The Athletic-ის ცნობით, უეფამ შეიძლება ევრო 2024-ზე ნაკრებებს განაცხადში 23-ის ნაცვლად 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება მისცეს.
უეფამ მხედველობაში ზოგიერთი ნაკრების მწვრთნელის კომენტარი გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილებას 8 აპრილს კონგრესზე მიიღებს, რომელსაც ტურნირის ყველა გუნდის წარმომადგენელი დაესწრება.
2020 წელს უეფამ ნაკრებებს ევროპირველობაზე განაცხადის გაზრდის უფლება კოვიდპანდემიისას გადატვირთული კალენდრის გამო მისცა, ერთი წლის შემდეგ კი ფიფამ გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატზე განაცხადში ასევე 26 მოთამაშის შეყვანის ნება დართო.
კიდევ ერთი კარგი ინფორმაცია - სანამ ჟურნალისტებს "ძინავთ": ნიკამ ნაპოლიში აზიზას მოუგო 2:1. თამაშს ვიღაც სპორტულ ფორმაში "ჩაფუთნული" ესწრებოდა მარჯვენა მხარეს სკამზე იჯდა - კვარას მივამსგავსე.