სამი ფეხბურთელი სიის მიღმა - სანიოლმა საბერძნეთთან შეხვედრის სამატჩო განაცხადი დაასახელა

AutoSharing Option
საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალური მატჩისთვის ვილი სანიოლმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

26 ფეხბურთელიდან შეხვედრისთვის ფრანგ სპეციალისტს სამი მოთამაშე უნდა ამოეგდო და ესენი ანზორ მექვაბიშვილი, საბა საზონოვი და ვლადიმერ მამუჩაშვილი აღმოჩნდნენ.

რა თქმა უნდა, სიაში დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 7-ნომრიანი მაისურით საბერძნეთს 21:00 საათიდან შეუტევს.

ჩვენი გუნდის საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი
(აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია).
მკითხველის კომენტარები / 70 /
"საქართველოს სიყვარულით არ დავიღლებით"!!!წინ საქართველო!!
ანი
26 მარტი 2024 17:44
0
ვინ რამდენ გოლს გაიტანს
კვარაცხელია 3
ჩაკვეტაძე 3
ზივზივაძე 2
მიქაუტაძე 2
ქ. გ.
26 მარტი 2024 17:40
3
ყველას მოგიწოდებთ ერთობისკენ! დღეს ესენი გვყავს და არაფერი არ შეიცვლება. ყველამ თავდადება უნდა ჩართოს და ჩვენც ჩვენი დადებითი ენერგიით დავმუხტოთ ბიჭები!!! სანიოლს დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და დარწმუნებული ვარ, სწორ გეგმას შეიმუშავებს. მსაჯს, ვერ ვიტან, ღმერთმა მაპატიოს, დიდი ყოყლოჩინა ტიპია. იმის მაგივრად, თამაში რომ სწორად წაიყვანოს, სულ პირველობას ჩემულობს. მჯერა გავიმარჯვებთ! საქართველოს გაუმარჯოს!!!
გიორგი
26 მარტი 2024 17:33
0
ჩაწოდებები, კუთხურები მინიმუმადე უნდა დავუყვანოთ ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენი დაცვის ცენტრია და პლუს ეს მათი ძლიერი მხარეა. კაი ეს უკვე არაერთხელ ითქვა... მოკლედ, როგორ ჯენარომ ერთხელ თქვა - ბევრი უნდა ვირბინოთ.:) მიდით ძმებოოოო მთავარია ბოლომდეეე
იბერია
26 მარტი 2024 17:32
0
თუ რამეს არ ვიყიდი არასოდეს, ესაა ,,ომეპრაზოლი გობენს" და ეს რაღაც ,,თანა", ეს მეორე არც ვიცი რაა.
jeje
26 მარტი 2024 17:28
1
მთავარია დავითაშვილი და წიტაიშვილი იყვნენ
!!
26 მარტი 2024 17:24
0
ბიჭებო! ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის!!
ლია
26 მარტი 2024 17:22
0
ისეთი თამაშია ვითომ 0-0,1-1,1-0
მაგრამ სინამდვილეში ალოგიკურად წამოვა 4-2 ვიგებთ
Levani
26 მარტი 2024 17:03
3
2-0 დავადუღებთ დღეს ბერძნებს დაერხათ !
გიორგი
26 მარტი 2024 17:02
1
ცოტა გავერთოთ, დღევანდელი თამაშის შესაძლო სცენარები:

1. გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე თამაშს ვიწყებთ აგრესიულად, თავდაპირველ ხუთ წუთში ვქმნით რამდენიმე მწვავე მომენტს, მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს ასისტით კვარაცხელიას საჯარიმოს გარედან გააქვს გოლი, ბერძნები კიდევ უფრო იბნევიან. თამაში სრულდება 3 - 0 საქართველოს სასარგებლოდ.

2. გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე თამაშს ვიწყებთ აგრესიულად, თავდაპირველ ხუთ წუთში ვქმნით რამდენიმე მწვავე მომენტს, მე-15 წუთიდან ბერძნები ახერხებენ ბურთზე კონტროლის მოპოვებას, 25-ე და 28-ე წუთებზე მამარდაშვილი აკეთებს წლის სეივებს, 35 წუთზე კვარაცხელიას ცენტრიდან მიაქვს ბურთი ატყუებს სამ ბერძენ ფეხბურთელს დინამო, არენა ფეთქდება, ბურთი სრიალდება საჯარიმოს მარჯვენა ფლანგისკენ და ბუდუს მორიგი გოლი. ბერძნები მატჩის განმავლობაში ქმნიან ორ სახიფათო მომენტს. მსაჯი მატჩს ამატებს 9 წუთს. თამაში სრულდება 1 - 0 საქართველოს სასარგებლოდ.

3. გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე იწყება თამაში, ძლიერი წვიმა, ბერძნები აკონტროლებენ ბურთს და თამაშობენ უხეშობის ზღვარზე, კვარაცხელია რამდენიმეჯერ გადარჩა ტრავმის მიღებას, საქართველო ვერ ახერხებს ინიციატივის მოპოვებას. მე-13 წუთზე ვუშვებთ გოლს, დინამოს ტრიბუნებზე ხმაური კლებულობს. 47-ე წუთზე მამარდაშვილის სეივით სრულდება ტაიმი. წვიმამ გადაიღო, მეორე ნახევარს ვიწყებთ ბურთის კონტროლით, ბერძნები დაცვაში დგებიან, 75 წუთზე კაშიას ჩაჭრის შემდეგ ჩაკვეტაძეს მოაქვს ბურთი ატყუებს ორ მოწინააღმდეგეს, შედის საჯარიმოში, მთელი საქართველო ფეხზე დგას, ბერძენი მცველი მავროპანოსი უვარდება ფეხებში, ინიშნება თერთმეტმეტრიანი. გიორგი მიქაუტაძე და 1-1. ინიშნება დამატებითი ტაიმები, კონტრშეტევის შედეგად ბაკასეტასის ძლიერი დარტყმით 2-1. 116-ე წუთზე ჯაბა კანკავა ბურთს ართმევს მეტოქეს, დიაგონალური გადაცემა მარცხენა ფლანგზე გაქცეულ კვარას, ქართველი ერთი შეხებით ცდება მეტოქეს, მეორეს, შედის საჯარიმოში და ვლაჰოდიმოსის ნახტომი საკმარისი არაა, სიხარული აერთიანებს ქვეყანას. დინამო არენაზე ინიშნება თერთმეტმეტრიანების სერია. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები . . .
ნიკა
26 მარტი 2024 16:50
1
აუ საღოლ ნიკა ძმაოო:))) ვერ ითმენ ხომ თამაშამდე:)) მაგარი იყო. 90 იანების გულდემატკივრის სავარაუდო სცენარი რომ გითხრა? გულშემატკივების 30 % მოდის დაგვიანებით და ყველა თავის ადგილს სადღაც 32 წუთისთვის პოულობს. თუმცა გულმხურვალე ქომაგობა გუნდს მაინც არ აკლია. ამის მიუხედავად თითქოსდა კარგი თამაშია გვაქ მომენტები მაგრამ ტაიმის ბოლოს 43 დან 47 წუთამდე ვუშვებთ გოლს თავით. მეორე ტაიმიც ენერგიულად იწყება მაგრამ ახლა უკვე მეტი გყლშემატკივარი ეძებს თავის ადგილს და არიან ისეთებიც რომლებიც ახლა მოვიდნენ -ასეთებს როგორც წესი ლამაზი მანდილოსნები ახლავთ ხოლმე თან, რომლებიც როგორც არ უნდა წავიდეს თამაში 7-8 წუთით ადრე მაინც ტოვებენ ტრიბუნებს და წარმოდგენა არ გაქ რატომ იყიდეს ბილეთი და რატომ მოვიდნენ საერთოდ. საფეხბურთო მხარე - ბევრი ჯახი ბევრი ჯუხი - ჩხუბი დედის გინება და 70 წუთისთვის ვწყანრდებით როდესაც ვიღებთ მეორე გოლს. :)) იმედია, არცერთი ზემოაღნიშნული დაკვირვება არ ახდება მაგრამ ამას ვუყურებ 25 წელი:))
დინამიტი
26 მარტი 2024 17:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული