ნეაპოლში განგაშია - "კვარამ" შეიძლება "ატალანტასთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
ნეაპოლურმა პრესამ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შეშფოთებული არიან, რომელიც 109-ე წუთზე შეცვალეს.

calciomercato წერს, რომ "ნაპოლიში" კვარაცხელიას დაშავების გამო განგაშია, რადგან მარცხენა საზარდულის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა ხვალ დილით ნეაპოლში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა 30 მარტს "ატალანტასთან" სერია A-ს 30-ე ტურის საშინაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

tuttonapoli აღნიშნავს, რომ "კვარას" ბერძენი მცველები დაუსრულებლივ ეუხეშებოდნენ და შესაძლოა, უბრალოდ კუნთის გადაღლილობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მე წინა კომენტარებში აღვნიშნე, რომ საქართველო გაივსო გვარგადაკეთებული ბაგრატიონებით და მივმართე ამ საზოგადოების ხელმძღვანელობას რომ დაეწყოთ ყველა ბაგრატიონის შემოწმება [პირველ რიგში საკრებულოდან].ასეთი ქართველები წერენ ხვიჩაზე უარყოფით სტატიებს. ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება. საჭიროა კანონის გამკაცრება და ამ საზგადოებამ უნდა შეიტანოს ეს საკითხი პარლამენტში. ეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხია.
ფიგუ
28 მარტი 2024 18:57
0
კვარაზე რო კაცი იტყვის ვერ თამაშობსო,ფეხბურთის აზრზე არ ხართ და ბურთი საზამთრო გგონიათ,იმიტომ არ მოგწონთ კვარა
სოლომონ მეფეო
27 მარტი 2024 23:31
0
რას ჰქვია ისე ვერ ითამაშა კვარამ? ყველაზე მაგრად ითამაშა! კვარა მუდამ აკავებდა სამ მცველს და ბერძნები ისე ვეღარ გვიტევდნენ 110 წუთი, სამი მარტო ყვითელი აღებინა!!! რომ არა კვარა, ბერძნების შეტევა უფრო მაისური იქნებოდა და არ ვიცი, გავუძლებდით, თუ არა.. აკი, კვარა გავიდა და შემოგვიტიეს და კინაღამ გავიტანეს! უბრალოდ, მატჩის ბოოლო იყო და ბერძნებსაც აღარ ჰქონდათ ძალა შერჩენილი... გაუმარჯოს ჩვემს სამშობლოს საქართველოს!!!
მამუკა კვარაცხელია
27 მარტი 2024 14:38
2
კვარას რო არ დაეკავებინა მცველები ის თვრამეტი ნომერი რო აიწყვიტავდა ვინ იყო ნაკრებში იმის შემკავებელი ???
Tem
28 მარტი 2024 14:35
0
ეს ზედაპირული ხალხის კომენტარებია, ან არაკეთილგანწუყობილების სხვადასხვა მიზეზით. მაგათთან ლაპარაკი კედელს ცერცვი შეაყარეო. სანიოლზეც ფილოსოფოსობენ სანიოლი არაფერ შუაშია, ევროზე მარტო ფეხბურთელების და გულშემატკივრის მონდომებამ გაგვიყანაო))) ელაპარაკე ეხლა მაგათ სერიოზულად!
გიორგი
27 მარტი 2024 18:52
0
ლიდერის ხვედრია თავის თავზე აიღოს წნეხი (უზარმაზარი წნეხი ამ შემთხვევაში) და თანაგუნდელები გაათავისუფლოს ნაწილობრივ, ამ პრობლემისგან.
ხვიჩას ეტყობოდა მხრებზე ტვირთის სიმძიმე, მაგრამ ბოლომდე გმირულად იდგა და ეწეოდა ჭაპანს.
ამასთან, ამდენი უხეშობა, იქ სპეციალურად მოქნეული იდაყვი მთელი ძალით სახის არეში, იქნებ ვეღარ შეძლოს თამაშის გაგრძელებაო.
შეძლო წამოდგა და გაუძღვა წინ გმირებად ქცეულ თანაგუნდელებს.
თვითონ შეიძლებ ღირსშესანიშნავი იმდენი ვერაფერი გააკეთა, მაგრამ სამაგიეროდ სხვებმა შეისხეს ფრთები მის მიერ ტვირთ შემსუბუქებულებმა.
აი ეს არის სამაგალითო წინამძღოლი.
გაუმარჯოს საქართველოს!
თენგო
27 მარტი 2024 12:54
3
დვალი სერია ა-ში, ქოჩორა პრემიერაზე, ჩაკვე პრემიერლიგაში, ჩვენი ბიჭები ტოპ ლიგაში, წინ ქართველთა თავგადასავლების დრო იწყება
Badiri
27 მარტი 2024 12:31
0
ახლა მართლა დავიჯერე რომ დვალს კაი ფეხბურთის თამაში შეუძლია
Tem
28 მარტი 2024 14:38
0
აქ ზოგიერთმა აღნიშნა,ეს კვარას საუკეთესო მატჩი არ იყოვო.ერთ თამაშში,სამ მეტოქე აჰკიდა ყვითელი ბარათი და 22 წუთზე,აშკარად გამოჩნდა,რომ სრულიად მიზანმიმართულად,მოქნევით ჩაარტყეს სახეში იდაყვი.მსაჯმა ჯარიმაც კი არ დანიშნა,თუმცა ვარი ვალდებული იყო ენახა ეს ეპიზოდი,წითელ ბარათზე.სრულიად აშკარად,მიზანმიმართული მოძრაობა გააკეთა მცველმა და დამიზნებით დაარტყა.გვერდითი მსაჯიც იქვე იდგა და რეაგირების გარეშე დატოვა,ეპიზოდი.ამ გაფრთხილებებიდან,ერთი ბარძაყის არეში მიღებული ძლიერი დარტყმაც იყო და შესაძლოა სწორედ ის გახდა,მატჩის ბოლოს, ხვიჩას კუნთის დაზიანების გამო შეცვლის მიზეზი.ცოტაა?ეს მატჩი,ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებელი ტურნირის ფინალი იყო ასეთი დონის,დაძაბულობის მატჩში,მეტოქის დაცვის ასე შეზღუდვა,ნამდვილად არ არის ცოტა.მოედნის ცენტრში,ბერძნებმა უპირატესობა მოიპოვეს და წინა ხაზზე მწვავე პასებით მომარაგება გაგვიჭირდა,თორემ ...გუნდების ფიზიკურ მომზადებაში სხვაობა,მაინც მოქმედებდა თამაშის მიმდინარეობაზე.ჩაკვე და კიტე ერთად შეცვალა სანიოლმა და სახეზეც ეტყობოდათ,როგორ ბოლო წვეთამდე იყვნენ ენერგიისაგან დაცლილები.საბერძნეთი, რეიტინგში ჩვენზე მგონი 27 ადგილით წინაა და ეს წინყოფნა,მათთვის არავის უჩუქებია,თავისი თამაშით აქვთ მოპოვებული.ესეც კიდევ უფრო ფასეულს ხდის,ჩვენს გამარჯვებას და ბიჭების თავდადებას.
პ.ს.ეს გამარჯვება,ისეთ მუხტს და თავდაჯერებას მისცემს,საქართველოს ნაკრებს,რომ დარწმუნებული ვარ,ევროპის ჩემპიონატზე,საგრძნობლად უკეთესი გუნდი გვეყოლება.ჩვენი ფეხბურთელებით,უფრო ძლიერი კლუბებიც დაინტერესდებიან და ესეც ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.ეს რამდენად გვეყოფა,რეიტინგში ჩვენზე საგრძნობლად წინ მყოფ ჩვენ მეტოქეებთან არ ვიცი,მაგრამ იქაც ბოლომდე რომ დავიხარჯებით,ამაში დარწმუნებული ვარ.
დღეს,დღევანდელი ვიზეიმოთ,ხვალისა კი,ხვალემ იცოდეს.
სოსო
27 მარტი 2024 10:11
1
სასიხარულო რეალობა
suxumchanin
27 მარტი 2024 11:26
0
მართალი ხარ ეგეთი შადიმანები აფუჭებენ ამინდს საერთოდ ყველგან ხვიჩას არავიზე ნაკლებად არ უთამაშია არც სამი ყვითელია ცოტა და ბევრი ისეთი მომენტი რომელიც მსაჯმა ვერ დაინახა უბრალოდ ვინც წერს იმას რომ ჩაკვეტაძემ და ხვიჩამ არაფერი აკეთეს და რომ გამოცვალეს მერე გაეშვა გუნდი ისინი ჩვეულებრივი დილეტანტებია აბა ახლა ორ დასვენებულ კაცს რომ შეიყვან თან ზურიკოსნაირს და რა ბერძნები არ დაიღალნენ? კიდევ ცოტა გაუგორეს მე ასე მგონია გული მწყდება იმაზე რომ ასეთი გამარჯვების ფონზე ვინმე კიდევ კრიტიკოსობს
გიორგი
27 მარტი 2024 10:41
2

სიახლეები პოპულარული