ნეაპოლში განგაშია - "კვარამ" შეიძლება "ატალანტასთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
ნეაპოლურმა პრესამ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შეშფოთებული არიან, რომელიც 109-ე წუთზე შეცვალეს.

calciomercato წერს, რომ "ნაპოლიში" კვარაცხელიას დაშავების გამო განგაშია, რადგან მარცხენა საზარდულის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა ხვალ დილით ნეაპოლში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა 30 მარტს "ატალანტასთან" სერია A-ს 30-ე ტურის საშინაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

tuttonapoli აღნიშნავს, რომ "კვარას" ბერძენი მცველები დაუსრულებლივ ეუხეშებოდნენ და შესაძლოა, უბრალოდ კუნთის გადაღლილობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მე წინა კომენტარებში აღვნიშნე, რომ საქართველო გაივსო გვარგადაკეთებული ბაგრატიონებით და მივმართე ამ საზოგადოების ხელმძღვანელობას რომ დაეწყოთ ყველა ბაგრატიონის შემოწმება [პირველ რიგში საკრებულოდან].ასეთი ქართველები წერენ ხვიჩაზე უარყოფით სტატიებს. ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება. საჭიროა კანონის გამკაცრება და ამ საზგადოებამ უნდა შეიტანოს ეს საკითხი პარლამენტში. ეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხია.
ფიგუ
18:57 28-03-2024
0
კვარაზე რო კაცი იტყვის ვერ თამაშობსო,ფეხბურთის აზრზე არ ხართ და ბურთი საზამთრო გგონიათ,იმიტომ არ მოგწონთ კვარა
სოლომონ მეფეო
23:31 27-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული