საუკეთესოს გარეშე - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მწვრთნელის შეფასება

AutoSharing Option
საქართველო - ლუქსემბურგის (2:0) მატჩის შემდეგ ფეხბურთელებზე, ტრადიციულად, ინდივიდუალურად გესაუბრებით, მაგრამ ახლა მათ შეფასებებს ქულებში არ გამოვხატავთ. გადამწყვეტი შეხვედრის წინ, ჩვენი მთავარი მიზანი საუკეთესოს გამოვლენა არაა; ასევე დავწერთ, საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალამდე, ყურადღების გამახვილება რაზე მოგვიწევს. ისტორიული შეხვედრის წინ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბიჭებს ის რჩევაც მისცა, ტელეფონების გამოყენებაზე უარი თქვან, რადგან ზედმეტმა ქებამ ან კრიტიკამ მათზე გავლენა არ მოახდინოს; ტრადიციულად, ვეცადეთ, ყველაფერი მაქსიმალურად ობიექტურად შეგვეფასებინა.

გიორგი მამარდაშვილი - მეკარისთვის რთულია, როცა საქმეში იშვითადაა, მაგრამ ისეთი რთული ბურთის მოგერიება უწევს, რა
დროსაც "მამარდამ" გადაგვარჩინა. გიორგისგან კიდევ ერთი "მშრალი" მატჩი ვიხილეთ.

"ვალენსიას" კიპერის ფეხით თამაში ისევ გამოსწორებას საჭიროებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ბერძნებისგან უფრო მეტი პრესინგია მოსალოდნელი და მამარდაშვილს პასებით თანაგუნდელებიც "დატვირთავენ."

საბა კვირკველია - ვეტერანმა მცველმა რამდენიმე ეპიზოდში დაგვანახა, რომ მას სათამაშო კლასი და გამოცდილება არ დაეწუნება - იბრძოდა, პოზიციებს სწორად არჩევდა. საბას ზუსტი პასების კომპონენტი ბოლო მატჩებთან აშკარად გამოსწორებული ჰქონდა და ფიზიკურადაც უკეთეს ფორმაში ჩანს, ვიდრე შემოდგომაზე.

კვირკველიას, ისევე როგორც ყველას, საბერძნეთის ნაკრებთან მეტი დატვირთვა ექნება და მათ სახიფათო შემტევებთან სისწრაფე და მოქნილობა აუცილებელი გახდება.

გურამ კაშია - არჩათვლილი გოლის დროს, კაპიტანმა უშუალო მეურვეს, "სლოვანში" თანაგუნდელ როდრიგესს ხელი ვერ შეუშალა და მას ბურთის კარგად დამუშავების საშუალება მისცა, თუმცა ამ დროს კომპლექსური პრობლემებიც იყო. ზოგიერთ ეპიზოდში ჩანდა, გურამს სისწაფის კომპენსირება სხვა უნარებით უწევს. რაც ფინალში უნდა გაითვალისწინოს ისაა, შეხვედრის ბოლოს ემოციების გამოვლენისგან თავი რომ ვერ შეიკავა, არადა, მატჩი უკვე მოგებული იყო და ამ დროს ახალგაზრდა თანაგუნდელებს სიმშვიდეს თავად უნდა გადასცემდეს. გადამწყვეტ დაპირისპირებაში მისი გამოცდილებისა და დაცვის ხელმძღვანელობის უნარის იმედი გვაქვს.

Sportall.Ge

ლაშა დვალი - შეხვედრის დასაწყისში სანიოლი დვალს რჩევებს საკმაოდ ხშირად აძლევდა, შემდეგ კი უკანახაზელმა ორთაბრძოლები მოიგო და ბურთს კარგადაც ათამაშებდა. გაშვებული და არჩათვლილი გოლისას მას შენგელიას დაზღვევა მეტად უნდა მოეხერხებინა. ლაშას სითამამე არ აკლდა, ბერძნებთან კი თითოეული შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება.

ოთარ კაკაბაძე - თუკი მასზე ვამბობთ, რომ დაცვით ფაზაში გიორგი გოჩოლეიშვილზე კარგად გამოიყურება, ახლა რამდენიმე კარგი ვარდნის მიუხედავად, შეცდომები აქაც ჰქონდა. რაც შეეხება შეტევას, მარჯვენა ფლანგი გაცილებით პასიური იყო, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ პირველი გოლისას, კუთხური სწორედ კაკაბაძის კარში დარტყმის შემდეგ მოვიპოვეთ. ოთარი პირველ ტაიმში გაძევებას აშკარად გადაურჩა და ამ მიმართულებით ყურადღება ახლაც დასჭირდება.

ლევან შენგელია - შეტევაში ძალიან ენერგიული და პროდუქტიული იყო, შეუძლებელია, ამით კმაყოფილი არ დარჩენილიყავი, მაგრამ ვიცით, რომ მას მთელი ფლანგის კონტროლი ევალება, დაცვაში კი ჩავარდნები ჰქონდა. საბერძნეთის ნაკრები აქცენტს ხშირად ფლანგურ ჩაწოდებებზე აკეთებს და ლევანს დაცვაშიც ბევრი მოეთხოვება.

ოთარ კიტეიშვილი - მას ტრავმების გამო ნაკრებში არასტაბოლურობა აქვს, ისე კი ყოველთვის შეუძლია, ამ დონის შეხვედრა ჩაატაროს. "შტურმის" ნახევარმცველი ჩვენი გუნდის ყველა შეტევას იწყებდა და ბურთს მუდმივად აკონტროლებდა, საჭოროების დროს კი არც ორთაბრძოლებსა და ართმევებს ერიდებოდა. ფინალში ისეთი მეტოქე გვყავს, ნახევარდაცვას მეტი წინააღმდეგობის დაძლევა დასჭირდება და კიტეიშვილმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, ბურთის ნაკლები დაკარგვა ჰქონდეს.

გიორგი ქოჩორაშვილი - საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში ნამდვილად თანამედროვე ნახევარდაცვა ჰყავდა და ამაში თავისი დიდი წვლილი "ქოჩორამაც" შეიტანა. ის დაუღლელად მოძრაობს, შეტევის გაგრძელების ვარიენტებს ეძებს, არც ართმევას ერიდება და არც ზომიერ სიხისტეს. გიორგის ბევრი გაუცდა და საბერძნეთთან დაპირისპირების წინ მთავარი ისაა, ძალების აღდგენას რამდენად შეძლებს.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე - "ჩაკვე" ძალიან მოგვეწონა. ის ცდილობდა, ლიდერის ტვირთი აეღო და ამ დროს, ეგოისტურ ქმედებას მხოლოდ მინიმალურ ეპიზოდებში თუ დავწამებდით. გიორგის პასები და დრიბლინგები არ გვიკვირს, ართმევით ფაზაში კი ძალიან აქვს მომატებული, თანაც თამამად მოქმედებს, არანაირი ფიქრი იმაზე, რომ ერთ დროს ტრავმირებული იყო. ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება და ამ დუეტისგან ბერძნებს ბევრი თავსატეხი ელით. ჩაკვეტაძე "ერთა ლიგის" პირველი გოლის ავტორია და დაგავირგვინებაც შესაბამისი გვინდა!..

გიორგი მიქაუტაძე - ის შევედრის საკვანძო მომენტის მთავარი გმირი იყო, ჯერ ბურთისთვის იბრძოლა, რომელიც ჩაკვეტაძეს ჩაუვარდა, გიომ დიდებული პასი გააკეთა და მიქაუტაძემ მოწინააღმდეგეს წითელი ბარათი აჰკიდა. "მეცის" ფორვარდს საერთაშორისო შეფასება დაბალი აქვს, არადა, ის მთელი მატჩის განმავლობაში ბევრს მოძრაობდა და მუდამ მეტოქის კარისკენ მიიწევდა. ვნახოთ, სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებს თუ ფინალში კვარაცხელიას შეუწყვილდება.

ბუდუ ზივზივაძე - სიტყვები ზედმეტია, დუბლი, ძალიან დიდი შემართება და სარგებლიანობა. როცა თავდამსხმელი ფორმაში და თავდაჯერებულია, მისი შეჩერება ძალიან რთულია!..

Sportall.Ge

გიორგი წიტაიშვილი - მოედანზე ისეთ დროსა და ვითარებაში შემოვიდა, მისგან მეტ აქტიურობას ველოდით, მაგრამ ჩაკვეტაძის გასვლის შემდეგ, მარცხენა ფლანგი ისეთივე დატვირთული აღარ ყოფილა, როგორც თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. გიორგიმ დრო ფინალშიც უნდა მიიღოს.

ზურიკო დავითაშვილი - ტრადიციულად, ენერგილად შემოვიდა და თამაში რამდენჯერმე გაამწვავა. ფინალურ დაპირისპირებაში მისგან მეტ ცივსისხლიანობასა და შედეგიანობას ველით.

ნიკა კვეკესკირი - ჯარიმა საინტერესოდ შეასრულა. მისი შემოსვლის შემდეგ ცენტრში მეტ სიმშვიდეს და ბურთის მოძრაობას ველოდით, რაც მაინცდამაინც არ მომხადა, თუმცა ამას მხოლოდ "კვეკვეს" ვერ დავაბრალებთ. მისი გამოცდილება ფინალშიც გამოგვადგება.

ჯაბა კანკავა - ნაკრებში თამაშს მოწყურებული იყო და ტრადიციულად, ენერგიულად შევიდა, მაგრამ იმას ვიტყვით, რაც კაშიაზე დავწერეთ - გამოცდილ ფეხბურთელებს საჭირო დროს მეტი სიმშვიდე მოეთხოვებათ. კიდევ კარგი, ჯაბა მეორე გაფრთხილებას გადაურჩა...

გიორგი ქვილითაია - მას მცირე დრო მიეცა, სადაც მეტად უნდა ეცადა, კაცნაკლული მოწინააღმდეგეების დაცვაში თავისუფალი ზონები ეპოვა.

Sportall.Ge

ვილი სანიოლი - არავინ იცის რას დავწერდით, ჩვემ კარში გოლი რომ არ გაუქმებულიყო, ახლა კი იმას ვიტყვით, რომ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა სწორად შეარჩია და თამაში კარგად დაგეგმა. "ჯვაროსნებმა" მეორე ტაიმში ინიციატივა დათმეს, რაც კინაღამ გაშვებულ გოლად დაგვიჯდა, კიდევ კარგი ეს ამბავი დიდხანს არ გარძელდა... ვილი ფინალში რაღაც ახალსა და არაორდინალურს ვერ მოიფიქრებს, მაგრამ მატჩის განმავლობაში დიდი სამწვრთნელო დუელი ელის, მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი!

altბუდუ ზივზივაძე სანაკრებო შანსებზე, შედეგიანობაზე, ვაისთან ურთიერთობასა და "ტორპედოს" კარში გოლის აღნიშვნაზე...

altროცა ყველაფერი სანიოლის სცენარით მიდის - ხვიჩას დაბრუნება და გადამწყვეტი მატჩი

მკითხველის კომენტარები / 26 /
საბერძნეთი არ არის ნორვეგიაზე ძლიერი,უფრო პირიქით,მაგრამ ჩვენთან ფსიქოლოგიურ უპირატესობას გრძნობენ.სწორედ აქ გვჭირდება დარიგება,რომ თითოეული ფეხბურთელი,თითოეული რგოლი და მთლიანად გუნდი კერკეტ კაკლად იქცეს.
ილია
24 მარტი 2024 09:11
0
რეალურად ბერძნებს არაფლით ჩამოუვარდებით, ალბათ შანსები მაინც 50/50 ზეა, მაგრამ მგონია, რო დადგა ის დრო გავიდეთ ევროპაზე, როდესმე ხო უნდა გავსულიყავით და ეს ეხლა მოხდება, გული ძალიან კარგს მიგრძნობს
გოგა
23 მარტი 2024 20:36
2
მეგობრებო,ეხლა შევედი ბეთლაივზე და კოეფიციენტი არი 3.2--2,95--2.15...გუშინ იყო 2,6...2.4.,ანუ გამოდის რომ ქართველმა ბუკმეკერებმაც კი ბევრად გააუმჯობესეს საბერძნეთის შანსები2.4-დან 2,15-მდე.დასკვნა,ძალიან დიდი და მთავარია ,სწორი მიმართულებით,მონდომება და შრომა დაგვჭირდება მოსგებად....ცოტაზე მეტი გამართლებაც გვინდა,სპორტში ეს დიდს ნიშნავს.
მირო
23 მარტი 2024 17:25
2
და იქნებ განზრახ კეთდება? მოიგებს ის ვინსაც მაღალ კოეფიციენტზე დადებს, ჰააააა?
ტოტალიზატორი
23 მარტი 2024 18:47
1
საბერძნეთთან შინ ვთამაშობთ.საბერძნეთი ალბათ შოტლანდიაზე და ნორვეგიაზე ოდნავ სუსტი გუნდია.შოტლანდიას ბოლო წუთებამდე ვუგებდით და ფრე ვითამაშეთ.ასევე ფრე ვითამაშეთ ნორვეგიასთან.ლოგიკურად საბერძნეთთან მინიმუმ არ უნდა წავაგოთ ძირითად დროში.ბერძნების უპირატესობა ალბათ მეტი გამოცდილება,ფიზიკა და ძლიერი ხასიათია.ამიტომ დამატებითამდე თუ მივა საქმე სავარაუდოდ მათ მეტი შანსი ექნებათ... ლოგიკურად ასეა.სამაგიეროდ ჩვენ კვარა გვყავს...50/50ზეა შანსი.
Master
23 მარტი 2024 16:03
1
Წარმატება ჩვენს ნაკრებს, ერთს დავწერ კოხრდიძე მომეწონა შეუძლია კაცის მოტყუებაა და კაი დარტყმა აქვს. ნამდვილად გამოვიძახებდი და ვათამაშებდი საჭირო დროს. Წინ ფი ალია ავიზრულოთ ოცნება და ვიზეი
მოთ ყველამ ერთად.
გია
23 მარტი 2024 15:36
4
მოგება კარგია, მაგრამ ეს ნახევარფინალი იყო, ანუ ჯერ შუა ხიდზე ვდგავართ. მონდომება იგრძნობოდა, მაგრამ ბერძნები ამდენ შეცდომას არ გვაპატიებენ. ყველაზე თვალშისაცემ შეცდომას ბურთის მეკარესთან დაბრუნების დროს უშვებენ. მეკარეს ბურთს მაშინ უბრუნებენ, როცა მცველები დაკეტილები არიან და მეკარე იძულებულია ბურთი მოიგერიოს. მოგერიებული ბურთის 90%-ს კი მოწინააღმდეგე ეუფლება, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ კართან ბურთის გაკატავებას მოეშვათ და მეკარეს იმ დროს დაუბრუნოთ ბურთი, როცა მას მისი მიზნობრივი გადაცემა შეუძლია და არა წინ უმიზნოდ გადაგდება.
ჟორა გაბრიჭიძე
23 მარტი 2024 15:28
1
იასონას უდარს, ბესოს და კიდევ ორ იუზერისგან რომელთა სახელები არ მახსოვს შეკრავენ სამთაურო-სამწვრთნელო შტაბს და მთელ ქართულ ფეხბურთს მათშორის, ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ამათ ჩააბარაბენ!!!!!!!!! დაზუსტებული ინსაიდერული ინფორმაციაა იასონას უდარმა უკვე უთხრა თავის შტაბს!!!
მადრიდსკი რეალ
23 მარტი 2024 15:18
4
აუცილებლად კვჭირდება კარში დამტყმელი, არა უაზროთ მეზობლის ნათესავებთან არამედ სწორად და მიზნობრივად, მითუმეტეს მათი მეკარე მაინც და მაინც ვერ ქაჩავს. თუ არ დაარტყი კარში აბა გოლო როგორ გავა ?
ქართველი
23 მარტი 2024 13:17
1
მოდი ვიყოთ რეაისტები. ლუქსემბურგთან მსაჯობაში ძალიან გაგვიმართლა! ბევრი მსაჯი მეორე ნომერს (კაკაბაძე მგონი) უეჭველი გააძევებდა, ისე ეუხეშა მეტოქეს. და მერე სულ სხვანაირად წავიდოდა მატჩი. მთლიანობაში ჩვენები ხშირად უხეშობდნენ და ეს დიდი რისკია. მცველები ზოგჯერ უაზრო გადაცემებს აკეთებდნენ მამარდაზე და რამოდენიმეჯერ რამის ბურთი ჩაგვიჭრეს. გოლის გაშვების მომენტში ხომ საერთოდ ძალიან ჩაიჭრნენ. 4-5 მა კაცმა ერთს ლუქსემბურგელს მისცა დარტყმის უფლება!

გუნდს კარგად გამართული სტრატეგია და ტაქტიკა არ აქვს. გადაჯაჭვული პრესინგი და შეტევა უჭირდათ. ქაოსური მოქმედება ბევრი იყო. არ ვამბობ რომ მოგებას არ იმსახურებდით, თუმცა ძალიან გაგვიმართლა და ლუქსემბურგსაც თამაში ვერ წაუვიდა. ესეთი თამაშით ბერძნებთან ცოტა შანსი გვაქვს. ასე რომ, ფეხბურთელებმა საკუთარ თავებს უნდა გადაახტნენ, ემოციები მოთოკონ და ცხოვრების მატჩი ჩაატარონ!
ბესო
23 მარტი 2024 13:13
8
ანუ რადგან კაკაბაძეს (ეგეც ვინმე ცნობილი ფეხბურთელი არ იყოს) კარგად არ ვიცნობ, ესეიგი კომენტარის დაწერის უფება არ მაქვს?... ჯერ იფიქრე სანამ რამეს დაწერ!
პასუხი
23 მარტი 2024 15:59
5
კაკაბაძე თუ არ იცი, კაცი დაბერდა საქართველოს ნაკრებში რა კომენტარს აკეთებ?! პირველად უყურე საქართველოს ნაკრების თამაშს? "...მეორე ნომერს (კაკაბაძე მგონი)"...
ბესო-ს
23 მარტი 2024 15:12
3
შეუძლებელია "რეროს" არ დაეთანხმო. მეც ვფიქრობ, რომ ჟრრჟი (მიუხედავდ იმისა, რომ ვთვლი ძალაინ ბევრი გააკეთა ლუქსმბურგთან) ალბათ ძირითადში არ იქნება

კარაცხელია, ბუდუ და ჟორჟი, მითუმეტეს, როდესაც ჩაკვეც იქნება ძირითადში ერთად? არა მგონია ვილიმ დააყენოს.
ლევანი
23 მარტი 2024 13:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული