ევრო 2024. ნაკრებების განაცხადი, შესაძლოა, 26 ფეხბურთელამდე გაიზარდოს

AutoSharing Option
The Athletic-ის ცნობით, უეფამ შეიძლება ევრო 2024-ზე ნაკრებებს განაცხადში 23-ის ნაცვლად 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება მისცეს.

უეფამ მხედველობაში ზოგიერთი ნაკრების მწვრთნელის კომენტარი გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილებას 8 აპრილს კონგრესზე მიიღებს, რომელსაც ტურნირის ყველა გუნდის წარმომადგენელი დაესწრება.

2020 წელს უეფამ ნაკრებებს ევროპირველობაზე განაცხადის გაზრდის უფლება კოვიდპანდემიისას გადატვირთული კალენდრის გამო მისცა, ერთი წლის შემდეგ კი ფიფამ გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატზე  განაცხადში ასევე 26 მოთამაშის შეყვანის ნება დართო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რაო? მარადაშვილიო? მარადაშვილი არა კავაზაშვილი კიდევ? ამდენი ნიჭიერ ბიჭები მოდიან საქართველოში და პანტას ვეძებთ თურშაულლის პატრონი
5
ხოჭოლავა თუ მორჩა და ძველი ფორმა დაიბრუნა 26-ში კი არა ძირითადში უნდა იყოს, თუ ვერა მაშინ რა აზრი აქ საერთოდ შეყვანას.
შახრუდინს
01:19 29-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული