სანიოლი: შემადგენლობა?კვარაცხელია არ იქნება - დამატებითი საუბარი არ მჭირდება!..

AutoSharing Option
21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"სულისკვეთება მნიშვნელოვანია, მის გარეშე დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ფეხბურთელებს კონცენტრაციაზე მუდმივად ვესაუბრები. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება ასევე გონებით თამაში. მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

თამაშამდე საკმაოდ მოკლე პერიოდია და ჩვენ ახალისა და განსაკუთრებულის მოფიქრება არ დაგვიწყია, თუმცა გვესმის, რა მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ტაქტიკური "ნოუ ჰაუს" დრო ნამდვილად არაა.

ლუქსემბურგელთა ყველა მატჩი განვიხილეთ. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე შესაბამისად
დავაფასოთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, თუკი ასე არ მოვიქცევით, სასურველი შედეგი არ გვექნება. ვიცით, როგორ გავაკონტროლოთ ბურთი.

ფეხბურთელებთან დამატებითი საუბარი არ გვჭირდება, მათ იციან, თუ რაა საჭირო წარმატების მისაღწევად.

კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ვიმედოვნებ, დაზიანებები არ იქნება. ვხედავთ მიქაუტაძისა და ზივზივაძის ფორმას, ქოჩორაშვილი დაბრუნდა...

ჩვენ ასეთი თამაშებისთვის სულ მზად ვართ და ეს გამოწვევები და მოლოდინი სასიამოვნოა. ფოკუსირებული ერთ და მთავარ მიზანზე უნდა ვიყოთ!"

altფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა... - უცხოური მედიის პრევიუ

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი

altროგორ ფორმაში არიან ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელები - სად ვუფრთხით მეტოქეს და სად გვიჭირს ჩვენ...

მკითხველის კომენტარები / 39 /
ოხ, როგორ მინდა ხვალ ჩვენმა ბიჭებმა, საფეხბურთო ზეიმი ნოგვიწყონ, რა? თანაც ამინდიც ჩვენს მხარეს იქნება? ესეც კაი ნიშანია!
ლაშა
20 მარტი 2024 19:42
1
მოგების შემთხვევაში ფინალი რომელ რიცხვშია. დამიწერეთ ვინმემ
Emi
20 მარტი 2024 19:27
5
5 დღეში
გიო
20 მარტი 2024 20:04
1
ხვალ თუ კაშია ითამაშებს ძალიან ბევრ შეცდომებს დაუშვებს თუ არა დაიმახსოვრეთ ვინც წაიკითხავთ
Karche ra
20 მარტი 2024 19:26
11
სანიოლ შენ რო მწვრთნელობა იცოდე კაშიას ზამენაზეც არ დავსვავდი არათუ კაპიტნად დავნიშნავდი დირკაა იმენაა...
Nikoloz
20 მარტი 2024 19:25
9
ჩვენთან ისწავლეთ მწვრთნელობა განცხადება წასვლაზე არ უნდა გაგეკეთებინათ ასეთი მნიშვლენოვანი თამაშების წინ წასვლა თუ გსურდათ ესპანეთთან სამარცხვინო მატჩის შემდექ უნდა წასულიყავით და უკან უნდა მოგყოლოდა ბევრი როგორც ჩინოვნიკი ისე ფეხბურთელიც.
გიორგი
20 მარტი 2024 19:04
5
იმეგგაცრუების ზღურბლზე
კიდევ ერთი
20 მარტი 2024 18:51
8
რა წაიღეთ ტვინი და შეჭამეთ ეს ჩვენი სტუმარი კაცი - არაბა-არაბ-არაბა.....
აი ჯერ ქვილითაიას დონეზე ავიდეს არაბოძე და შემდეგ მოხვდება ნაკრებოს კანდიდატებში.

და ყველაფერი იქნება ისე როგორც ჩვენ ევროკავშირში, მაგრამ მას მერე რაც მოვუმატებთ, როგორც არაბიძე.....
არაბა
20 მარტი 2024 17:26
19
ამ კაცის დიდი იმედი ნამდვილად არ მაქვს,მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობით მაგათ რომ ვჯობივართ,ამის იმედი მაქვს.
მირო
20 მარტი 2024 17:06
7
ორ რამეში დარწმუნებული ვარ ქოჩორაშვილი ჩვენი სუპერ სტარი და კვერკველია სუპერ მცველი ძირითადში იქნებიან სხვა ნაკლებად მაღელვებს სიმართე გითხრათ. ეს უკვე იმის ნიშანია რომ ხვალ გვარიანად დამეხმარებიან ჩვენი ჯიგრები ქისის ავსებაში თუ მთლად უძლიერესი შემადგენლობა დააყენა ბატონმა ვილიმ და თვით ქვილათაიაც ძირითადში ჩასვა მაშინ მთლად ავშენდები თითო ტოტოში 4 დიდი ტოტოდან საქართველოში 20 კს ანუ ათას ჩავდივარ მაჩანჩალა ლუქსემბურგზე ოხ ვილი და ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ თქვენი იმედი მაქვს ხვალ!
ჰაიკა
20 მარტი 2024 16:57
16
შენ ისეთივე მწვრთნელი ხარ როგორიც მე კვანტური მექანიკის თეორეტიკოსი
ნაპოლეონი
20 მარტი 2024 16:43
44
გაიხსენეთ როგორ მოვხვდით ერთა ლიგის ნახევარფინალში!
ნუგზარი
20 მარტი 2024 17:41
9
ახლა არ არის მაგის დრო. ხვალაა თამაში და გამხნევება უკეთესი იქნება მწვრთნელიდან დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული.
რაბუ
20 მარტი 2024 17:13
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული