"ჩვენ ვირწმუნეთ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. როცა გჯერა, დარწმუნებული ხარ საკუთარ შესაძლებლობებში, შეუძლებელი არაფერია. დიდებულია შეგრძნება, როცა იცი, რომ მსოფლიო გააკვირვე. ჩვენთვის საამაყოა ფრე იმ ნაკრებთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
ჩვენ დიდი თავგანწირვით ვითამაშეთ და ეს დაგვიფასდა. ალბათ, ამიერიდან, ლუქსემბურგს გამოკვეთილ აუტსაიდერად აღარავინ ჩათვლის. ის
"რა თქმა უნდა, შედეგით ყველანი უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ ასევე, მინდა ჩვენი მეტოქის გმირული გარჯა დავაფასო. მინიმუმ თორმეტი აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება... შვედეთთან სხვაობა ახლა მინიმალურია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. დარჩენილ შეხვედრებში ბოლომდე გვმართებს მობილიზება. ყველას გვჯერა, რომ ასეთ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ", - თქვა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"