სანიოლი: შემადგენლობა?კვარაცხელია არ იქნება - დამატებითი საუბარი არ მჭირდება!..

AutoSharing Option
21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"სულისკვეთება მნიშვნელოვანია, მის გარეშე დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ფეხბურთელებს კონცენტრაციაზე მუდმივად ვესაუბრები. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება ასევე გონებით თამაში. მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

თამაშამდე საკმაოდ მოკლე პერიოდია და ჩვენ ახალისა და განსაკუთრებულის მოფიქრება არ დაგვიწყია, თუმცა გვესმის, რა მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ტაქტიკური "ნოუ ჰაუს" დრო ნამდვილად არაა.

ლუქსემბურგელთა ყველა მატჩი განვიხილეთ. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე შესაბამისად
დავაფასოთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, თუკი ასე არ მოვიქცევით, სასურველი შედეგი არ გვექნება. ვიცით, როგორ გავაკონტროლოთ ბურთი.

ფეხბურთელებთან დამატებითი საუბარი არ გვჭირდება, მათ იციან, თუ რაა საჭირო წარმატების მისაღწევად.

კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ვიმედოვნებ, დაზიანებები არ იქნება. ვხედავთ მიქაუტაძისა და ზივზივაძის ფორმას, ქოჩორაშვილი დაბრუნდა...

ჩვენ ასეთი თამაშებისთვის სულ მზად ვართ და ეს გამოწვევები და მოლოდინი სასიამოვნოა. ფოკუსირებული ერთ და მთავარ მიზანზე უნდა ვიყოთ!"

altფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა... - უცხოური მედიის პრევიუ

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი

altროგორ ფორმაში არიან ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელები - სად ვუფრთხით მეტოქეს და სად გვიჭირს ჩვენ...

მკითხველის კომენტარები / 39 /
ვილი არის ევროპელი მწვრთნელი და მისი უმეტესობას ნაკლებად ესმით. ის არც ბოსკამპივით მყვირალაა და ქართველი მწვრთნელიივით გინებით აგვარებს ურთიერთობას მოთამაშეებთან. ყოველი ჩავარდნილი თამაშის შემდეგ ატოვებივებს თამაშს. ასეა ყველა პროფესიულ გუნდში და ასე იქცევა სანიოლიც. ამიტომ არაა აზაროვი გუნდში, მეც არ მომწონს ეს მაგრამ ჩაგდებულ თამაშზე, თუ შეუსრულებელ დავალებებზე ხომ უნდა აგოს პასუხი, რომ იგივე აღარ განმეორდე. წარმატებები ბიჭებს მომავალ ორ მატჩში.
გიზოგ
21 მარტი 2024 00:12
1
ამ ვილის რას ელაპარაკებიან? ყველაფერს მაინც ხიზანიშვილ-კობიაშვილი წყვეტს. მწვრთნელად არც ერთი უქნია ღმერთს
გიორგი
21 მარტი 2024 00:10
5
არაფერი მაქვს არაბიძის ააწინააღმდეგო მაგრამ თქვა ამ კაცმა რაც აკლია და ვეთანხმები სრულიად უფრო მეტი ინტენსივრობა იდგე და ბურთს როდის მოგცემენ ეგ ფეხბურთი კაშიამ იცის:(ბევრრს დარბიან თურმე) ნეტა ყველა ქართველი ფეხბურთელი იმსახურებდეს ნაკრებში თამაშს..
კახა
20 მარტი 2024 23:41
4
საქართველო ხვიჩას გარეშეც თანაბრად ეთამაშება საშუალო ევროპულ გუნდებს,საბერძნეთს,ავსტრიას და ა.შ.
ამათ კიდე ყველაზე მაგარი ორი კაცი ჰყავთ სლოვანში და მაინცში.
ასე რომ-"ეს ის ლუქსემბურგი აღარ არის" გადაჭარბებულია.
საქართველო მოუგებს 3-4 ბურთით
Levani
20 მარტი 2024 22:53
4
არაბიძე უნდა თამაშობდეს ნაკრებში! ასეთი ფეხბურთელის იგნორირება არაპროფესიონალიზმია, გვებავთ ვილიდან და გნებავთ...
ალექსანდრე
20 მარტი 2024 22:28
5
ხვალ ყველანი ერთად როგორც გვეკადრება ისე ძმდებო, არარის საჭირო კრიტიკა და ზეწოლა, ბიჭები მაქსიმუმს დადებენ და ფინალში კვარა იფრენს! ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს!
ჯიჯი
20 მარტი 2024 20:41
1
და აქამდე რომელი ტაქტიკური "ნოუ ჰაუ" შემოგვთავაზე ვილი? დროის მეტი რა გქონდათ?
მეზღაპრე ხარ ვილი
20 მარტი 2024 20:39
6
Qvilitaias raunda nakrebshi
Temo
20 მარტი 2024 20:28
4
Luqsenburgi unda amovtenot da saberznetic unda mivayolot. Eg tu ar shegvidzlia germaniashi turistad gvinda chavidet?kai fsiqologi aris sachiro matchebis win tore vili gamoucdelia aseti gadamwyveti matchebistvis.fsiqologiurad ar unda wavagot tore fexburtshi ver mogvigeben.
Gia
20 მარტი 2024 20:06
1
Რატომღაც არ მგონია ქოჩორაშვილი კვეკვესკირზე უკეთესი ნახევარმცველი,იმის მიუხედავად, რომ ლევანტეში თამაშობს.ბუბა დაუშვილის გაუმჯობესებული ვერსიაა.
მეზღვაური
20 მარტი 2024 19:54
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული