"საქართველოს ნაკრები სანიოლივით თამაშობს, ჩემს მეუღლეს ვუთხარი..." - ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია თბილისურ მატჩამდე

AutoSharing Option
ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, შემადგენლობა დაასახელა და შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

"არ ვიცი, შეძლებს თუ არა მომჯობინებას საქართველოსთან შეხვედრისთვის მარვინ მარტინსი, მაგრამ მისი ტრავმის დინამიკა ძალიან დადებითია, რაც ძალიან გვახარებს. მიმდინარეობს დაკვირვება ასევე ოლივიე ტილის ტრავმაზეც.

ამ მატჩისადმი ფსიქოლოგიური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ გამოცდილებით, რაც ახლა ჩვენს ბიჭებს აქვთ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შიშის გარეშე და დიდი გამბედაობით იქნებიან.

დაჟინებით მოვითხოვ ამ ასპექტს, რადგან ჩვენ შეგვიძლია უგულებელვყოთ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. ჩვენ უნდა
მოვერიდოთ ემოციებით გატაცებას, მათ შორის, მეც, თუნდაც ეს გართულდეს, როდესაც აღმოვჩნდებით გადაწყვეტილების წინაშე, რომელიც არასწორად ან თუნდაც უსამართლოდ მიგვაჩნია.

ვივარჯიშებთ თუ არა პენალტების სერიისთვის? - ამის შესახებ მეკარეების მწვრთნელს ვესაუბრეთ, მაგრამ მაინც, ცოტას მოვემზადებით. ვარჯიშზე დარტყმა სულაც არ არის იგივე, რაც 50 000 მაყურებლის წინაშე.

გული უფრო ძლიერად გიცემს. ზოგს ძლიერი ხასიათი აქვს, სხვებზე ნაკლებად ემოციური. ზოგჯერ კარგია, რომ ამ წუთებში არ დაუსვათ კითხვები. საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყო. არა ამპარტავანი, მაგრამ თავდაჯერებული.

როგორ ჩაივლის ბოლო შაბათ-კვირა? - ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ არაფერი დაგეგმოს! მინდა, რაც შეიძლება მეტ თამაშს ვუყურო. ჩემს ფეხბურთელებს შორის დუელი იქნება. თვალებს ვხუჭავ... იმდენი ტრავმა გვქონდა ბოლო კვირებში, რომ არ ვიცი, რა ვთქვა... 

რას უნდა ველოდოთ საქართველოსგან? ეს არის გუნდი, რომელიც თამაშობს ისე, როგორც მისი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, თამაშობდა: ძალიან სერიოზული, ძალიან მონდომებული და არანაირ კეთილგანწყობას მათგან არ მოველით".

altროგორ მივიდა ლუქსემბურგის ნაკრები ამ დონემდე... სიტუაცია ქვეყანაში და გუნდში საქართველოსთან მატჩამდე და გეგმა თბილისური შეხვედრისთვის - ვრცელი ინტერვიუ ლუქსემბურგის ნაკრების სპორტულ დირექტორთან

altლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 21 /
გიორგი კაპანაძე-ს! მე უბრალიდ ფაქტი ავღნიშნე. აბა ლუქსემბურგს კი არ ვქომაგობ. სადაა აქ ნიჰილუზმი?. ისე პორტუგალიასთან 9-0 განადგურებულან ლუქსემბურგელები, 8-0 დამუწერია. რაც არ უნდა ვწეროთ ორივე გუნდს აქვს ფინალში გასვლის შანსი.
გივი
19 მარტი 2024 14:39
0
აბა ბიჭებო თქვენ იცით დაგვიბრუნეთ თქვენი რწმენა და იმედი რომ დიდი ფეხბურთისკენ წინ უნდა ვიაროთ ნუ წამართმევთ საბოლოოდ ქვეყნის ნაკრების მხურვალე გულშ მატკივრობის სურვილს
გოჩა
16 მარტი 2024 11:56
0
ჩემი სიცოცხლე თუ გინდად უნდა მოიგოდ.ღმერთმა დაგვიფაროს დაგვიფაროს და ვითომ ომშიც ხარდ და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული ქართული სულისკვეთება ბიჯო არ მინდა ჯერ სიკვდილი ვერ გადავიტან რაღაც იაღლიში რომ მოხდეს მართლა ვიძახი ვერ გადაიტანს გული და გხოვდ თავდადებიდ ითამაშედ რა ძმურად გთხოვდ.ღმერი გფარავდედ აბა თქვენ იციდ პატრიარქთან მიდიდ რა თუ არის შესაძლებელი ბიჭებო ღმერთმა ხელი მოგიმართოდ კაცებო აბა თქვენ გენაცვალედ გაგვახარედ და გაახარედ საქართველო ამინ ამინ ამინ
კაკო
15 მარტი 2024 11:50
1
პატრიარქი რას უშველის? ღმერთთან უნდა მივიდნენ და არა პატრიარქთან, ილია მეორე რომ კარგი პატრიარქი იყოს, საპატრიარქო და შემდეგ მთელი საქართველო ასეთ დღეში არ იქნებოდა,არაა ყველაფერზე თვალების დახუჭვა კარგი,ეს კარგს არაფერს მოგვიტანს
ზაზა
15 მარტი 2024 13:36
12
სფფ როგორ გირჩევნიათ: მოიგებთ თუ..... მეორე დღეს ბულდოზერით მოგაკითხოთ?
სვანსკი
15 მარტი 2024 11:10
5
ბიჭო რათ უნდ აამას დიდი მიდი-მოდი!
ზიგდიდელი კაცი ვარ და დამიჯერეთ მე შევძლებ ზუგდიდიდან გაუსვლელად შევკრიბო 11 ქართველი ბიჭი, რომელიც 11 ლუსენბურგელს მოუგებს ერთ თამაშს!
საერთოდ არ მაინტერესებს ვინ გმოიძახა სანიოლმა და ვინ არა!
ეს იმიტომ , რომ ვინც გამოიძახა ყველას უნდა ესმოდეს:
ლუქსენბურგს უნდა მოვუგოთ, გასაგებია? როგორ და რანაირად ეს თქვენ მოიფიქრეთ.უნდა მოვუგოთ და მორჩა!
კარგია რომ ამდენი მსჯელობა მიდის და ესეც უნდა იყოს, მგრამ მთავარი ერთია:
ცალი ფეხით, ცალი ხელით, მეკარით თუ მეკარის გარეშე, მსაჯიანად,თამაშის დაწყებამდე უნდა მოვუგოთ თამაში!
სხვა შედეგი არ განიხილება!
იმ 11 ვაჟკაცს, რომელიც 21-ში მოედანზე იქნება მჯერა რომ ეს შეგიძლიათ, წერტილი!
დანარჩენზე 22-ში ვიფიქროთ!
ღმერთი თქვენსკენ ქართველებო!
ირაკლი
14 მარტი 2024 23:42
4
შენ მეგრელები შეკრიბე ჯობია 11 კაცი ,უფრო ჯობია .მეგრელი ფეხბურთელი ძლიერია ქორთუზე.
კოლხი
15 მარტი 2024 10:38
14
კარგი პათოსი გაქვს და მისასალმებელია, მაგრამ ძალიან ხომ არ ამარტივებ საკითხს?! როგორ გგონია, მაგ ნაკრები შემთხვევით მოვიდა აქამდე? თუ შემთხვევით არის 86-ე ადგილზე ფიფას რეიტინგში? სხვათა შორის, ჩვენ 77-ე ვართ და აქედანაც ჩანს, რომ ბევრით ვერ ვჯობივართ. ამ ყველაფერს დაუმატე ჩვენი მთავარი ძალის (კვარას) არყოფნა და მიხვდები, რომ არც ისე იოლია მათი დამარცხება. ასე რომ, სჯობს მეტოქე დავაფასოთ და საქმეს სრული სერიოზულობით მივუდგეთ
fani
15 მარტი 2024 01:33
4
სპორტალ!!იქნებ მოიძიოთ ინფორმაცია გამოძახებულ ლუქსემბურგელ ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აქვთ თუ არა კლუბებში??
!!
14 მარტი 2024 23:34
0
ორი ფარჩაკი ნაკრები დაუპირისპირდება ერთმანეთს რეკორდულად წაგების ოსტატები 1-7 და 8-0. გამარჯვების შანსი ორივეს აქვს, მაგრამ ფინალი ორივესთვის წაგებულია
გივი
14 მარტი 2024 21:02
30
ქართველიც ყოფილხარ, კარგი გვარიშვილიც, კაპანაძის სისხლიც გაქვს, უბრალოდ ეს ნიჰილზმი ამ ისტორიული მატჩის წინ,ვფიქრობ არაა გამართლებული, წარსულში უამრავი იმედგაცრუება იყო, იქნებ ეხლა რაღაც გამოვიდეს. გაუმარჯოს საქართველოს.მე ბოდიში დაუმსახურებელი შეურაცჰყოფისთვის.
გიორგი კაპანაძე
18 მარტი 2024 11:03
0
გიორგი კაპანაძე.უი კაპანაძე ხარ??)) ბებია მყავდა კაპანაძის ქალი. თაყაიშვილი ვარ. და რა არ მოგეწონა?? რა იყო აქ გაუგებარი? არ წააგო საქართველომ 7-1 თუ ლუქსემბურგი არ განადგურდა პორტუგალიასთან 8-0? ეროვნება აქ რა შუაშია. კაპანაძე რომ არ იყო, რაღაცას კიდევ დაგიწერდი
გივი
15 მარტი 2024 21:54
3
ყველა გამოხმაურება
ლუქსემბურგის ნაკრების არც შეუფასებლობა შეიძლება და არც გადაფასება. აქამდე რომ მოვიდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას წარმოადგენენ, მაგრამ არა იმას, რომ საქართველოს ნაკრებს მათი უნდა ეშინოდეთ.
ჟორა
14 მარტი 2024 20:27
1
ეს კაციც ფეხბურთელების ემოციების გაფრთხილებაზე ლაპარაკობს.ჩვენ ფეხბურთელებს კი,სიძულვილის ისეთი ღვარცოფი დაატეხეს თავზე,ალბათ მოედნისკენ გახედვაც არ უნდათიმაშიც დარწმუნებული ვარ,ეს ბულინგი,სულ უფრო გაძლიერდება.ზოგიერთს თუ ძლიერი ფსიქიკა აქვს,ყველა ერთნაირი არ არის და ასეთი ატმოსფერო,იმ ყველაზე ძლიერებზეც კი იმოქმედებს.არც სანიოლზე და ფეხბურთის ფედერაციაზეა ნაკლები ტალახი.ამ ნაკრებმა,ამ ფეხბურთელებმა,მწვრთნელმა და ფედერაციამ,ნაკრები ც ლიგიდან ბე ლიგაში გადაიყვანა,რეიტინგში ასეულის მიღმიდან,80 საუკეთესოს შორის აიყვანა და მათ წინააღმხდეგ ბრძოლას,იმ პარტიების მედია საშუალებები ჩაუდგნენ სათავეში,ვინც სტადიონების გაყიდვა-ნგრევით და სპორტის აკადემიის განადგურებით ითბობდნენ ხელებს.აიყოლიეს ეს ხალხიც და ზოგიერთს გულწრფელად სჯერა,რომ ამ დასკვნებამდე საკუთარი ჭკუით მივიდნენ.გაიგეთ ხალხო,რომ ახლა ფსიქოლოგიური ზეწოლა,მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ნაკრების ფსიქოლოგიური მდგომარეობის განადგურებას ემსახურება.დავაცადოთ წყნარად მომზადება და მივცეთ საშუალება,მომავალ თამაშებში შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ.გულშემატკივრობა,მათ გვერდით დგომა და ყოველნაირი დახმარებაა.რაც ახლა ხდება,ეს კი,მაპატიეთ და მტრობაა.ვირთხობაა.თუ ღმერთმა ნუ ქნას და წავაგეთ,ეს ნაკრების კი არა,თქვენი,ჩვენი ბრალი იქნება.ალბათ აზრი არა აქვს ბევრ ახსნა განმარტებას.ვინც წაიკითხავს ჩემ პოსტს და დამეთანხმება,ის შეწყვეტს ავყიობას,ხოლო ვინც გააგრძელებს,მაგაზეც უკვე ვთქვი,რა და როგორაა.თქვენი გადასაწყვეტია,მეგობრებო!
სოსო
14 მარტი 2024 19:41
8
თქვენც და ისინიც, ვინც კომენტარებს აკეთებს,აპოკალიპსს ხატავთ.ამ დროს ერთი უბრალო უკვე ჩასვრილი გუნდია,რომლის მწვრთნელიც ცდილობს ყოჩაღად მოგვაჩვენოს თავი და ამით ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს.ამათაც და ვინც 26 ჩამოვა სასადილოს ბორშის ჩეკის ბედი ელით.
ნუკრი
14 მარტი 2024 19:01
6
გენაცვალე ჟიგარში
გიო
14 მარტი 2024 22:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული