კურიოზული სიტუაცია - საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Geo Team-მა დღეს გაავრცელა "სტამბაში" მყოფი ბერძენი ფეხბურთელების ფოტო. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე საბერძნეთის ნაკრების 4 ფეხბურთელი: კონსტანტინოს ციმიკასი, კონსტანტინოს მავროპანოსი, ანასტასიოს ბაკასეტასი და ვანგელის პავლიდისი, "თბილისი მერიოტიდან" ფეხით სტამბაში გადმოვიდა, ჭამა და უკან დაბრუნდა.

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები თბილისში ფეხით თავისუფლად გადაადგილდებიან....

როგორც გავიგე, არალეგალურად გამოვიდნენ სასტუმროდან და თავისუფლად გადაადგილებაში მაგას ვგულისხმობთ. ვინმე დახვდეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს-მეთქი, ეგ არსად წერია"- წერდა Geo Team-ი. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელების რესტორანში ვიზიტის შესახებ მართლაც
არაფერი იცოდა ნაკრების მწვრთნელმა.

"No Comment!" - საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე დახურული შეკრებიდან ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ. თუმცა დღეს ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციის კომენტარებში მიდიოდა ჩვენი დამოძღვრა, რომ "არაფერი ისეთი" არ მომხდარა." - წერს Geo Team-ი და პრესკონფერენციიდან კადრებს აქვეყნებს.

altგუსტავო პოიეტი: საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ - კარგად მომზადებული ჩამოვედით

altანასტასიოს ბაკასეტასი: ფავორიტები არ ვართ - მაყურებლები არ გვაშინებს

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბერძენი რომ ვიყო ასეთი სკანდალის მერე პასპორტს დავხევდი :) :D
ნოდო
26 მარტი 2024 12:46
10
შეიძლება დიციპლინის პრობლემაა ცოტა. შეიძლება განგებაც გააკეთეს ასე რომ ვიფიქროთ. მთლად ლილოზე რო გასულიყვნენ რა საინტერესო მაგია ახლა. მტავარია ჩვენ საქმეს მივხედოთ, რომ მერე გარეთ გასასვლელი პირი გვექნეს ჩვენ. ბერძნები მიხედავენ თავიანთ საქმეს. დაცვას დიდი ყურადღება მოუწევს ძალიან. ასაკი მაშინებს ცოტა. ვნახოთ რა იქნება. აბა წარმატებები საქართველოს
ქომაგი
26 მარტი 2024 11:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული