სანიოლი: შემადგენლობა?კვარაცხელია არ იქნება - დამატებითი საუბარი არ მჭირდება!..

AutoSharing Option
21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"სულისკვეთება მნიშვნელოვანია, მის გარეშე დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ფეხბურთელებს კონცენტრაციაზე მუდმივად ვესაუბრები. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება ასევე გონებით თამაში. მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

თამაშამდე საკმაოდ მოკლე პერიოდია და ჩვენ ახალისა და განსაკუთრებულის მოფიქრება არ დაგვიწყია, თუმცა გვესმის, რა მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ტაქტიკური "ნოუ ჰაუს" დრო ნამდვილად არაა.

ლუქსემბურგელთა ყველა მატჩი განვიხილეთ. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე შესაბამისად
დავაფასოთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, თუკი ასე არ მოვიქცევით, სასურველი შედეგი არ გვექნება. ვიცით, როგორ გავაკონტროლოთ ბურთი.

ფეხბურთელებთან დამატებითი საუბარი არ გვჭირდება, მათ იციან, თუ რაა საჭირო წარმატების მისაღწევად.

კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ვიმედოვნებ, დაზიანებები არ იქნება. ვხედავთ მიქაუტაძისა და ზივზივაძის ფორმას, ქოჩორაშვილი დაბრუნდა...

ჩვენ ასეთი თამაშებისთვის სულ მზად ვართ და ეს გამოწვევები და მოლოდინი სასიამოვნოა. ფოკუსირებული ერთ და მთავარ მიზანზე უნდა ვიყოთ!"

altფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა... - უცხოური მედიის პრევიუ

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი

altროგორ ფორმაში არიან ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელები - სად ვუფრთხით მეტოქეს და სად გვიჭირს ჩვენ...

მკითხველის კომენტარები / 39 /
„უმადურებო:D“-ს


კარგად გიპასუხა რონიმ.. ნეტავ რისი მადლიერნი უნდა ვიყოთ. რა გაკეთა ისეთი.

რითი სჯობია ტოპმიულერს. მაგისი ხელფასი ქართველ მწვრთნელს რომ მისცა................
ფიგუ
11:21 21-03-2024
1
ამან თუ კაშია, კვირკველია, კვეკვესკირი, ქვილითაია, დვალი დააყენა ძირითადში რისი შანსი დიდია ჩათვალეთ წაგებულია თამაში.
ნიკა
10:03 21-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული