ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ისტორიული შანსი გვაქვს - სავსე სტადიონი წნეხი კი არა, მოტივაცია იქნება

AutoSharing Option
21 მარტს, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები თბილისში ლუქსემბურგს შეხვდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა და ფეხბურთელმა ივანდრო სანჩესმა ისაუბრეს:

ლუკ ჰოლცი: "შემადგენლობაზე წინასწარ არ ვისაუბრებ. დავაკვირდები, ფეხბურთელები როგორ ფიზიკურ ფორმაში არიან. მოტივაცია ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ ხუთშაბათის მატჩში წარმატებისთვის სხვა ფაქტორებიც იქნება გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი. გუნდში კარგი განწყობაა, ყველა მშიდად და თავდაჯერებულად ელის შეხვედრას.

"დინამო არენაზე" სავსე მაყურებელი ჩვენთვის არა წნეხი, არამედ დიდი მოტივაცია იქნება! ვიცი ძირითადი ბირთვი, ვინც სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დარჩენილ დროს გამოვიყენებ.
ნახევარფინალში არაფრის გამოგონების სურვილი არ მაქვს და ჩემი მხრიდან არც ბიჭების დამატებით მოტივაცია იქნება საჭირო.

15 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვერც კი წარმოგვედგინა. როცა ლუქსემბურგის ნაკრები ჩავიბარე, ეს მიზანი არარეალური ჩანდა და უნდა გავაცნიბიეროთ, აქამდე რამხელა გზა გავიარეთ და ასეთი ისტორიული შანსი გვაქვს!".

ივანდრო სანჩესი: "ყველა ვაცნობიერებთ თამაშის ისტორიულ მნიშვნელობას. ამის მიუხედავად, შევეცდებით, გარე ფაქტორებმა ჩვენზე ზეგავლენა არ მოახდინოს. დიდ მატჩებში მონაწილეობას შეჩვეული ვარ და დარწმუნებით ვიტყვი, ნერვიულობა არც გუნდში იქნება".

alt"ხვიჩას არყოფნა ლუქსემბურგისთვის დიდი პლუსია" - აცხადებს მეტოქე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

altკიტეიშვილი: ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას - ოცნებები უნდა ავიხდინოთ

altსანიოლი: შემადგენლობა?კვარაცხელია არ იქნება - დამატებითი საუბარი არ მჭირდება!..

altფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა... - უცხოური მედიის პრევიუ

მკითხველის კომენტარები / 17 /
ამათ გავანადგურებთ დღეს
გიორგი
21 მარტი 2024 17:26
0
შემადგენლობიდან მხოლოდ მამარდაშვილის იმედი თუ გვექნება, ამათ გოლი როგორ უნდა გაიტანონ ფანტაზიაშიც კი მიჭირს წარმოდგენა, ასე რომ მე პენალტებს ვუბალეშიკებ. იმედია ავტობუსს ჩააყენებენ და ეცდებიან არ გაუშვან თორე ერთი გოლის მიღებაც საკმარისი იქნება ევროპაზე დამშვიდობებისგან
არმაზ გამრეკელი
21 მარტი 2024 15:24
0
გინდათ ცვეტნოი გითხრათ?! მაგარი დაძაბული და კანკალა თამაში გამოვა, ორი დაბალი კლასის გუნდის შესრულებით! აბა ვისი იმედი გაქვთ კანკავასი, კაშიასი თუ მექვაბიშვილის?! პ.ს. გაიმარჯვებს ის ვისაც გაუმართლებს!
შოთა
21 მარტი 2024 11:14
3
ეს ბილეთების გადამყიდველები უნდა დაიჭირო და სტადიონის მიმდებარე ტერიტორია სულ ერთი ადგილით დაახვეტინო!
გურამი
20 მარტი 2024 22:14
0
რავა მარტო ჭიაბრიშვილისთვის არის წნეხი ბევრი ხალხი დინამოზე? რას იზავს ხვალს კიდე დაგვმოძღვრავს საზმაუდან ფამილარული ტონით? :)
იბერია
20 მარტი 2024 21:57
2
Shansi ara shlangi
Lasha
20 მარტი 2024 21:50
1
მთელ მატჩში ყვირილი და ღრიალი ჩვენებსაც ხელს შეუშლის თამაშში. ყვირილის ატეხვა სჯობია როდესაც ისინი მიიღებენ ბურთს)
დავით 67
20 მარტი 2024 21:45
1
ლუქსემბურგის საკუთარ გადაჭედილ სტადიონზე გვეშინია) ესაა სიმართლე და რაც მოდის თამაში საქართველოზეა უფრო წნეხი როგორც ბრაზილიაზე იყო მუნდიალზე. იმედია ბრაზილიის ბედს არ გავიზიარებთ და ჩვენი ფეხბურთელები აკანკალებული ფეხებით არ ითამაშებენ თორე ამ თამაშის წაგება ადვილია.. მერე დროს ვერ მოაბრუნებ
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
20 მარტი 2024 21:36
1
საქ 6-0 ლუქ
100%
20 მარტი 2024 21:15
4
1-0 იყოს და ნაღდი.
დავით 67
20 მარტი 2024 23:35
2
ამან ევროპაზე რო გაიყვანოს ლუქსი ძეგლს დაუდგამენ შიგ ლუქსემბურგის ცენტრში ოღონდ სიზმარში
uyt
20 მარტი 2024 20:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული