წნეხის გარეშე და გულშემატკივართა მხარდაჭერით - საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 19 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, 20 მარტს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე, სასტუმრო სევსამორაში აკრედიტებული მედიისთვის მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგება.

გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "გუშინ დავიწყეთ შეკრება. მოხარული ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვარ ამ გადამწყვეტ ეტაპზე. ყველა მოტივირებულია, ვიცი, თუ რამხელა დონის თამაშია, თუმცა ვცდილობთ შევინარჩუნოთ
სიმშვიდე და მოვემზადოთ ისე, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით".

გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. წნეხი დიდი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ დაგვიდნენ გვერდში და ერთად გავიმარჯვოთ".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი)

nakrebi.ge

altმატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?

alt"კობიაშვილთან მქონდა საუბარი და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ" - 21 მარტს გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების მატჩის ხილვა დიდ ეკრანზე შეეძლება

alt"ზეწოლა საქართველოზე იქნება... ფინალზე არც კი ვფიქრობ, რადგან..." - ლუქსემბურგელთა მწვრთნელი თბილისური მატჩის წინ

alt"ფავორიტები არ ვართ, მაგრამ..." - ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მოახლოებულ მატჩზე

altრა თანხას მიიღებს სფფ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში და კიდევ რამდენის გამომუშავებაა შესაძლებელი ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი

მკითხველის კომენტარები / 12 /
დაიწყება ეხლა ფედერაციის და მწრთვნელის გაჯოჯოხეთება,ბიჯოო...ფეხბურთის თამაშს ფედერაცია და სანიოლი გასწავლის? ბერდებიან ისე მიდიან ფეხბურთელები ბურთის მოპყრობა არ იციან.ან რა პასებს აკეთებენ ან სად ურტყავენ,ბურთის მიღება დამუშავებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.ესაა არა პროფესიონალიზმი, საკუთარი თავის,გულშემატკივრის და ქვეყნის აგდება.
პეტრა
20 მარტი 2024 12:31
4
ტრენერია მთავარი, ტრენერი! იცით რა არის ტრენერი?
რომ ეტყვის წიიინ! და ბიჭები ბარებში გარბიან. ეეე, აგია ტრენერი,
.მიდი სიმონ მიდიიი! მაგი არ უნდა ჩვენ ბიჭებს, თავადაც კარგად იციან რომ თავი არ უნდა დაიტვირთონ, არ გაოფლიანდნენ, არ გაცივდნენ, თვარა მერე ასჯერ მეტი უჯდებათ მკურნალობა.
ხვდებით ხო? ჯანდაცვის საქმე ვერა გვქონია კარგად და კიდო მოგებას ნატროობთ?
სანიოლიიი! სირბილი მოგიწევს, სირბილიი! აბა მაგენი გიჟები გგონია რომ ირბინონ? ხოდა ახლავე იცოდე, რომ შენ უნდა შეტყდე საცხა...
უიი ამ ყაზილარების დამარცხებული ლუქსემბურგი არ გენახოთ და ფარერები კიდო.სოსო ჩამევიდა პავლიაშვილიი? არააა? მაგიც შეტყდა სიმოოონ?
კ ო მ ბ ლ ე
20 მარტი 2024 12:31
3
ფედერაციაში ბევრი ჩვენიანია და საქმესაც მხოლოდ ისინი აკეთებენ! გიორგაძე ოთო, კაციტაძე გია, ბურდული თათა, იკო ნაკაიძე და სხვები! რაც არ კეთდება ის კობიაშვილის ბრალია, რომ მოყარა წერა კითხვის უდონინარი უვიცებისა და გუნდელ ძმაბიჭების მთელი შაიკა! ამიტომ თუ ვერ გავიდა გუნდი დააბრალეთ ზამთარაძეებს მამაშვილით რო არიან დასაქმებული სფფში, მაზიაშვილებს, დემეტრაძეებს და სხვა მათსაცვით კუნთმაგარ გონება სუსტებს! ამ ეტაპზე სულ ეს იყო!
ნაცი! შემოხაზეთ 5
20 მარტი 2024 11:40
4
შეშინებული კი არა ფარისეველი და მოღალატე ფედრაციაა. იაფფასიანი ტრიუკებით აპირებენ ღმერთმა ნუ ქნას მომავალი მარცხის გადაფარვას
ყველაფერი გააკეთეს,რომ ნაკრების შემტევი პოტენციალი შეესუსტებინათ, ერთი ეგ არის მაკედონიასთან თამაშის მსგავსად ხალხის არ შეშვება სტადიონზე არ გამოუვიდათ (კოვიდი არ არის და რას მოიმიზეზებდნენ) ხოდა ახლა თოფურიას ქამრით გაგვახამებენ, რესპუბლიკის მოედანზე ტელეეკრანს დადგამენ, ჯაბა ტორმუზს ათამაშებენ და ამითი ეცდებიან ჩვენი გულის მოგებას
ამ იაფფასიანი პაკაზუხობის პიკი იყო კვირას შუადღეს ბათუმის ქუჩის გადაკეტვა პატრულის მიერ და ამ ქუჩაზე "ქომაგების" რეპეტიციის მოწყობა დაფდაფებით, დროშებით და შეძახილებით-ვითომ სტადიონზე რომ ჩაეტარებინათ ეს რეპეტიცია არ იქნებოდა? ბათუმის ქუჩიდან სტადიონამდე ხომ სულ 200 მეტრია, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკლები ხალხი დაინახავდა ან საერთოდ ვერ დაინახავდა ამ რეპეტიციას
მოკლედ მერე იტყვიან ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებადო, მაგრამ ...
არავის გაახსენდება ხვიჩას ყვითლები, აზაროვის და არაბიძის არ გამოძახება და ფედერასტებიც ხელებს გაასავსავებენ და ისევ დარჩებიან თავიანთ ადგილებზე ქართული ფეხბურთის მესაფლავეებად
მეტის ღირსი ვართ რადგან ძალიან ბევრი შერჩათ და გონებასუსტი ადამიანებივით გვექცევიან
თუ ლუქსემბურს ვერ გავცდით აუცილებლად უნდა გადადგეს კობიაშვილი და მისი უნიათო საძმო. ბილეთების გაყიდვაში ბალაგანი ვერ მოუგვარებიათ და რამე უფრო სერიოზულს მოაგვარებენ? ეს როდრიგესი მაინც ჩაეჩეხათ სადმე სლოვაკეთში-მაგის დამწევია ღიპიანი კვირკველია ან კაშია/ხინჩაგაშვილი?
ეგ კი არადა დავითაშვილი არ არის სიაში, თუმცა ვარჯიშის კადრებში ჩანს და მაგაზეც რამე სიურპრიზი ხომ არ გველოდება?
inviz9
20 მარტი 2024 10:16
8
გონებასუსტივით რომ წერ,ვერ ხვდები?ამ ფინალებამდე ფეხბურთის მესაფლავეებმა მიგვიყვანეს და მანამდე ყოველ გათამაშებაში საგზურები გვედო ჯიბეში?100-ეულის ნმიღმა იყო ნაკრები და დღეს,77 ადგილზეა.გამოდის,რო ესენი მესაფლავეები კი არა,ისინი არიან,ვინც საფლავიდან იღებს,ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს.ახლაც დანგრევაზე და გარეკვაზე ლაპარაკობ და ზუსტად ეგ ფრაზეოლოგია გყიდის,ვის სურვილებს ახმოვანებ.თუ ამას ვერ აცნობიერებ,მართლაც გონებასუსტი ყოფილხარ,ხოლო თუ განზრახ აკეთებ,მაშინ კიდევ უარესი.ახლა შენ გადაწყვიტე,რომელი ხარ,გონებასუსტი თუ ნაც ზონდერი.
.
20 მარტი 2024 21:27
0
ფედერაცის თამაშის წაგება რატომ
უნდა უნდოდეს? ლუქსებურგის აგენტები არიან? თუ ტპტალიზატორში თამაშობენ და არაბიძის არ გამოძახებით ვაგებთ თამაშს?:)))))))
ლადო
20 მარტი 2024 11:57
1
შეშინებული და უმოქმედო ფეხბურთის ფედერაცია! ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ რომ წააგოს საქართველომ შევიკრიბოთ ბევრი და დაუნდობელი მიდგომა ფედერაციის მესვეურებს თამაშის დასრულებისთანავე.უკვე გაჟღერდა ეს მოწოდება გულშემატკივრებისგან მე ვუერთდები თქვენ?
!!
20 მარტი 2024 00:05
14
შენ ფედერაციის ტროლი ხარ და ცხადია არ იქნები..მაგრამ გიღირს იმ შაურზე ეს რასაც კობიაშვილი და ძმანი მისი გიხდიან ამ ყველაფერზე
ბებე ლიომ-ს
20 მარტი 2024 11:21
4
მე არ ვუერთდები!!! რადგან ფეხბურთი სპორტია, რომელიც შეიძლება მოიგო ან წააგო!!! თამაშზე, ერთიანობაზე და შედეგზე იფიქრეთდა არა მიტინგებზე!!!! მაგი ისედაც არ აკლდა, არ აკლია და სამწუხაროდ არც მომავალში არ მოაკლდება ჩვენს ქვეყანას!!!!!!
ბებეს ლიომი
20 მარტი 2024 08:39
5
აზაროვი ჩამოვაყვანინოთ არ შეილება?
ღადაობთ?
19 მარტი 2024 22:27
5
კვერკველია აღარ ჩანს ძველებურად ღიპიანი, იმედია უფრო მსუბუქი და სწრაფი იქნება.
ttt
19 მარტი 2024 22:26
1
ხალხი თქვენს გვერძეა გადით თავ აწეულები და დაანგრიეთ ... ყველა მონაკვეთითსვის იბრძოლეთ ბოლომდეე ლუქსემბურგი და საბერძნეთი კი არა 2 თამაში იტალიას და საფრანგეთს უნდა ვეთაშოთ ტოლსწორად , არაფრის არ შეგეშინდეთ აქეთ უნდა აშინებდეთ დუხით, ყველა თქვენგანშია ცოტა - ცოტა ილია თოფურია ... ყველა საბრძოლო სპორტში მოწინავეები ვართ რა გახდა ეს ფეხბურთი ? თქვენ თავში გადაწყვიტეთ მოგება და ვერავინ ვერ დაგამარცხებთ ... სათამაშოთ რო გახვალთ მოგება უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი სხვა შედეგით არ გამოვალ სტადიონიდანო უთხარით ყველა ფეხბურთელმა თქვენ თავს ...
bejo
19 მარტი 2024 21:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული