სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა საბერძნეთის ნაკრებთან ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.

"მინდა საქართველოს ნაკრებს ეს დიდი წარმატება მივულოცო. მათი ევროზე გასვლა ყველა ადამიანისთვის სასიხარულოა, მათ სამშობლოში ფეხბურთით კიდევ უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება.

იყო ჩივაძის და კალაძის ეპოქა, ახლა ხვიჩას და სხვა ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეების ეპოქაა. კვარაცხელია ყველა მატჩს მაღალ დონეზე ატარებს. გუშინაც დავინახეთ, როგორ იბრძოდა თავისი გუნდისთვის. ვთვლი, რომ ევრო ხვიჩასთვის ყველაზე მაღალ ტურნირზე თავის წარმოჩენის კარგი შანსია", - ციტირებს სიომინს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 19 /
კახა იყო და რჩება ყველაზე წარმატებულ ქართველ ფეხბურთელად. მან ყველწზე მეტი ჯილდო მოიგო მილანის შემადგენლობაში. მაგრამ ქართულ ფეხბურთში არც საკლუბო არც სანაკრებო დონეზე არასოდეს ყოფილა კალაძის ეპოქა. იყო მესხის, ღოღობერიძის, ყიფიანის ეპოქები მარა კალაძისა არასოდეს და თავს ნუ მოვიტყუებთ. კახა იყო ძალიან მაგარი სპორტსმენი მაგრამ ვერ იყო ლიდერი. ეს იყო ფაქტი, ვერც ნაკრებში და ვერც მილანში კახა ლიდერი არ იყო. ჩემი პატივისცემა კახა ფეხბურთელს, მე იე მეამაყებოდა ძალიან და მიყვარდა, მაგრამ სიმართლე უფრო ყველაფერზე მეტად მიყვარს. ამიტომ ვფიქრობ მამარდას და კვარას ეპოქა იწყება ნაკრებში.
G.LA
21:05 28-03-2024
0
ხალხს რა მოკლე მეხსიერება აქვს, ან რა ბიღმის ბუკეტები არიან ეს ყ... ბიჭო ერთა ლიგის ჯგუფი პირადად მოიგო ხვიჩამ და ბოდიშით ეხლა, რო ბერძნებს გოლები ვერ შეუყარა, შვედებს ბინ გაუტანა 2 გოლი შოტლანდიას ვინ გაუტანა ასევე 2 გოლი, ნაკრებში უკვე 15 გოლი და 8 ასისტი აქვა, გამოვაკლოთ ეხლა ნაკრებს ეს 15 გოლი 8 ასისტი და სად ტ.. იქნებოდა ჩვენი ნაკრები მაგას მაინც მიხვდებით
გოგა
20:45 28-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული