პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 1:0 ამარცხებს.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს ხელიდან გამოსტაცა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გააფრთხილა. 38-ე წუთზე პირისპირ გასულ კაკაბაძეს მეკარე მორისმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ზივზივაძემ ჩვენი
გუნდი დააწინაურა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ლუქსემბურგი
გოლი: ზივზივაძე (40)

მკითხველის კომენტარები / 16 /
მგონი ყველა ვალი ერთიანად დაგვიბრუნა მსაჯმა ეგეთი რამ ნაღდად არ მახსოვს)))) გავყიდეთ თამაში მეგონა და მგონი პირიქით გვიყიდიაა)))))))))
ვაუუუ
21 მარტი 2024 22:24
2
გააგებინეთ ვინმემ ჩაკვეტაძეს 2 გაფრთხილება რომ აქვს. უაზრიდ მოედნის ცენტრში კინაღამ გააყვითლეს.
ყოჩაღ ბიჭებო! მაგრები ხართ! წარმატება! გაიხარეთ და გაგვახარეთ!
alexandre
21 მარტი 2024 21:55
0
დაცვა რომ დირკაა. კიდევ ერთხე; გამოჩნდა. ამ დროს ეს დაბდურა მწვრთნელი იტალიი ჩემპიონატის დაცვის ფეხბურთელებს არ ათამაშებს.
ირაკლი
21 მარტი 2024 22:25
2
ბუდუ რა მაგარია, მიქაუტაძესაც ეტყობა თავდამსხმელის კლასი!!!
suxumchanin
21 მარტი 2024 21:59
0
სულ მეიმედება ბუდუ!!
ბექა
21 მარტი 2024 22:00
1
ვინ თუ არა ბუდუ! შეტევის ტემპი უნდა მოუმატონ მეორე ტაიმში და ერთიც გაიტანონ. ამ გოლის იმედად არ უნდა ვიყოთ. ავტობუსი აქვთ ჩაყენებული და საჯარიმოს გარედან დარტყმებიც გამართლებული იქნება, მითუმეტეს სველია ბურთი.
ალექს
21 მარტი 2024 22:00
0
კარგია რომ მსაჯმა დაგვინდო. კაკაბაძე 100%-იანი გასაგდები იყო. ბუდუ ძაან მაგარია. თუ მეორეც გაიტანეს უნდა შეცვალოს სანიოლმა, რადგან ჩემი აზრით დაუმსახურებლად მიიღო ყვითელი.
დავით 67
21 მარტი 2024 22:05
0
ყოჩაღ ბუდუია, მაგარი ალღო აქვს გოლის გატანის
ალეკსანდრე
21 მარტი 2024 22:06
1
ცოტა კაკაბაძე მაშინებს ფლანგზე, ზედმეტედ ხომ არ რისკავს. იქნებ სანიოლმა ცოტა დროის შემდეგ გოჩოთი შეცვალოს, დანარჩენს არა უშავს, რაც მთავარია ბრძოლობენ.ასე უნდა გავაგრძელოთ, შანსები დროსთან ერთად გვექნება და იმედია გამოვიყენებთ. ერთი გოლიც გადაწყვეტს ამ თამაშს
ამატაკი
21 მარტი 2024 22:02
1
მადლობა ღმერთს არველაძეები რამე ფორმით არ არიან დღეს ნაკრებში ან ფედერაციაში..ვაი მწვრთნელმა არველაძემ რაც კნინობით ფორმაში მოიხსენია ნაკრები იმის შემდეგ საეტთოდ მორალური უფლება არც აქვს სტადიონზე ყოფნის..
ასეა
21 მარტი 2024 22:33
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული