საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს მუნდიალის ფინალის მსაჯი მოემსახურება

AutoSharing Option
26 მარტს, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი შიმონ მარცინიაკი, ლაინსმენები პაველ სოკოლნიჩკი და ტომაშ ლისტკიევიჩი, მეოთხე მსაჯი კი ივან კრუჟლიაკი იქნება. ვიდეორეფერის ოთახში მათი თანამემამულეები - ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი იმუშავებენ.

მარცინიაკმა 2021 წლის 31 მარტს საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა (1:1) იმსაჯა.

ის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის (არგენტინა-საფრანგეთი) მთავარი არბიტრი იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან გამეხარდა ამ მსაჯის დანიშვნა.რა თქმა უნდა პრინციპული და ავტორიტეტული მსაჯები სხვებიც არიან,მაგრამ აქ მარტო ამთვისებებით არ შეურჩევიათ პოლონელი მსაჯი.სახელით და გვარით ვისაც შეგიძლიათ ეროვნების გამოცნობა მიხვდებით,ძაღლის თავი სად არის დამარხული-ზევით გადაწყდა,რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ უფრო სასურველი ვართ ვიდრე ბერძნები.
ენძო
25 მარტი 2024 09:58
5
მე პირიქით ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს და სწორედაც რომ . . . მარა რავიცი ამ უეფასი ვერ გავიგე . . წესით ზემოდან ბერძნები უნდა შეუშვან,ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეს. . . ის რომ სამართლიანი მსაჯობა იქნება მე ლიჩნად ამას გამოვრიცხავ. . მარა საჩვენოდ რაღაც არ მჯერა. . . ამიტომ მასაჟზე ნაკლებად . . .გოლები გავიტანოთ და არ გაუშვათ. . .მსაჯი ხო არ გაგვიტანს
ნაპოლეონი
25 მარტი 2024 11:19
3
არაა!!! პოლონელი არაა!!!-პოლონეთისა და საქართველოს მთავრობების დამოკიდებულება რომ ვიცი, ემანდ არაფერი მიქაროს. ეს ისეთი თამაში იქნება ერთმა მიკერძოვებულმა სასტვენმა ყველაფერი შეიძლება ამოაყირაოს,თუ ჩვენს სასარგებლოდ დაუსტვენს საკამათო მომენტში-ვინ მამაძაღლი!!....შეიძლება შეთქმულების თეორიიდანაა ჩემი ეჭვები,მაგრამ მაინც....
Jora-giorgi
25 მარტი 2024 09:50
1
მარჩინიაკი (რბილი "ჩ", მაგრამ მაინც "ჩ" და არა "ც") და სოკოლნიცკი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ ასეთი მსაჯ(ებ)ი დაგვინიშნეს, რაც უტყუარად ნიშნავს ერთ რამეს: უეფა ამ თამაშს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და მსაჯების გადაეყვეტილებებში "შემთხვევითობებს" ვერ ექნება ადგილი!
გიო
25 მარტი 2024 01:06
0
მართალი ხარ, ფიფა-ს ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული მსაჯია. ისედაც, ამასწინათ (აღარ მახსოვს რომელს) თამაშს ვუყურე, მისი მსაჯობით. ქარიზმით რაღაცით კოლინას მაგონებს - სულ ყურადღების ცენტრში იყო - არა მუდმივი სტვენით - ავტორიტეტულად
ზურა
25 მარტი 2024 01:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული