1-ელი მეტოქე - ყველაფერი თურქეთის ნაკრებზე და სასტარტო მატჩის მნიშვნელობა...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა დორტმუნდში, "ბორუსიას" ლეგენდარულ სტადიონზე, "სიგნალ იდუნა პარკზე" ჩატარდება.

ისტორია

თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს გავიდა. მათ ბოლო 8 ევროპირველობიდან ექვსში მიიღეს მონაწილეობა, რაც სერიოზული მიღწევა და გამოცდილებაა. აღსანიშნავია, რომ 1996 წელს ნაკრებში მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაწილეები თამაშობდნენ. ამ დროს თურქული ფეხბურთის განვითარებაში თავისი წვლილი შოთა და არჩილ არველაძეებმა შეიტანეს, რომლებიც "ტრაბზონში" გამორჩეულები იყვნენ და ამას იქაურებიც აღიარებენ.

შოთა და არჩილი "ტრაბზონში"

Sportall.Ge

თურქებმა პლეი-ოფში პირველად 2000 წელს გააღწიეს,
როცა მათ ჯგუფში იტალია, თანამასპინძელი ბელგია და შვედეთი ჰყავდათ. ეს იყო გუნდი, რომელიც არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელით იყო დაკომპლექტებული და 2 წლის შემდეგ კორეა-იაპონიის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება პირველ წარმატებასა და 2000 წელს, პირველ ტურში იტალიელებთან (1:2) დამარცხდნენ. ინძაგისა და კონტეს გოლებს მხოლოდ ოქან ბურუქმა უპასუხა, მაგრამ ოთხეულიდან გასვლა შეძლეს. მეკარე რუშთუ რეგბერი, უმით დავალა, ემრე ბელოზოღლუ, ჰასან შაში, ილდირაი ბაშთურქი, ჰაქან შუქური... - ამ დროის ნაკრებში მართლაც ვარსკვლავები თამაშობდნენ.

მომდევნო წარმატება მუნდიალის ბრინჯაოდან ექვსი წლის შემდეგ მოვიდა. ფათიჰ თერიმის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თურქეთის ნაკრებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე გააღწია.

ლეგენდარული რუშთუ რეგბერი

Sportall.Ge

ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა, თურქებმა და ჩეხებმა, ევრო 2008-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუვიწყარი მატჩი გვაჩუქეს. ჩეხები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, 89-ე წუთზე კი ნიჰათ კაჰვეჩიმ საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა და გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა. არანაკლები ამბები ხდებოდა უკვე ხორვატიასთან მეოთხედფინალში. ხორვატებმა გოლი დამატებითი დროის ბოლოს, 119-ე წუთზე გაიტანეს და თითქოს ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ სემიჰ შენთურქმა შეხვედრა პენალტებში გადაიყვანა, სადაც თურქებმა გაიმარჯვეს.

ურთიერთშეხვედრები

თურქეთისა და საქართველოს ნაკრებები პირველად ერთმანეთს 2002 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. ჩვენს მოწინააღმდეგეებს მაშინ ძლიერების პიკი ედგათ, ცოტა ხნით ადრე მსოფლიო ჩემოიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ტრაბზონური დაპირისპირება მათი გამარჯვებით (3:0) დასრულდა. ამავე სტადიონზე უკვე ოფიციალური, მსოფლიოს 2006 წლის შესარჩევ შეხვედრაში ფრე (1:1) დაფიქსირდა - მალხაზ ასათიანმა 85-ე წუთზე რუშთუ ბადეში გაახვია.

საქართველო - თურქეთი 2:5

Sportall.Ge

თბილისურ დაპირისპირებაში ბევრი რამ მოხდა. მეკარე აკაკი დევაძემ შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო და ცოტა ხნით გონებაც დაკარგა. მოედნის დატოვება ოთარ ხიზანეიშვილსაც მოუწია. საწყის 20 წუთში ყველაფერი ეს და ანგარიში 1:3 "ჩაეტია". ალენ ჟირესის გუნდმა იბრძოლა, ალექსანდრე იაშვილმა ტაიმის ბოლოს ანგარიში შეამცირა, მაგრამ სხვა ვერაფერი შეძლო - 2:5. ამ მატჩში გოგიტა გოგუა გააძევეს. ამის შემდეგ თურქებთან ამხანაგურ შეხვედრებში ჯერ გავიმარჯვეთ და შემდეგ დავმარცხდით.

დღევანდელი გუნდი

ცოტა ხნის წინ თურქეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან (1:6) განადგურდა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ვინჩენცო მონტელას ფეხბურთელებს არასტაბილურობა სჩვევიათ, თუმცა ჩვენი მეტოქეები დიდ ფორუმებზე ყოველთვის ახერხებენ, გარკვეული თამასა ეჭიროთ.

თურქეთის ნაკრები ბურთს კარგად ფლობს და ეს თითქმის ყველა მეტოქესთან გამოსდის, მაგრამ მათ თავის დაცვაც მშვენივრად შეუძლიათ. ამის საილუსტრაციოდ ერთ შეხვედრაზე გეტყვით. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქებმა სტუმრად ხორვატიას (1:0) აჯობეს. პირველ ნახევარში გაიტანეს და მეორე 45 წუთში ხორვატების შეტევების მოგერიება უწევდათ. მონტელას გუნდს მთელი ტაიმის განმავლობაში კუთხური არ ჩაუწოდებია და ბურთი 39 პროცენტით ეჭირა. ამის მიუხედავად, გატანა მაინც შეეძლო. ეს ნიშნავს, რომ კონტრშეტევებზეც სახიფათო გუნდია.

მონტელა ხშირად 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს. როცა მინდვრის ცენტრში ორი ფეხბურთელი ჰყავთ, ერთ-ერთი აუცილებლად მკვეთრად ჩამშლელი სტილისაა.

ცენტრში ჩვენთან თამაშის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სალიჰ ოზჩანია, რომელიც საკუთარი გუნდის, "ბორუსიას" სტადიონზე ითამაშებს. მის გვერდით კი ჰაკან ჩალჰანოღლუ იქნება, რომელსაც "ინტერში" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა ბოლო მატჩებში მოსაწონი იყო როგორც ართმევის, ასევე შექმნის ასპექტში და ბურთის გაკონტროლებასაც ახერხებდა, მაგრამ მეორე ტაიმსა და დამატებით დროში დაღლილობა აშკარად დაეტყო. ევროპის ჩემპიონატი სულ სხვა დონის ტურნირია, სადაც კიდევ უფრო მეტი იქნება საჭირო.

თურქეთის ნაკრების დაცვის მარცხენა ფლანგი "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელს, ჩენგ ოზქაჩარს აქვს ჩაბარებული. მას ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

არდა გულერი "რეალში"

Sportall.Ge

მართალია, მადრიდის "რეალში" ჯერჯერობით ცოტას თამაშობს, მაგრამ თურქებს ჰყავთ 19 წლის არდა გულერი, რომელსაც როგორც გატანა, ასევე მნიშვნელოვანი პასების შესრულება შეუძლია. ფორვარდის პოზიციაზეც პერსპექტიული ფეხბურთელია, ტურინის "იუვენტუსის" 18 წლის წევრი კენან ილდიზი...

რა თქმა უნდა, თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში მხარდაჭერა არ მოაკლდება და მნიშვნელოვანია, მის გარეშე არც ჩვენი ნაკრები იყოს. არსებობს ტერმინი "გერმანიის თურქობა" და ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულებში მილიონობით ადამიანი გადასახლდა, დორტმუნში კი მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია.

თურქეთის ნაკრებთან დაპირისპირება 18 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 40 /
4 ივნისს 23:00 თურქეთი ეთამაშება იტალიას.
რომელიმე არხი აჩვენებს???
პროფესტო
03 ივნისი 2024 22:41
1
ლაივბალლ.. ზე ცადე ოღონდ ლათინურად აკრიფე გუგლში.
G.LA
04 ივნისი 2024 03:40
0
ამდენ ლაპარაკს, სჯობს მოკლედ ვთვათ. თურქებთან ფრეს თუ მივაღწიეთ, ეს კარგი შედეგია. დიდი ალბათობით პორტუგალია პირველ ტურში ჩეხებს მოუგებს. ამ ორი შედეგიდან გამომდინარე ჩეხებმა მეორე ტურში უნდა შეგვიტიონ. ამ დროს მათი მთავარი კოზირი სისწრაფე და სტანდარტული სიტუაციებია. თუ შევძლებთ თამაშის ჩაკეტვას, უაზრო ჯარიმებს ავირიდებთ და კუთხურებზე არ შევცდებით, წინ შანსი გამოჩნდება. ბოლო-ბოლო აქაც ფრე რომ ავიღოთ, არის შანსი მესამე ადგილით გასვლის. მოკლედ, არ არის საჭირო ბაქი ბუქი. ეს გეგმა უნდა შევასრულოთ.
ჰაჰა
03 ივნისი 2024 21:02
3
თურქებზე გაბრაზებულ გულშემატკივარს.
ისე მეც გერმანიაში ვცხოვრობ და ერთადერთი ვისზეც მეტნაკლებად შემიძლია კარგი ვთქვა ისევ ჩვენი კავკასიის რეგიონის მეზობლებია.
ან რა უნდა ითქვას როცა ყველაზე მეტად ქართველთან ურთიერთობას უნდა აარიდოს კაცმა თავი.
მე არ ვფიქრობდი ასე და სულ ვეხმიანებოდი ყველას,მაგრამ ბოლო 2 წელი ისეთი რაღაცეები ვნახე რო გადაჭრით შემიძლია ვთქვა
ევროპაში ქართველებთან არ იკონტაქტოთ.
დისლაიქებს და კომენტარზე პასუხს ჯობია დაფიქრდეთ,იქნება მართალი ვარ
ემიგრანტი
03 ივნისი 2024 15:51
4
Wikipedia:
2004 წლის 11 აგვისტოს, საქართველოში ვიზიტის დროს რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა: "მეც ქართველი ვარ. ჩვენი ოჯახი ბათუმიდან რიზეში გადავიდა საცხოვრებლად". მაგრამ ამის განცხადების შემდეგ თურქული არხის NTV-ს ეთერში 2007 წელს მან უარყო ეს და განაცხადა, რომ ქართული წარმოშობა არ აქვს და თურქია.
რეალობა
03 ივნისი 2024 14:07
3
ვინჩენცო მონტელა როგორც ფეხბურთელი თავხედი ტიპი იყო. როგორც კი შეამჩნევენ თურქები, რომ ჩვენ უფრო მაგრები ვართ, დაიწყებენ მაიმუნობას. მონტელა დაარიგებთ, რომ პროვოკაციები დაიწყონ.
რეალობა
03 ივნისი 2024 13:58
1
Yoko Ono შენ ალბათ ჯონ ლენონთან სექსით იყავი დაკავებული როდესაც მონტელა თავხედობდა
Yoko Ono-ს
04 ივნისი 2024 02:22
0
მონტელა თავხედი? კასანოში და ტოტიში ხომ არ გეშლება ფარფატა "აეროპლანინო"დდდ, ისე რა ვიცი შეიძლება იყო კიდეც, მარა მე არსად მსმენია მსგავსი.
Yoko Ono
03 ივნისი 2024 20:53
2
ლაზების იმედი ნუ გექნებათ. თურქეთის პრეზიდენტიც ლაზია, მაგრამ ის საქართველოს არაფერს დაუთმობს, იმიტომ რომ თურქეთის საქმეს აკეთებს.
ერდოღანის ბიოგრაფია
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A4_%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A4_%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98
რეალობა
03 ივნისი 2024 13:53
6
ლაზებმა იციან რომ საქართველოს ნამრებში ბევრი მეგრელი თამაშობს და მათ ძალიან კარგად იციან თუ ვინ არიან მეგრელები და ლაზები ერთმანეთისთვის,სხვა საქმეა ის რომ ისინი თურქებში ასიმილაციას განიცდიან ისევე როგორც მეგრელები ქართებში,მოკლედ რთული სიტუაციაა ...
სოსო
03 ივნისი 2024 14:16
27
იყო დრო, ჩვენი დინამო ამხანაგურ შეხვედრასაც არ ატარებდა თურქეთის გუნდებთან, რადგან არ ვთვლიდით მაგათ გუნდებს სრაფრად. მერე ბევრი ფული ჩაიდო და ამოქაჩეს.
ზაკო
09 აპრილი 2024 01:37
1
მოგახსენებთ, დიდი ხანია ვიმყოფები უცხოეთში , კერძოდ - გერმანიაში.
თურქები აქ მრავლად არიან, ვფიქრობ, ყვეკამ იცით. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში დადავლეთ გერმანიის მთავრობამ გამარტივებული ვიზები გასცეს მაგ ოჯახმ...ბზე , იაფ მუშა ხელს წარმოადგენდნენ, თავდაპირველად მაგ უჯიშოებს ( და ვისაც მაგენი ო დ ნ ა ვ მაინც მოსწონს იმის ჯიშსაც რა ვუთხარი) უფლება არ ჰქონდათ , რომ ოჯახის წევრები წაეყვანათ. ახლა - ქე ხედავთ, კაი 15 მილიონი არიან გერმანიაში...

საერთოდ, ასე კატეგორიულად, 180 გრადუსით რომ განსხვავდებოდეს ქართველებისგან - ერთადერთი ხალხია თურქები. ამოსაწყვეტი ტრადიციის , ქართველი კაცისთვის ყოვლად გაუგებარი წრსჩვეულების მატარებელი პ...ია.
ქართველი - არის მ ა რ თ ლ მ ა დ ი დ ე დ ე ბ ე ლ ი . ლაზები და შმაზები აქ რა მოსატანია.
არ იცით თქვენ, ეტყობა, ხო ხო , არ იცით , არ გადაყრილხართ მა ლაზებს , მაგენის გადათურქებული თავი გადაშენდა , არაფერი არ გამოვა მაგათი უაზრო ქებით და ქართვეკების ვითომ წინაპრებად გამოყვანით.

თურქები - ცუდი ხალხია.თურქები - არასასიამოვნო ხალხია, ეშმაკი და ტუტუცი.
აქ ყველაფერს ვერ დავწერ ,
ვოცნებობ, რომ საქართველოს ნაკრები მაგათ დაამარცხებს !
აი , ე ს ი ქ ნ ე ბ ა ვაჟკაცობა და ატა ბერძნების დამარცხება !
თურქები დეიწვა და დეიფუფქა ცეცხლში
04 აპრილი 2024 03:45
22
სომხობის რ შემატყვე შე მართლა ს..ო, ან ოსმანს რო კაცი დაირქმევს - იმას დააქ..ქა ყველა ქართველმა თავზე.
საგინებელი ხარ, ვინცხა თურქების გამო რო ეტლიკინები საკუთარი თანამემამულეს..ტფუ
ოსმან თავდგირიზეს
06 ივნისი 2024 20:11
0
ოსმან რო ქართველი დაარქმევს- იმას,დააქ...ქა თავზე ყველა ქართველმა.
სომხების რა შემატყვე შე მართლა ს..ო და ს..ზე უარესო. შტერი ხარ თუ თავს იშტერებ , თურქების გასასწორებელი შარვალში გვიდვია ქართველ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს.
საგინებელი ხარ , ქართველი თუ ხარ - შენებურს როგორ ეტლიკინები ვინცხა თურქების გამო..ტფუ
ოსმან თავდგირიძეს
06 ივნისი 2024 20:07
0
ყველა გამოხმაურება
სულაც არ არის გამორიცხული რომ თურქეთის ნაკრებში ვინმე ეთნიკური ლაზი თამაშობდეს უბრალოდ ჩვენი მხარე ამას არასდროს იძიებს,მაგალითად ადრე როცა თურქეთის ნაკრებში ზენიტში იყო იქ თამაშობდა ლაზი ფეხბურთელი ხასან შაში მარა ჩვენს მედია საშუალებებს ეს არასდროს უთქვამთ იმიტომ რომ არ იციან,იმიტომ რომ მსგავს თემებს არასდროს ჩავეძიებით...
ბაჩი
03 აპრილი 2024 15:03
3
ეთნიკური ლაზი თუ არსებობს რატომ არ არსებობს ეთნიკური მეგრელი,ეთნიკური სვანი,რატომ არის საქართველოში ამის თქმა ასეთი რთული ვითომ საფრთხის შემცველი?
განა ტყუილი უფრო მეტი დანაშაული არ არის?...
პავლე
03 ივნისი 2024 14:22
13
ჩვენ გამოვიყენოთ ტერმინი თურქეთის ლაზობა რომელიც ასევე არის გერმანიაში მოდებული,თუ კი მათთვის ქართული სამყარო ცოტათი უცხოა,ისინი მეგრელებს მაინც უახლოეს ნათესავებად,ქრისტიან ძმებად თვლიან ისევე როგორც მეგრელები თვლიან მათ მუსლიმ ძმებად,მათ მეგრელებთან საერთო ენობრიობა გააჩნიათ და მათ ეს ძალიან კარგად იციან...
სოსო
03 აპრილი 2024 14:58
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული