გიორგი მამარდაშვილი - მეკარისთვის რთულია, როცა საქმეში იშვითადაა, მაგრამ ისეთი რთული ბურთის მოგერიება უწევს, რა
"ვალენსიას" კიპერის ფეხით თამაში ისევ გამოსწორებას საჭიროებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ბერძნებისგან უფრო მეტი პრესინგია მოსალოდნელი და მამარდაშვილს პასებით თანაგუნდელებიც "დატვირთავენ."
საბა კვირკველია - ვეტერანმა მცველმა რამდენიმე ეპიზოდში დაგვანახა, რომ მას სათამაშო კლასი და გამოცდილება არ დაეწუნება - იბრძოდა, პოზიციებს სწორად არჩევდა. საბას ზუსტი პასების კომპონენტი ბოლო მატჩებთან აშკარად გამოსწორებული ჰქონდა და ფიზიკურადაც უკეთეს ფორმაში ჩანს, ვიდრე შემოდგომაზე.
კვირკველიას, ისევე როგორც ყველას, საბერძნეთის ნაკრებთან მეტი დატვირთვა ექნება და მათ სახიფათო შემტევებთან სისწრაფე და მოქნილობა აუცილებელი გახდება.
გურამ კაშია - არჩათვლილი გოლის დროს, კაპიტანმა უშუალო მეურვეს, "სლოვანში" თანაგუნდელ როდრიგესს ხელი ვერ შეუშალა და მას ბურთის კარგად დამუშავების საშუალება მისცა, თუმცა ამ დროს კომპლექსური პრობლემებიც იყო. ზოგიერთ ეპიზოდში ჩანდა, გურამს სისწაფის კომპენსირება სხვა უნარებით უწევს. რაც ფინალში უნდა გაითვალისწინოს ისაა, შეხვედრის ბოლოს ემოციების გამოვლენისგან თავი რომ ვერ შეიკავა, არადა, მატჩი უკვე მოგებული იყო და ამ დროს ახალგაზრდა თანაგუნდელებს სიმშვიდეს თავად უნდა გადასცემდეს. გადამწყვეტ დაპირისპირებაში მისი გამოცდილებისა და დაცვის ხელმძღვანელობის უნარის იმედი გვაქვს.
ლაშა დვალი - შეხვედრის დასაწყისში სანიოლი დვალს რჩევებს საკმაოდ ხშირად აძლევდა, შემდეგ კი უკანახაზელმა ორთაბრძოლები მოიგო და ბურთს კარგადაც ათამაშებდა. გაშვებული და არჩათვლილი გოლისას მას შენგელიას დაზღვევა მეტად უნდა მოეხერხებინა. ლაშას სითამამე არ აკლდა, ბერძნებთან კი თითოეული შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება.
ოთარ კაკაბაძე - თუკი მასზე ვამბობთ, რომ დაცვით ფაზაში გიორგი გოჩოლეიშვილზე კარგად გამოიყურება, ახლა რამდენიმე კარგი ვარდნის მიუხედავად, შეცდომები აქაც ჰქონდა. რაც შეეხება შეტევას, მარჯვენა ფლანგი გაცილებით პასიური იყო, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ პირველი გოლისას, კუთხური სწორედ კაკაბაძის კარში დარტყმის შემდეგ მოვიპოვეთ. ოთარი პირველ ტაიმში გაძევებას აშკარად გადაურჩა და ამ მიმართულებით ყურადღება ახლაც დასჭირდება.
ლევან შენგელია - შეტევაში ძალიან ენერგიული და პროდუქტიული იყო, შეუძლებელია, ამით კმაყოფილი არ დარჩენილიყავი, მაგრამ ვიცით, რომ მას მთელი ფლანგის კონტროლი ევალება, დაცვაში კი ჩავარდნები ჰქონდა. საბერძნეთის ნაკრები აქცენტს ხშირად ფლანგურ ჩაწოდებებზე აკეთებს და ლევანს დაცვაშიც ბევრი მოეთხოვება.
ოთარ კიტეიშვილი - მას ტრავმების გამო ნაკრებში არასტაბოლურობა აქვს, ისე კი ყოველთვის შეუძლია, ამ დონის შეხვედრა ჩაატაროს. "შტურმის" ნახევარმცველი ჩვენი გუნდის ყველა შეტევას იწყებდა და ბურთს მუდმივად აკონტროლებდა, საჭოროების დროს კი არც ორთაბრძოლებსა და ართმევებს ერიდებოდა. ფინალში ისეთი მეტოქე გვყავს, ნახევარდაცვას მეტი წინააღმდეგობის დაძლევა დასჭირდება და კიტეიშვილმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, ბურთის ნაკლები დაკარგვა ჰქონდეს.
გიორგი ქოჩორაშვილი - საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში ნამდვილად თანამედროვე ნახევარდაცვა ჰყავდა და ამაში თავისი დიდი წვლილი "ქოჩორამაც" შეიტანა. ის დაუღლელად მოძრაობს, შეტევის გაგრძელების ვარიენტებს ეძებს, არც ართმევას ერიდება და არც ზომიერ სიხისტეს. გიორგის ბევრი გაუცდა და საბერძნეთთან დაპირისპირების წინ მთავარი ისაა, ძალების აღდგენას რამდენად შეძლებს.
გიორგი ჩაკვეტაძე - "ჩაკვე" ძალიან მოგვეწონა. ის ცდილობდა, ლიდერის ტვირთი აეღო და ამ დროს, ეგოისტურ ქმედებას მხოლოდ მინიმალურ ეპიზოდებში თუ დავწამებდით. გიორგის პასები და დრიბლინგები არ გვიკვირს, ართმევით ფაზაში კი ძალიან აქვს მომატებული, თანაც თამამად მოქმედებს, არანაირი ფიქრი იმაზე, რომ ერთ დროს ტრავმირებული იყო. ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება და ამ დუეტისგან ბერძნებს ბევრი თავსატეხი ელით. ჩაკვეტაძე "ერთა ლიგის" პირველი გოლის ავტორია და დაგავირგვინებაც შესაბამისი გვინდა!..
გიორგი მიქაუტაძე - ის შევედრის საკვანძო მომენტის მთავარი გმირი იყო, ჯერ ბურთისთვის იბრძოლა, რომელიც ჩაკვეტაძეს ჩაუვარდა, გიომ დიდებული პასი გააკეთა და მიქაუტაძემ მოწინააღმდეგეს წითელი ბარათი აჰკიდა. "მეცის" ფორვარდს საერთაშორისო შეფასება დაბალი აქვს, არადა, ის მთელი მატჩის განმავლობაში ბევრს მოძრაობდა და მუდამ მეტოქის კარისკენ მიიწევდა. ვნახოთ, სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებს თუ ფინალში კვარაცხელიას შეუწყვილდება.
ბუდუ ზივზივაძე - სიტყვები ზედმეტია, დუბლი, ძალიან დიდი შემართება და სარგებლიანობა. როცა თავდამსხმელი ფორმაში და თავდაჯერებულია, მისი შეჩერება ძალიან რთულია!..
გიორგი წიტაიშვილი - მოედანზე ისეთ დროსა და ვითარებაში შემოვიდა, მისგან მეტ აქტიურობას ველოდით, მაგრამ ჩაკვეტაძის გასვლის შემდეგ, მარცხენა ფლანგი ისეთივე დატვირთული აღარ ყოფილა, როგორც თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. გიორგიმ დრო ფინალშიც უნდა მიიღოს.
ზურიკო დავითაშვილი - ტრადიციულად, ენერგილად შემოვიდა და თამაში რამდენჯერმე გაამწვავა. ფინალურ დაპირისპირებაში მისგან მეტ ცივსისხლიანობასა და შედეგიანობას ველით.
ნიკა კვეკესკირი - ჯარიმა საინტერესოდ შეასრულა. მისი შემოსვლის შემდეგ ცენტრში მეტ სიმშვიდეს და ბურთის მოძრაობას ველოდით, რაც მაინცდამაინც არ მომხადა, თუმცა ამას მხოლოდ "კვეკვეს" ვერ დავაბრალებთ. მისი გამოცდილება ფინალშიც გამოგვადგება.
ჯაბა კანკავა - ნაკრებში თამაშს მოწყურებული იყო და ტრადიციულად, ენერგიულად შევიდა, მაგრამ იმას ვიტყვით, რაც კაშიაზე დავწერეთ - გამოცდილ ფეხბურთელებს საჭირო დროს მეტი სიმშვიდე მოეთხოვებათ. კიდევ კარგი, ჯაბა მეორე გაფრთხილებას გადაურჩა...
გიორგი ქვილითაია - მას მცირე დრო მიეცა, სადაც მეტად უნდა ეცადა, კაცნაკლული მოწინააღმდეგეების დაცვაში თავისუფალი ზონები ეპოვა.
ვილი სანიოლი - არავინ იცის რას დავწერდით, ჩვემ კარში გოლი რომ არ გაუქმებულიყო, ახლა კი იმას ვიტყვით, რომ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა სწორად შეარჩია და თამაში კარგად დაგეგმა. "ჯვაროსნებმა" მეორე ტაიმში ინიციატივა დათმეს, რაც კინაღამ გაშვებულ გოლად დაგვიჯდა, კიდევ კარგი ეს ამბავი დიდხანს არ გარძელდა... ვილი ფინალში რაღაც ახალსა და არაორდინალურს ვერ მოიფიქრებს, მაგრამ მატჩის განმავლობაში დიდი სამწვრთნელო დუელი ელის, მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი!
როცა ყველაფერი სანიოლის სცენარით მიდის - ხვიჩას დაბრუნება და გადამწყვეტი მატჩი
მოთ ყველამ ერთად.
გუნდს კარგად გამართული სტრატეგია და ტაქტიკა არ აქვს. გადაჯაჭვული პრესინგი და შეტევა უჭირდათ. ქაოსური მოქმედება ბევრი იყო. არ ვამბობ რომ მოგებას არ იმსახურებდით, თუმცა ძალიან გაგვიმართლა და ლუქსემბურგსაც თამაში ვერ წაუვიდა. ესეთი თამაშით ბერძნებთან ცოტა შანსი გვაქვს. ასე რომ, ფეხბურთელებმა საკუთარ თავებს უნდა გადაახტნენ, ემოციები მოთოკონ და ცხოვრების მატჩი ჩაატარონ!
კარაცხელია, ბუდუ და ჟორჟი, მითუმეტეს, როდესაც ჩაკვეც იქნება ძირითადში ერთად? არა მგონია ვილიმ დააყენოს.