საბერძნეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა:
"ვამაყობ, რომ ამ ნაკრების წევრი ვარ. 4 წლის წინ მიზანი ვერ ავისრულეთ, ახლა კი ამისთვის ყველანი მზად ვართ და შესაბამისი მენტალიტეტი გვაქვს... მახარებს ის განწყობა, რაც გულშემატკივრებში სუფევს. ასეთი განცდა მაქვს, მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა.
მთავარია, ძალების აღდგენა მოვასწროთ და მოწინააღმდეგეზე სრული ინფორმაცია გვქონდეს. დიდი ხანია, რაც ნაკრებში ვარ და დღევანდელი შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა... ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის!"
მთავარია, ძალების აღდგენა მოვასწროთ და მოწინააღმდეგეზე სრული ინფორმაცია გვქონდეს. დიდი ხანია, რაც ნაკრებში ვარ და დღევანდელი შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა... ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის!"