"ალბათ, მის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ" - რა განაცხადა ზივზივაძემ ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა.

"როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვთქვი, ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში "კვარა" რომ დაგვემატება, "კვარამ" მიხედოს-მეთქი. ეგრეც მოხდა... უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ალბათ, მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი
ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, მამაჩემისთვის რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი. დღეს ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ", - განაცხადა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 მარტს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

altბუდუ ზივზივაძემ მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა [VIDEO]

altსანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

altემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგარი ხარ ბუდუ.!
ერთი! არა ორი გოლი ბერძნებთან!
ენას თუ არ ამოაგდებ გოლის გატანის დროს უფრო მაგარი იქნები!
გიგა
22 მარტი 2024 19:30
1
ვულოცავ საქართველოს ამ მოგებას..და არა ამ 2 გოლის გამო..პირდაპირ და ხმამაღკა ვამბობ..ზივზივაძე მინიმუმ 2-3 წელია იმსახურებს ბუნდესლიგაში თამაშს..ვინაა მაგისი აგენტი..ან როგორც ყვეკა ქართველს უიღბლობა თუ ბედი არ გვაქ ბევრ რამეში..უბრალო გულშემატკივარი ვარ..მაგრამ ზუსტად ვიცი..ნახევარი ბუნდეალიგის თავდამსხმელები ახლოს ვერ მივა ბუდუს კლასთან..საოცარ ფორმაშია სა ინწდია მომდევნო სეზონში უკეთეაი გუნდი აიყვანს..მადლობა ბიჭებს .დიდება საქართველოს..✊
კიეზა
22 მარტი 2024 17:37
0
საბერძნეთთან ორივემ ერთად უნდა გააკეთოთ საქმე. დუბლი თუ არა ერთ გოლს აუცილებლად გაიტან 26-ში. წარმატება ბუდუს
დავით 67
22 მარტი 2024 17:09
0
და ამ კაცს შეგნებულად არ იძახებდა ვაისი და კაჭარავებს და ვიღაცეებს ათამაშებდა.. ვინ იცის ამას რომ ეთამაშა ფინალში რა მოხდებოდა
რიკი
22 მარტი 2024 16:32
0
შენ, უმაგრესი ქართველი ხარ, ბუდუ გენაცვალე!
საქმე ბოლომდე, ბოლომდეეე, იქნებ მართლა მოვესწრო, რასაც 30 წელია ვნატრობ დავოცნებობ.
დიდება საქართველოს!
ლევანი
22 მარტი 2024 15:17
0
ყველას გილოცავთ და 26-იც მომელოცოს!!

თითქოს ამის დრო არ არის მაგრამ რა გჭირთ ამ „ჟურნალისტებს„“,ვითომ სხვებზე მეტად განათლებულები ხართ „დინამო არენა““,,ჰანდიკაპი“ პლეიმეიკერი“ და ვინ მოთვლის რამდენ სიმახინჯეს როშავთ. მოუსმინეთ ეროსის და კოტეს ჩანაწერებს და ისწავლეთ ქართული ლაპარაკი.
ფიგუ
22 მარტი 2024 14:12
0
არა მგონია, რომ ბუდუ საბერძნეთმა შეაჩეროს, უეჭველი გაუტანს, ისეთ ფორმაშია. მხეცია რა.
22 მარტი 2024 13:49
1
ამ ძვირფას, ძვირფას, ძვირფას ადამიანს - დიდი მადლობა
22 მარტი 2024 13:42
1
გაიხარე, ბუდუ! კარგი ქართველი და კარგი შვილი ხარ. სულ ბედნიერი ყოფილიყავი და გამარჯვებებით გევლოს!
ქართველი
22 მარტი 2024 13:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული