესმევა მალე წერტილი! ვისაც მოგწონთ სოდომისტური გადახრები, თქვენს ოჯახებში შემოვიდნენ და ჩაეხუტეთ ერთმანეთს!
არა ლიბერასტებს!
19:49 07-03-2024
17
მე აღარ მეგონა თუ კიდევ იარსებებდნენ ისეთები რომელიც პოლიტიკას და სპორტს გამიჯნავდნენ ერთმანეთისგან, საკმარისზე მეტი მაგალითია სადაც კარგად სჩანს სპორტის და პოლიტიკის ჰიბრიდი.

ბელარუსების გარდა რუსეთს სიბოროტეში საქართველოს მთავრობა ეხმარება და სასაცილო იქნება რომ ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადოთ ბელარუსებს.

დააT
19:09 07-03-2024
18

სიახლეები პოპულარული