ილია თოფურია: ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდანაც გავალთ

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავის "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული იყო და გადამწყვეტი პენალტის სურათები გამოაქვეყნა:

"ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ".

თოფურიამ ლუქსემბურგთან პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ "დინამო არენაზე" საჩემპიონო ქამარი წარადგინა და განაცხადა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ილია! ძალიან მშრალად, ხომ არ გვილოცავ? საწყენია!
გია
29 მარტი 2024 14:52
7
ილია გენაცვალე გულში და მადლობა იმისთვის რასაც აკეთებ!
მაგრამ ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა მილოცვა?
ესე მცირე კომენტარი და არც ერთი სიტყვა “გილოცავთ” მხოლოდ ის რომ ეჭვი არ გეპარებოდა და ჯგუფიდანაც გავალთ!
ეს იმ ფონზე, რაც ჩამოხვედი და პრემიერიდან დაწყებული, ღირსების ორდენით დამთავრებული უამრავი დამსახურებული ჯოლდო მიიღე და შეხვედრა გამართე, თუმც არც ერთი ამის ამსახველი ფოტო ან ვიდეო არ გიდევს საკუთარ იმსტაგრამზე!
არ მინდა ჭორაობა გამომივიდეს და არ მინდა შეთქმულების თეორიებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია რაღაც ვერ არის თავის ადგილზე.
არ ვიცი ვინ რა გაწყენინა და რა მოხდა, ისკი ვიცი რომ
ნამდვილად “არ გაგვიჭირდებოდა”!
თუმც არის მეორე მომენტი!
ვინც არ უნდა გაგანაწყენოს ქართველ რიგით გულშემატკივარს უყვარხარ და გაფასებს, ამიტომ მგონია რომ ეს რიგითი გულშემატკივარიც იმსახურებდა და იმსახურებს ყველასგან მილოცვას, მათ შორის ილია თუფურიასგან!
წქრმატებები ყველა ქართველს!
ირაკლი
29 მარტი 2024 12:22
5
მთავარია ბიჭებმა წნეხის გარეშე ითამაშონ, მათგან ჯგუფიდან გასვლას არავინ არ ითხოვს და ის დაძაბული ფონი რაც ამ ორ თამაშს ახლდა თან იქ აღარ იქნება, ამიტომ მთავარია ფეხები არ აუკანკალდეთ თითოეული თამაშის წინ და პირველ 15 წუთში გოლი არ გაუშვან, შემდეგ უკვე თავდაჯერება შეემატებათ.სანიოლს დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს შემდეგ სამ თვეში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფსიქოლოგიურად მყარად განაწყოს გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის. ერთი პატარა სასწაული იქნებ კიდევ მოვახდინოთ
მამუკა
29 მარტი 2024 11:49
1
არც თურქეთია და არც ჩეხეთი ექსტრა კლასის გუნდები. შოტლანდიას და ნორვეგიას თუ ფრე გავუგორეთ, საბერძნეთი თუ გამოვაგდეთ, რატომ არ შეიძლება სათანადო შემართების პირობებში, რომ ჩეხეთთან და თურქეთთან ჯამში თუნდაც 4 ქულა ავიღოთ, რომელიც დიდი ალბათობით გამსვლელი იქნება ჯგუფიდან. შესაძლოა არავინ დააკვირდა ამ მომენტს, მაგრამ განრიგიც ჩვენდა სასიკეთოდ დალაგდა, რადგან პორტუგალიას ბოლო ტურში ვხვდებით, და დიდი ალბათობით მანამდე მერვედფინალის საგზურ განაღდებულმა გუნდმა, შეიძლება დიდად არც მოიკლას თავი ჩვენთან, რაც ჩვენს შანსებს ერთი ორად გაზრდის. ასე რომ სავსებით რეალურია ილიას პროგნოზი. ისე კი პირადად მე ამაზე უკეთეს ქვეჯგუფს ვერც ვინატრებდი ჩვენებისთვის. დანარჩენი ბიჭებზეა...
pablo
29 მარტი 2024 09:29
2
შანსი გვაქვს ნამდვილად.
ამისთვის საჭიროა ვისწავლოთ თამაშის მოგება. ფრეებით ვერ გავალთ.
ფაქტი სახეზეა საქართველომ ვერ შეძლო. შოტლანდიის. ნორვეგიის და საბერძნეთის დამარცხება ძირითადში.
ამიტომ რაღაც უნდა შეიცვალოს
Las
29 მარტი 2024 08:37
0
ჯერ რაიმეს თქმა გამიჭირდება,თუმცა თურქებთან მოგება შესაძლებელია.მაგარი არასტაბილური გუნდი ყავთ,აგერ ამხანაგურში შერცხვნენ და განადგურდნენ. ლატვიამ უქამბექა მაგ გუნდს და რატომ არა ჩვენ. ხასიათის გუნდია და ნებისმიერის მოგება შეუძლია,ასევე ნებისმიერთან წააგებს. ჩეხები დისციპლინირებული გუნდია,სტანდარტების გამოყენების უნარით და ცოტა გაჭირდება,თუმცა ჩვენი რა მიდის,ცდას წინ რა უდგას. აი,პორტუგალია ძალიან ძლიერი გუნდია,ერთერთი ფავორიტია და ალბათ ფინალს უმიზნებენ,თუმცა მესამე ტურში გვიწევს თამაში,ძალიან მარტივად მეორე შემადგენლობას გამოიყვანენ და ძალების დაზოგვას დაიწყებენ,რაც ჩვენი შანსია. მაინც ძლიერია,თუმცა უფრო მეტი შანსი გვაქვს,ვიდრე ძირითად გუნდთან. მთავარია,წნეხის გარეშე ვითამაშოთ და ტრავმები ავირიდოთ თავიდან,ყველაფერი შესაძლებელია.

ერთ საკითხს შევეხები,ბილეთების გაყიდვა ფედერაციამ აიღო თავის თავზე და უკვე დიდი კითხვის ნიშანია,რამდენად სამართლიანად მოხდება რეალიზაცია. ამხელა ზეიმი არის ქვეყანაში და ყველას დაავიწყდა ის უსამართლობა,რაც ამ თემას თან ახლდა. მე ალბათ ვერ წავალ,თუმცა ადამიანებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა ბილეთის ყიდვის თანაბარ პირობებში,არ უნდა მოხდეს ჯიგრული პონტები და სამართლიანად უნდა მოხდეს გაყიდვა. დიდი იმედი არ მაქვს,რომ ასე იქნება,რადგან სჩვევიათ ყველაფრის გაუფასურება და თავის თავზე მორგება. რამდენადაც ცნობილი გახდა,44000 გაყიდული ბილეთი გატარდა და დანარჩენი 11000 შეეტენათ გადამყიდველებს,რაც დანაშაულია ერის წინაშე. უბრალოდ,არ შეიძლება ფანი ფანს ასე მოექცეს,არ მისცეს უფლება დაესწროს თამაშს,ეგეთი რამე არსად არ ხდება. მაგალითისთვის,ლივერპულში იყო თამაშზე წასული ჩემი ახლობელი და ადგილობრივმა ფანებმა დიდი დახმარება გაუწიეს,უზრუნველყვეს საცხოვრებლით და ეს იცით რატო გააკეთეს? იმიტომ რო ფანები არიან და ფანები ერთმანეთს აფასებენ,ეხმარებიან. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ასეა,მხოლოდ საქართველოში და ალბათ,ბანგლადეში ხდება ისე,რომ ფანებს საშუალებას არ აძლევენ მოედანზე შევიდნენ. სულ მახსენდება დრო,როცა არავინ არ დადიოდა სტადიონზე და ჩემნაირი ხალხი იქ იყო,არავისგან მადლობას არ ველი,ავღნიშნავ უბრალოდ. როცა უ-17 თამაშობდა და ევროზე გავედით,მაშინ ლოკომოტივი ცარიელი იყო.არადა ინგლისს მოვუგეთ,ესპანეთთან ფრე გავახერხეთ და უკრაინას მოვუგეთ.სამივე თამაშზე გახლდით და ცარიელი ტრიბუნების ქვეშ იყო თამაში ფაქტიურად. უბრალოდ,იმ ხალხს ვახსენებ,რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთს უყურებდნენ ადამიანები და სულ დადიოდნენ სტადიონზე,ხოლო ახლა ეს ხალხი დარჩა გარეთ,რადგან ვიღაცამ ჩაწყობით იყიდა ბილეთი,რადგან სელფაობა მოეწყოთ იქ. არასოდეს არ წავსულვარ ჩაწყობით თამაშზე,არც წავალ არასოდეს. ფანკლუბში ვიყავი,საწევროს ვიხდი და ბილეთები "უფასოდ"გვქონდა ხოლმე. არ მჭირდება მადლობა,უბრალოდ სამართლიანად გაყიდეთ ბილეთები ამის დედაც ვატირე და ნამდვილ ფანებს მიეცით უფლება დაესწროს თამაშს,რასაც ამდენი ხანი ელოდა,ამის იმედით დადიოდა სტადიონზე და ახლა არის შანსი გარეთ დარჩნენ.
იასონას უდარი
29 მარტი 2024 08:01
2
შენაირი ტროლი მანჟეტების ხო სჭირდებათ. რას გიხდიან ასეთ რო სულ იმათ დაცვაში ხარ? უხეში გათვლა იყო,თუმცა რამდენში არის ცდომილება,500 ბილეთში? ან ბერძნები ბილეთის გარეშე შევიდნენ და არ მოხდა მათი ბილეთის გატარება? სირცხვილია,გამოდგები და იცავ უნამუსო ხალხს,რაც მაფიქრებინებს რო შენც ეგეთი ხარ
pepelu-ს
30 მარტი 2024 06:47
0
და აი შენც გამოჩნდი :))))))))))) 11 ათასი და 44 ათასი ჯამში 55 ათასია რამდენდაც დინამო ფიზიკურად ვერ იტევს!!:)))))))) ამას გარდა 2500 ბილეთი ბერძნების კვოტა იყო!! ამას დამატებული სპონსორების, ჟურნალისტების, მოწვეული სტუმრების, ფეხბურთელების და მათი ახლობლების, ლოჟის ხალხის ბილეთები და მარტივი არითმეტიკით გამოვა რომ რა ციფრებიც ახლა შენს კომენტარში დაწერე ჩვეულებრივი ტყუილია!!! ეგ ციფრები ფიზიკურად ვერ იარსებსბ!!!:))))))))) ნუ იტყუები სტატისტიკა მოიპოვე და სიმართლე დაწერე! გადამყიდველები რომ უნამუსი ხალხია მაგას რად უნდა ბევრი ლაპარაკი!!!! არაბიძეს და აზარას წაიყვანს და მაგ ბიჭებს შენნაირების დაცვა არ ჭირდება!:))))))))))))
Pepelu
29 მარტი 2024 09:39
3
მეოცნებე არვარ მარა ჩეხეთთან და თურქეთთან ნამდვილად ღირს ბრძოლა და დიდია შანსი რო გავიდეთ კიდევაც
kvara
29 მარტი 2024 03:45
2
და რატომაც არა?!... 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის და ჩვენი და უკრაინის ჯგუფებში ყველაფერი მოსალოდნელია. აბა, ალბანეთმა რაღა ქნას, ჯგუფში ესპანეთი, იტალია და ხორვატია ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ტურისტებად ჩასვლას არც ეგენი გეგმავენ... ჩვენ კი ჩვენ შანსს უნდა ჩავებღაუჭოთ და ივნისამდე ნაკრებში არსებული ხვრელები მაქსიმალურად ამოვავსოთ, სხვა რომ არაფერი, აგერ ახალგაზრდულის ისეთი მაგალითი გვაქვს, ნამდვილი სიკვდილის ჯგუფიდან რომ გაჯლიგინდნენ პირველი ადგილით... საინტერესოა, ილია თოფურიას მეტს არავის მოუვიდა ეს აზრად, თუ UFC-ს ჩემპიონს, უბრალოდ, ნაკლები "სპროსი" აქვს?!...
დდდ
29 მარტი 2024 01:32
2
თქვენ გენაცვალეთ ცისფერსისხლიანებოო !
მალხაზ ჯობავა
29 მარტი 2024 00:56
5
შენ პირს - შაქარი, ილია!
მანფრედ კალცი
28 მარტი 2024 23:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული