გადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? - როგორი გუნდია ჩეხეთი...

AutoSharing Option
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებზე საუბარს განვაგრძობთ. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით. ისინი ტურნირს კარგ ფორმაში ხვდებიან და 2007 წლის შემდეგ 5-მატჩიანი მოგებათა სერია პირველად აქვთ. "ლევერკუზენის" ფორვარდმა პატრიკ შიკმა 2 წლის შემდეგ ნაკრებში პირველად გაიტანა. ბოლო დღეებში ჩატარებული ორი ამხანაგური შეხვედრით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩეხებიც ჩვენი მსგავსი ტაქტიკური სქემით ასპარეზობენ, ფიზიკურად კი ძლიერი და ათლეტური გუნდია.

თუკი ჩეხოსლოვაკიის ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი იყო, 1960 წლის ევროპირველობაზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტრიუმფი სამმა ქართველმა იზეიმა - გივი ჩოხელმა, სლავა
მეტრეველმა და მიხეილ მესხმა (ფინალში მეტრეველმა გაიტანა, მესხმა საგოლე პასი შეასრულა)...

ევროპის ქართველი ჩემპიონები...

Sportall.Ge

1976 წელს ჩეხოსლოვაკიამ ბევრი შეძლო. ჯერ ნახევარფინალში ნიდერლანდებს დამატებით დროში აჯობა, ფინალში კი ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) ნაკრები დაამარცხა. პენალტების სერია მართლაც ისტორიული გამოდგა, რადგან "პანენკას პენალტი" დღეს ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცის, რომელი სტილიც ჩეხოსლოვაკმა ფეხბურთელმა დაამკვიდრა.

თუკი ამ წელს ფინალში თერმეტმეტრიანების სერია პირველად ვიხილეთ, 1996 წელს გადამწყვეტი შეხვედრა უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის ნაკრებმა ჩაატარა და (გაერთიანებულ) გერმანიასთან "ოქროს გოლით" დამარცხდა. ეს მაშინ პირველი შემთხვევა იყო. გოლი ოლივერ ბირჰოფმა გაიტანა. დღეს ეს წესი აღარ მოქმედებს (აღარც ვერცხლის გოლი) და დამატებითი დროის ტაიმები ბოლომდე ტარდება.

პანენკას პენალტი

Sportall.Ge

ჩეხეთის დღევანდელი ნაკრები საინტერესო გუნდია და ევროპირველობაზე ხშირად შედეგიანია. წინა ჩემპიონატი რომ გავიხსენოთ, აშკარა ფავორიტად დასახელებულ ნიდერლანდების ნაკრებს პლეი-ოფში აჯობეს. საქმე ორგანიზებულ გუნდთან გვაქვს. ჩეხეთის ნაკრები ის იშვიათი გამონაკლისია, რომელთანაც ჩვენს ეროვნულ გუნდს არასდროს უთამაშია, მოკლე დროში კი ორჯერ შევხვდებით (მომავალ "ერთა ლიგაზე" ერთ ჯგუფში ვართ). საკლუბო დონეზე მათთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული კლუბები ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდნენ და ამ გზაზე თბილისის დინამომ პრაღის "სლავიას" აჯობა, 18 წლის ჯაბა კანკავამ კი მშვენიერი გოლი გაიტანა.

ბირჰოფის "ოქროს გოლი"

Sportall.Ge

დაპირისპირება ცენტრში

ჩეხეთის ნაკრების მთავარი ხალხი მოედნის ცენტრში მოქმედებს. აქაა "ვეტ ჰემის" 29 წლის ფეხბურთელი ტომას სოუჩეკი, რომელიც ფიზიკურად იდეალურადაა მომზადებული და მისი თამაში შედეგზე დიდადაა დამოკიდებული. ასევე, გამთამაშებლის ფუნქციებით დაჯილდოებული, "ფიორენტინას" შუახაზელი, 29 წლის ანტონინ ბარაკი, რომელიც ნაკრებში პროდუქტიული და შედეგიანია.

მთავარია, ჩვენმა გუნდმა თურქეთთან დაპირისპირების შემდეგ ძალების აღდგენა დროულად მოახერხოს და საჭიროების შემთხვევაში, სანიოლმა სწორ როტაციას მიაგნოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩეხები საწყის ტურში პორტუგალიელებს ეთამაშებიან და თუკი დამარცხდნენ, ჩვენთან აუცილებლად შეტევაზე იფიქრებენ, რისი კარგად გამოყენებაც და მათი კონტრშეტევაზე "დაჭერა" შესაძლებელია.

ევროპის ჩემპიონები

Sportall.Ge

კვარაცხელიას შეჩერება

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაზე ბევრი ფიქრი მოუწევს. ჩეხური კლუბები ევროტურნირებს შეეჩვივნენ და დაცვაში "სლავიასა" და "სპარტას" ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ეს გუნდები უკანახაზელების განსაკუთრებული თამაშით არ გამოირჩევიან. ჩეხები, ძირითადად, სამმცველიანი ტაქტიკით თამაშობენ და უნდა ვიფიქროთ, რომ შეტევაში ყველგან მოძრავ "კვარას" ირგვლივ რამდენიმე მეურვე იმოქმედებს, რაც ჩვენი მოწინააღმდეგის შეტევის რესურსს შემცირებს. არადა, შესაძლოა, გატანის საკითხი მათ ძალიან მძაფრად ედგეთ...

საქართველო-ჩეხეთი 22 ივნისს, ჩვენი დროით 17 საათზე, ჰამბურგის "ვოლკსპარკსტადიონზე" (57 274 მაყურებელი) ჩატარდება.

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

altევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..

მკითხველის კომენტარები / 34 /
რომ ვიძახი zura222. ქართველი არ არის მეთქი არ გჯერათ? ნახეთ მისი კომენტარები და მიხვედრა ადვილია. . ეს სულით რუსი ხვიჩაზეც და ყველა ფეხბურთელზეც ადვილად წერს საზიზღრობებს. ხანაც ამას სხვისი სახელით აკეთებს, მათ შორის ჩემი სახელითაც. ქართველებს გულის სიღმრეში იმდენად გვინდა და ვოცნებობთ წარმატებწზე, რომ ასეთ საზიზღრობებს არასოდეს არ ვწერთ.
G.LA
11 ივნისი 2024 21:32
1
პირველი ადგილით გავალთ ჯგუფიდან.
ვაჟა
11 ივნისი 2024 21:21
1
ლექსო, გენა, ზურა-222 თქვენ ხართ ზუსტად იმ ნაგავი ხალხის განსახიერება რომლებიც დღეს და ღამეს ათენებენ იმის ფიქრში ქვეყანას რითი ავნონ,,თქვენ და თქვენნაირები მზად ხართ ხელისუფლების ჩამოსაცილებლად და საკუთარი ბენეფიტების მისაღებად ქვეყნისთვის ცუდი საქმე აკეთოდ, მზად ხართ ყველგან და ყველაფერში ნეგატიური და ცუდი ეძებოთ და მერე დასავლეთში ირბინოთ ხვეწნით რო როგორმე ქვეყანა შეაფერხონ დაამინუსონ რადგანაც გგონიათ ამით დაასუსტებთ მთავრობას და თქვენ საქმეს გააკეთებთ რაშიც ფულს გიხდიან,,ისტორიაში პირველად გავიდა ნაკრები ევროზე და ეგეთი სუსტიც რო იყოს როგორაც თქვენ წარმოაჩენთ ეგეთი რამე ზედ ევროს წინ მაინც არ უნდა თქვათ მაგრამ ეგრე არ უნდა თქვათ ქვეყნის საწინააღმდეგო და დამაზიანებელი რაღაცეებიც სხვადასხვა ტრიბუნიდან და შეხვედრებზე უცხოელ პარტნიორებთან მარა მაინც იხვეწებით რო უკან დაგვხიონ,,გინება რო შეიძლებოდეს თქვენზე არ დავითლებოდი თქვე ქვეყნის მტრებო
gel-100
11 ივნისი 2024 21:09
1
თუ თურქეთთან ერთი ქულა ავიღეთ მაშინ შეგვხვდება უქულო ჩეხეთი და წავა ფინალის დარი თამაში.
ასე რომ ჯობია პირველ თამაშში თურქებთან დავდოთ ყველაფერი და ჩეხეთთან დღეც დადებითი იქნება,თუ წავაგეთ ბოლოს ალბათ ექვსწლიანი პორტუგალიასთანაც შეიძლება ბრძოლა ქულისთვის
Levani
11 ივნისი 2024 18:59
0
გავკარი ამ ტექსტის კორექტირებას,
დღეც კი არა ფრეც და ექვსწლიანი კი არა ექვსქულიანი.
და კიდე ვაისს რო ვწერ ცაიშად აკეთებს
Levani
11 ივნისი 2024 20:15
0
ყველა თამაში ფინალის დარი იქნება. ნუ დაგვავიწყდება მე-3 ადგილიც შეიძლება გამსვლელი იყოს. ბრძოლა ყველასთან შეიძლება ჩვენი გუნდი უკვე ევროპაზეა და საკმაოდ გაზრდილია უკვე.
G.LA
11 ივნისი 2024 19:44
0
leqso-ს

ჩასვრილი ადამიანები ფიქრობენ მასე ან ის ადამიანები რომლებიც წინასწარ ჩასვრისათვის მზად არიან. ეგ მოწონებებიც მასეთივე ადაიმანებისაა. (პესიმისტები) მახსოვს მასეთი კომენტარები კოსოვოს გინდის მიმართ, რომ თურმე ქვას ხეთქავდნენ და შანსიც არ გვექნებოდა მათან….) მაშინ ვერ შევხბდით მაგრამ შემდეგ წელს რაც დავნართედ ვნახეთ. ჩეხეთი რა თქმა უნდა კოსოვ არაა, კი ხისტი ფიზიკურად ძლიერი და ტაქტიკურად განსწავლილი გუნდია. მაგრამ ბუა რომ არაა განვლილმა ამხანაგურებმაც აჩვენა (სომხებთან და ჩრ. მაკედონიასთან) ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, აბა როგორ გინდათ თქვენსავით უიმედოთ ვიყოთ და ვწეროთ ჩეხები გადაგვივლოანო? ჩვენ გვჯერა ჩვენი ბიჭების რომ ისინი ჩვენთვის იომებენ, ისე როგორც ბერძნებთან. ჩეხებზე არანაკლებ გუნდთან თუ მეტი არაა. გვახსოვ და ყველამ ვიცით რომ დებიუტანტები და აუტსაიდერებიც ვართ, მაგრამ ბრძოლა არავის სუკრძალავს ჩვენთვის და ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. მე კი ვიტყვი რომ ჩვენი საკბილო ზუსტად ჩეხეთია.
G.LA
11 ივნისი 2024 17:14
0
ჩაიკათხავ კომენტებს და იგივე ტექსტები სადღეგრძელოების, ტრაბახისა და ბაქი-ბუქის ნოტებზე-იგივე რაც ამ ევროს შესარჩევის წინ, განსაკუთრებით თბილისური ესპანეთთან მატჩის წინ- ისეთივე ფანტაზიები, როგორ ფიქრობდა მწრთნელი დღე და ღამე რა მეთოდებით შეეჩერებინა კვარა, როგორ არ ეძინა ღამეები კარვახლს შიშით და ათასი სისულელეები- შედეგაც რაც მივიღეთ აღარ გაგახსენებთ.... როგორც ჩანს ჟგუფიდან მე-3 ადგილიდან გასვლაც და მე-8 ფინალში მარცხიც არ იქნება ჩვენთვის დადებითი შედეგი....მე კი მგონია ჩეხეთისთანა ტაქტიკურად განწავლილი, ფიზიკურად მომზადებული და ძალისმიერი გუნდი ევროზე წელს არ არის და ყველაზე მეტად გაგვიჭირდება.. არ მინდა დავთარსო, მაგრამ ჩეხებთან უფრო მწარედ დავმარცხდებით ვიდრე პორტუგალიასთან თუ საერთოდ წავაგეთ-მგონია ყველაზე მეტი შანსი პორტუგალიასთან გვაქვს.
leqso
11 ივნისი 2024 11:55
20
ლექსო და გენა, ორივემ რომ აუცვათ (ამ მოძოვოთ) არ გინდათ?!
fani
11 ივნისი 2024 21:40
0
კი, რეალისტური ანალიზია. სამწუხაროდ. ეგაა ჩვენმი მოცემულობა.

სავარაუდოდ ყველაფერს წავაგებთ.

ჩეხებთან ფრეც მაგარი შედეგი იქნება
გენა
11 ივნისი 2024 15:44
8
თურქეთთან მოგება, ჩეხებთან ფრე და პორტუგალიასთან წაგება. ამ შედეგით ჯგუფიდან ან მეორე, ან მესამე ადგილით გავალთ. მერვედფინალში დავმარცხდებით.
გაიხსენეთ მერე ჩემი პროგნოზი
სტალინი
04 აპრილი 2024 14:04
13
პირიქით უფრო დავიჯერებდი. თურქებთან ფრე და ჩეხებთან მოგება. ცოტა რეალურები ვიყოთ.
კაირა
11 ივნისი 2024 11:54
1
თანახმა ვარ
dew
11 ივნისი 2024 11:07
1
საქართველო ჩამოყალიბდება გუნდად რომელიც 2024 ევროს სიურპრიზი იქნება.
ამის თქმის საშუალებას მაძლევს ნახევარდაცვის ხაზი რომელიც ვილიმ ააწყო-კიტეიშვილის ირგვლივ არის მეგა შემტევი ნახევარდაცვა რომელსაც თავდაცვის ძალიან კარგი უნარი აქვს-
ნუ გგონიათ მარტო დაცვაში ჩამჯდომი გუნდი,ის ფინალი იყო.
შეტევაში კიდე ამ გუნდს შეუძლია თურქეთი და ჩეხეთი წალეკოს.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამ ახალგაზრდა ბიჭების პროფესიული შიმშილი და მოტივაცია
არ არის უკვე "ნიჭიერი ზარმაცების"შანტრაპა ოქრის თამადობით
Levani
04 აპრილი 2024 10:57
2
გვეკაიფები?
მწარე
11 ივნისი 2024 11:56
6
გერმანიიდან უქულოდ არ დავბრუნდებით!!!
tngh
03 აპრილი 2024 16:07
4
1960 წელს ნაკრებში ზაურ კალოევის იყო...
tngh
03 აპრილი 2024 16:05
4
კალოევს არ უთაშია, შესაბამისად, მაშინდელი წესებით, მედალი არ მიუღია
პავლე
03 აპრილი 2024 16:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული