ლიეტუვამ ბელორუსს ჩვენს ჯგუფში მატჩის გამართვაზე უარი უთხრა - რას გადაწყვეტს სფფ ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრისთვის

AutoSharing Option
ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციამ ბელარუსთან მატჩის ჩატარებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედგარას სტანკევიჩიუსმა განაცხადა.

"ჯგუფი ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია და ყველა მეტოქის დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ ბელარუსის ქალთა ნაკრებთან თამაშს ნამდვილად არ ვგეგმავთ.

იმედი მაქვს, UEFA მხოლოდ ტექნიკური წაგებით შემოიფარგლება და დისკვალიფიკაციას არ მოგვცემს", - განაცხადა სტანკევიჩიუსმა.

ბელარუსის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ C ჯგუფში საქართველოსთან და კვიპროსთან ერთად მოხვდა.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ბელარუსები რუსეთთან კავშირის გამო საერთაშორისო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე, მაყურებლის გარეშე
ატარებენ.

საინტერესოა, რომ 3 აპრილს საქართველო გასვლაზე სწორედ ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს. ჯერჯერობით უცნობია, იტყვის თუ არა სფფ-ც უარს ამ შეხვედრაზე.
მკითხველის კომენტარები / 23 /
მაგარი ერია, ჩვენ კი არა გვგავს. ყოჩაღ ბალტიისპირელებს, პატარა ერებია, მაგრამ მაგრად ასხამენ რუსებს ყველგან! ეგ ბელარუსებიც პუტინის მონები არიან, ეგენი ირჩევენ ლუკაშენკოს, ჰოდა იგემონ ყველასგან რასაც იმსახურებენ. მაგათ ნეიტრალურზეც უნდა აუკრძალონ გამოსვლა!
ყველაფერი მარტივადაა
16:08 07-03-2024
18
კრემლებოტებო და რუსი ქალების მოყვარულებო!
რუსეთს ნუ ამართლებთ. ამერიკამ რომ აღიაროს საკუთარი მონაწილეობა ყველა ომის მოწყობაში, ეს მაინც არ ამართლებს რუსებს. ტანკში ვინ ზის? რაკეტებს ვინ უშვებს უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ რაინებში? თვითმფრინავიდან ბომბას (ყუმბარას) ვინ აგდებს? 500000 უკრაინელი ვინ მოკლა? კალაშნიკოვის ავტომატი ვის უჭირავს ხელში?
ქ. გ.
15:06 07-03-2024
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული