თუკი ჩეხოსლოვაკიის ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი იყო, 1960 წლის ევროპირველობაზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტრიუმფი სამმა ქართველმა იზეიმა - გივი ჩოხელმა, სლავა
ევროპის ქართველი ჩემპიონები...
1976 წელს ჩეხოსლოვაკიამ ბევრი შეძლო. ჯერ ნახევარფინალში ნიდერლანდებს დამატებით დროში აჯობა, ფინალში კი ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) ნაკრები დაამარცხა. პენალტების სერია მართლაც ისტორიული გამოდგა, რადგან "პანენკას პენალტი" დღეს ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცის, რომელი სტილიც ჩეხოსლოვაკმა ფეხბურთელმა დაამკვიდრა.
თუკი ამ წელს ფინალში თერმეტმეტრიანების სერია პირველად ვიხილეთ, 1996 წელს გადამწყვეტი შეხვედრა უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის ნაკრებმა ჩაატარა და (გაერთიანებულ) გერმანიასთან "ოქროს გოლით" დამარცხდა. ეს მაშინ პირველი შემთხვევა იყო. გოლი ოლივერ ბირჰოფმა გაიტანა. დღეს ეს წესი აღარ მოქმედებს (აღარც ვერცხლის გოლი) და დამატებითი დროის ტაიმები ბოლომდე ტარდება.
პანენკას პენალტი
ჩეხეთის დღევანდელი ნაკრები საინტერესო გუნდია და ევროპირველობაზე ხშირად შედეგიანია. წინა ჩემპიონატი რომ გავიხსენოთ, აშკარა ფავორიტად დასახელებულ ნიდერლანდების ნაკრებს პლეი-ოფში აჯობეს. საქმე ორგანიზებულ გუნდთან გვაქვს. ჩეხეთის ნაკრები ის იშვიათი გამონაკლისია, რომელთანაც ჩვენს ეროვნულ გუნდს არასდროს უთამაშია, მოკლე დროში კი ორჯერ შევხვდებით (მომავალ "ერთა ლიგაზე" ერთ ჯგუფში ვართ). საკლუბო დონეზე მათთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული კლუბები ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდნენ და ამ გზაზე თბილისის დინამომ პრაღის "სლავიას" აჯობა, 18 წლის ჯაბა კანკავამ კი მშვენიერი გოლი გაიტანა.
ბირჰოფის "ოქროს გოლი"
დაპირისპირება ცენტრში
ჩეხეთის ნაკრების მთავარი ხალხი მოედნის ცენტრში მოქმედებს. აქაა "ვეტ ჰემის" 29 წლის ფეხბურთელი ტომას სოუჩეკი, რომელიც ფიზიკურად იდეალურადაა მომზადებული და მისი თამაში შედეგზე დიდადაა დამოკიდებული. ასევე, გამთამაშებლის ფუნქციებით დაჯილდოებული, "ფიორენტინას" შუახაზელი, 29 წლის ანტონინ ბარაკი, რომელიც ნაკრებში პროდუქტიული და შედეგიანია.
მთავარია, ჩვენმა გუნდმა თურქეთთან დაპირისპირების შემდეგ ძალების აღდგენა დროულად მოახერხოს და საჭიროების შემთხვევაში, სანიოლმა სწორ როტაციას მიაგნოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩეხები საწყის ტურში პორტუგალიელებს ეთამაშებიან და თუკი დამარცხდნენ, ჩვენთან აუცილებლად შეტევაზე იფიქრებენ, რისი კარგად გამოყენებაც და მათი კონტრშეტევაზე "დაჭერა" შესაძლებელია.
ევროპის ჩემპიონები
კვარაცხელიას შეჩერება
საქართველო-ჩეხეთი 22 ივნისს, ჩვენი დროით 17 საათზე, ჰამბურგის "ვოლკსპარკსტადიონზე" (57 274 მაყურებელი) ჩატარდება.
შეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური
ევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..
ასე რომ ჯობია პირველ თამაშში თურქებთან დავდოთ ყველაფერი და ჩეხეთთან დღეც დადებითი იქნება,თუ წავაგეთ ბოლოს ალბათ ექვსწლიანი პორტუგალიასთანაც შეიძლება ბრძოლა ქულისთვის
დღეც კი არა ფრეც და ექვსწლიანი კი არა ექვსქულიანი.
და კიდე ვაისს რო ვწერ ცაიშად აკეთებს
ჩასვრილი ადამიანები ფიქრობენ მასე ან ის ადამიანები რომლებიც წინასწარ ჩასვრისათვის მზად არიან. ეგ მოწონებებიც მასეთივე ადაიმანებისაა. (პესიმისტები) მახსოვს მასეთი კომენტარები კოსოვოს გინდის მიმართ, რომ თურმე ქვას ხეთქავდნენ და შანსიც არ გვექნებოდა მათან….) მაშინ ვერ შევხბდით მაგრამ შემდეგ წელს რაც დავნართედ ვნახეთ. ჩეხეთი რა თქმა უნდა კოსოვ არაა, კი ხისტი ფიზიკურად ძლიერი და ტაქტიკურად განსწავლილი გუნდია. მაგრამ ბუა რომ არაა განვლილმა ამხანაგურებმაც აჩვენა (სომხებთან და ჩრ. მაკედონიასთან) ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, აბა როგორ გინდათ თქვენსავით უიმედოთ ვიყოთ და ვწეროთ ჩეხები გადაგვივლოანო? ჩვენ გვჯერა ჩვენი ბიჭების რომ ისინი ჩვენთვის იომებენ, ისე როგორც ბერძნებთან. ჩეხებზე არანაკლებ გუნდთან თუ მეტი არაა. გვახსოვ და ყველამ ვიცით რომ დებიუტანტები და აუტსაიდერებიც ვართ, მაგრამ ბრძოლა არავის სუკრძალავს ჩვენთვის და ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. მე კი ვიტყვი რომ ჩვენი საკბილო ზუსტად ჩეხეთია.
სავარაუდოდ ყველაფერს წავაგებთ.
ჩეხებთან ფრეც მაგარი შედეგი იქნება
გაიხსენეთ მერე ჩემი პროგნოზი
ამის თქმის საშუალებას მაძლევს ნახევარდაცვის ხაზი რომელიც ვილიმ ააწყო-კიტეიშვილის ირგვლივ არის მეგა შემტევი ნახევარდაცვა რომელსაც თავდაცვის ძალიან კარგი უნარი აქვს-
ნუ გგონიათ მარტო დაცვაში ჩამჯდომი გუნდი,ის ფინალი იყო.
შეტევაში კიდე ამ გუნდს შეუძლია თურქეთი და ჩეხეთი წალეკოს.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამ ახალგაზრდა ბიჭების პროფესიული შიმშილი და მოტივაცია
არ არის უკვე "ნიჭიერი ზარმაცების"შანტრაპა ოქრის თამადობით