გუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა:

"უპირველეს ყოვლისა, საქართველოს და ვილი სანიოლს გამარჯვებას ვულოცავ. თამაშის დასრულებისას მისი ნახვა ვერ მოვახერხე და მილოცვას გადავცემ.

რთული შეხვედრა იყო. ბიჭები განადგურებული არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ გაუმართლათ. როდესაც ბოლომდე იხარჯები და მარცხდები, ეს ძალიან მტკივნეულია.

ბოლო ორ მატჩში გოლი არ გავუშვით და მაინც ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. მცველებმა პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათი მიიღეს, მავროპანოსი, ხაციდიაკისი და მანდალოსი დაშავდნენ. ოთხი შეცვლა ტრავმების გამო განვახორციელე. ამანაც იმოქმედა. პენალტების სერია
კი იღბალზეა დამოკიდებული.

ახლა ჩემს მომავალზე საუბარი უადგილოა. ამ გუნდის მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. უნდა დავმშვიდდეთ და მომავალზე ვიფიქროთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველაფერი გააკეთეს თუ იმას ჩავთვლით როგორ უხეშად ეთამაშებოდნენ ჩვენს ბიჭებს ცდილობდნენ წაქცევას გამწარებას ესაა ყველაფერი?
ცირა
27 მარტი 2024 22:33
0
საინტერესოა ბერძნული პრესა, რომელიც მატჩის ძალიან ბაქი- ბუქობდა, ეხლა როგორ ჭიკჭიკებს
geo
27 მარტი 2024 15:02
0
სოსო-ს. ისე ამბობ მართლმადიდებელ ქვეყანაშიო, თითქოს სხვა ქვეყანაში მოსულა ან რამეთი უკეთესი იყოს. მართმადიდებელ ქვეყნებზე გაცილებით უკეთესად ცხოვრობენ სხვა კათოლიკური თუ მუსლიმური ქვეყნები.
გივი
28 მარტი 2024 08:15
0
ამაზე,იქ მცხოვრებმა ქართველებმა უნდა მოგვწერონ.
არა მგონია,ჩვენსავით ტრაგედია შეიქმნან.ბოლოს და ბოლოს,მართლმადიდებელ ქვეყანაში,ერთსქესიანი ქორწინება დაუკანონეს და ეგ მიიღეს,პენალტებში დამარცხება,ქვეყნის მაგაზე მეტად დამცირება ხომ ვერ იქნება?!
სოსო
27 მარტი 2024 18:44
2
ჰადესში აუშვეს ცერბერი
ზლატან დროგბა
27 მარტი 2024 13:31
0
ცოდოები არიან, მედეას მაგივრად კესარია მაინც გავაყოლოთ.
გია პაპა
27 მარტი 2024 12:57
0
დიდი სიამოვნებით გიერთდებით, რო ეს "კეასარია-ბესოია" მოგვაშორონ!
გია პაპას.
27 მარტი 2024 13:53
1
გილოცავთ საქართველოოო! თამაშამდე ვწერდი, რომ 10 თამაშიდან, ერთი ხომ ჩვენ უნდა მოვიგოთმეთქი და ის ცხრა, თქვენთვის მიჩუქნიათქვა.
ჰოოდა ისე აგვიხდეს ყველაფერი როგორც ის ნათქვამი ჩვენ აგვიხდა. ახლა მედეაც ჩვენია, ოქროს საწმისიც ჩვენია, ევროპასთან ერთად და მალე
საქართველოც გაბრწყინდებააა!
აბაა ულააა!
მალხაზ ჯობავა
27 მარტი 2024 12:01
2
იასონას უდარი, ბესო და სხვა ჩვენს მიერ ათას ბრუნვაში ნახსენები ხალხი სხვადასხვა სახელით დატროლაობენ :))))))!! ეხლა დაიწყებენ არაბიძე ევროზე წაიყვანეთ თორე ევროს ვერ მოვიგებთ:)))))))))))) არაბიძე და აზაროვი ევროპაზე აუცილებლად წავლენ!! უბრალოდ პლეიოფებში სათამაშოდ ამ ეტაპზე არსებული სპორტული ფორმის გათვალისწინებით არ გამოიძახა სანიოლმა. თორე დიდ ტურნირზე სათამაშოდ, სადაც სულ სხვა ტიპის ფეხბურთს ვითამაშებთ ორივე მოთამაშე იქნება და მაგრადაც ითამაშებენ!! ტიპებმა ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალეს და "მიშაც" დაიჭირეს:)))))))))))
Korsava
27 მარტი 2024 11:50
4
იღბალი არ იყო თქვენს მხარეს, ხარიხას მიხვდა ბურთი, კარში რატომ არ ურტყავდით?
გერმანია
27 მარტი 2024 10:38
28
რა თქმა უნდა მძიმეა და ვუთანაგრძნობ,მაგრამ ეს გამარჯვება,ჩვენ უფრო მეტად გვჭირდებოდა და მეტადაც გვსურდა.მეტმა თავგანწირვამ და ერთად დგომამ მოგვიტანა,ეს გამარჯვება.ზივზივაძემ,5 თვეა,შოკოლადი არ მიჭამიაო!ბერძნებმა კი,მწვრთნელის მითითების მიუხედავად,ქალაქში გაისეირნეს.ამან შექმნა,სხვაობა.დარწმუნებულნი იყვნენ,რომ ფიზიკურ მომზადებაში უპირატესობა,ამ თამაშშიც გაამარჯვებინებდათ,მაგრამ თვითდამშვიდება ძვირად დაუჯდათ.მათზე რა ვთქვა,მეც არ მეგონა,რომ დამატებულ ტაიმებში,ვინმეს გატოკების თავი შერჩებოდა,ჩვენ კი,ბოლო წუთებზე,კინაღამ გოლი გავუტანეთ და მაღალი პრესინგიც კი გამოვიყენეთ,მცირე ხნით.ბიჭებმა იცოდნენ,რომ სახლში,მეორედ ფინალის წაგების უფლება არ ჰქონდათ და არც წააგეს.მოკვდებოდნენ და არ წააგებდნენ.ასეთი გამარჯვებები ქმნის, ძლიერ მენტალიტეტს.
სოსო
27 მარტი 2024 10:26
3
ამ 2 დისლაიკის დამწერის სანათესაოსი ...
alexandre
27 მარტი 2024 13:02
2
კი მეცოდებით, მარა ჩვენს შორის ერთ-ერთი უნდა განადგურებულიყო და ისევ თქვენი განადგურება ჯობდა.
მწარე
27 მარტი 2024 10:19
0
ჩემს წყენინებას, თქვენი წყენინება მირჩევნიაო, ხომ? :))
გოგია
27 მარტი 2024 15:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული