"ჯგუფი ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია და ყველა მეტოქის დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ ბელარუსის ქალთა ნაკრებთან თამაშს ნამდვილად არ ვგეგმავთ.
იმედი მაქვს, UEFA მხოლოდ ტექნიკური წაგებით შემოიფარგლება და დისკვალიფიკაციას არ მოგვცემს", - განაცხადა სტანკევიჩიუსმა.
ბელარუსის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ C ჯგუფში საქართველოსთან და კვიპროსთან ერთად მოხვდა.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ბელარუსები რუსეთთან კავშირის გამო საერთაშორისო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე, მაყურებლის გარეშე
საინტერესოა, რომ 3 აპრილს საქართველო გასვლაზე სწორედ ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს. ჯერჯერობით უცნობია, იტყვის თუ არა სფფ-ც უარს ამ შეხვედრაზე.
ბელარუსების გარდა რუსეთს სიბოროტეში საქართველოს მთავრობა ეხმარება და სასაცილო იქნება რომ ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადოთ ბელარუსებს.