სამი ფეხბურთელი სიის მიღმა - სანიოლმა საბერძნეთთან შეხვედრის სამატჩო განაცხადი დაასახელა

AutoSharing Option
საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალური მატჩისთვის ვილი სანიოლმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

26 ფეხბურთელიდან შეხვედრისთვის ფრანგ სპეციალისტს სამი მოთამაშე უნდა ამოეგდო და ესენი ანზორ მექვაბიშვილი, საბა საზონოვი და ვლადიმერ მამუჩაშვილი აღმოჩნდნენ.

რა თქმა უნდა, სიაში დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 7-ნომრიანი მაისურით საბერძნეთს 21:00 საათიდან შეუტევს.

ჩვენი გუნდის საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი
(აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია).
მკითხველის კომენტარები / 70 /
კაკაბაძის ნაცვლად გოჩოლეიშვილი ჩასვას
26 მარტი 2024 12:57
3
გულშემატკივარი თქვენთან არის!

ტრიბუნებზე ოვაციების ცეცხლს დაანთებს.

შეეცადეთ ფეხბურთელებმაც დაანთოთ ცეცხლი მოედანზე!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
26 მარტი 2024 12:57
3
კაი რა აზრი აქვს გველესიანი თუ საზონოვი,ან ალთუნაშვილი თუ მამუჩაშვილი-მაინც არ ათამაშებდა.5ცვლილებაა.
უეჭველი ითამაშებენ მამარდა კაშია კვირკველია დვალი კაკაბაძე შენგელია კიტე ჩაკვე ხვიჩა ბუდუ მიქაუტაძე ზურიკო ქოჩორა ჯაბა დარჩენილი 2 ადგილი ალბათ ქვილითაია და გოჩოლეიშვილი ესეც შენი 16 კაცი შეცვლებიანად
Levani
26 მარტი 2024 12:42
3
არ ვიცი საზონოვზე გული რაზე აიცრუეს, თუ ამ ბიჭს იმდენს ენდობიან რომ იტალიის ჩემპიონატში შეცვლაზე მაინც გამოჰყავთ, აქ რას დააშავებდა განაცხადში მაინც დარჩენილიყო
aleksandre
26 მარტი 2024 12:39
1
რუსეთიდან ზარი(ბრძანება) შემოვიდა: საბამ ჩვენ ქვეყანას, რომელმაც გაზარდა ფეხბურთელად, უღალატაო და არ ათამაშოთო თორემ .......
ნიკი
26 მარტი 2024 18:58
0
ბერძნები ფლანგებიდან (განსაკუთრებით მე-7 ნომერი) მოგვაწვებიან საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებული ბურთებით. არ ვიცი ახალგაზრდა ტანმაღალ საზონოვს თუნდაც სერია ა-ს სათადარიგო მცველს როგორ უნდა აჯობოს დაბალმა ჭ ლიგაში მოთამაშე მცველმა. მთავარი მე-12 მოთამაშე ჩვენ ვართ გულშემატკივრები და ჩვენზეა დღეს მატჩის ბედი, ბოლომდე დავუჭიროთ მხარი ბიჭებს და მოვიტანოთ სიხარული გამარჯვება!
suxumchanin
26 მარტი 2024 12:27
3
ეს რუსული ნიკები ვერ მოიშორეთ აფხაზეთიდან ლტოლვილებმა? სუხუმჩანინ არა ის კიდე. მოსკვიჩ..
ვაჟა
26 მარტი 2024 16:11
1
დღეს განსაკუთრებული დღეა მთელი ერისთვის და მინდა ჩემს ქვეყანას წარმატება ვუსურვო!ძალიან იმედიანად ვართ და გვჯერა გამარჯვების,ალბათ ასეც მოხდება და მოგვიწევს ხვალიდან უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრი და გარჩევა მომავალი მეტოქეების.სხვათა შორის ბევრს ჩვენი სტატისტიკა აშინებს ბერძნებთან რაშიც არ ვეთანხმები მე და პირიქით ეს სტატისტიკა მაიმედებს მე ძალიან.8თამაში არცერთი მოგება,მათ შორის სახლში 4-დან 4წაგება ჩვენ.ალბათობის თეორიით თუ ვიმსჯელებთ მათემატიკური მოლოდინი არის გარდაუვალი მოგება ჩვენი,ეს ის ვარიანტია მონეტარომ ააგდო ბევრჯერ რამოდენიმე აგდებს შემდეგ უნდა თანაბრად დაეცეს ორივე გვერდზე,ამხელა უპირატესობის მერე რაც ბერძნებს ააქვთ სტატისტიკაში არის უკვე ჩვენი გამარჯვებისა და სტატისტიკის შეცვლის დრო ჩვენს სასარგებლოდ.ასე,რომ ამ მხრივ ძალიან იმედიანად ვარ და თუკი ამს დავუმატებთ იმ მუხტს რაც მთელ ქვეყანას ექნება საკუთარ მოედანზე,დავუმატებთ იმ მწარე გამოცდილებას რომელიც გვაქვს მაკედონიისგან და პლუს ჩვენს ნიჭიერ და უკვე მომწიფებულ გუნდს,აუცილებლად გავიმარჯვებთ მჯერა!!!
oto777
26 მარტი 2024 12:16
3
ნიკა პროფესორო, ერთი იქ ხართ მართალი , საქართველოს და ირანის ჩემპიონატს აყენებთ ერთ დონეზე და მეორე მონეტებზე. ნამდვილი გულშემატკივარი და პატრიოტი კაცი წერს, რომ ყველა შემთხვევა 50/50-ზეა მაგრამ, თუნდაც 99-01-ზე რომ იყოს იმ 01-საც აქვს შანსი მოსვლისა და ახლა სწორედ მას ელოდება ყველა.
გულშემატკივარი
26 მარტი 2024 14:00
1
არასწორად გისწავლია სტატისტიკის კურსი )) “წესიერ” მონეტას და კამათელს აქვა თანაბარი შანსი ნებისმიერი გვერდი დაჯდეს აგდების შემდეგ. პირველს 1/2 მეორეს 1/6 ალბათობოთ ყველა გვერდზე. შენი თეორია სწორი იქნებოდა, ყველა თამაშზე რომ 50-50-ზე ჰქონოდათ გუნდებს მოგების შანსი. საქართველო - საბერძნეთზე მოგების ალბათობები ყველა თამაშის წინ სხვადასხვა ჰქონდა და რაც მთავარია არცერთ შეხვედრაში არ ყოფილა ალბათობა 50-50-თან ახლოსაც კი. ბერძნების არ წაგების ალბათობა (მოგების არა, არწაგების, ანუ მოგების ან ფრის ერთად, თუ ჩათვლი რომ მოგებას, ფრეს და წაგებას ყველას თავისი ალბათობა აქვს, რომელთა ჯამი 100% უდრის) ყოველთვის იყო მინიმუმ 70-80% მაინც და დღემდე ეგ ალბათობა მართლდებოდა. ანუ მათემატიკა მუშაობდა. დღეს შეიძლება ოდნავ მეტი შანსი გვაქვს მოგების ვიდრე წინა თამაშებში მაგრამ ბერძენთა ძირითად დროში არ წაგების ალბათობა მაინც უფრო დიდია, ვიდრე წაგების. ამიტომ მათემატიკურად სწორედ რომ ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ აქ შემოგვაქვს სხვა ფაქტორები, რომლებმაც სტატისტიკის და ალბათობის კანონები უნდა დაარღვიოს. მაყურებელი, ბიჭების შემართება, ხვიჩინიო და ცოტა გამართლებაც. ვნახოთ. ღმერთი ჩვენსკენ
ოთო777-ს
26 მარტი 2024 12:58
3
ყველა გამოხმაურება
ისეთი სიზმარი ვნახე რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს ანუ ვიგებთ
პავლე
26 მარტი 2024 12:14
4
ძნაკაცმაც ნახა სიზმარი. 1:0
მოვიგეთ, მარცხენა ფრთიდამ ჩაკვეტაძე შევიდა და “დალნიში” დაბალი შეუგდოო.

გამოცხადება გაქვთ ეტყობა ნამდვილ გულშემატკოვარს ;))

ღმერთმა აგიხდინოთ სიზმრები დღწს ორივეს ))
აბა თქვენ იცით
26 მარტი 2024 13:10
2
+ + +
ზურა
26 მარტი 2024 12:05
1
გველესიანი შემადგენლობაში რომელიც საქართველოს ჩემპიონატის დონის ჩემპიონატში თამაშობს, გამოვარდებიან ეხალა ირანის ჩემპიონატი წინააო ნეტა რა იცით და საზანოვი შემადგენლობის მიღმა. გენიოსები არიან სანიოლო იაშკა-ხიზანას ტანდემი. როგორ დავიჯერო საბა 15-20 წუთით ვერ ითამაშებდა თუ საჭირო გახდებოდა ვინმეს ჩანაცვლება და რავი ამ ორის დონეში სხვაობას ერეკლეც უნდა ხედავდეს და ჩემი ხიზანა-იაშკაც
nika7
26 მარტი 2024 11:48
9
ირანი მონაწილეობს აზიისა და მსოფლიო ჩემპინატებზე და საკმაოდ წარმატებითაც. მის ჩემპიონატში მონაწილეობენ მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე გუნდები, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით და ჩვენ ჩეპიონატის დონეს როგორ ადარებთ? ეს იმ შეთხვევად მიმაჩნია რაეც მუხრანი ამბობდა „ან უგნური მოყვარეა ან მოსისხლე მტერიაო“. მორალი - როცა საქვეყნო საქმე კეთდება საკუთარ ნაჭუჭში არ უნდა ჩავიკეტოთ
გაიოზი
26 მარტი 2024 13:46
3
„ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია ....“
გიზოგ
26 მარტი 2024 12:29
1
იმედია მოვიგებთ, მაგრამ საბას არდაფასება დიდი იაღლიში მგონია
ლადო
26 მარტი 2024 11:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული