მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.
„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
უკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...
ქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას
ლ.ნ
1 ეს კანონი გამჭვირვალეობისათვის არ არის. ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა. ვერანაირი ორგანიზაცია, ვერანაირი ნჯო ვერაფერს ვერ დამალავს რადგან საგადასახადოში ფიქსირდება ყველა კაპიკი - ვინ ვის რამდენს და როდის ურიცხავს. ამდენი კი უნდა იცოდეთ
2. ტყუილია ისიც, რომ ვიღაც ამ თანხებს დანაშაულებრივივად იყენებს- და ამის აღსაკვეთად უნდა ხელისუფლებას ეს კანონი.ასე რომ იყოს, ამ ადამიანების წინააღმდეგ საქმე იქნებოდა აღძრული უკვე დიდი ხანია. გაუჭირდებოდა ხელისუფლებას?
3 სიმართლე კი არის ის, რომ როგორც რუსეთში ეს კანონი უნდათ იმისთვის, რომ ფული გარედან არ შემოდიოდეს და მხოლოდ თვითონ განკარგონ ფული და მხოლოდ იმათ მისცენ არსებობის საშუალება ვინც მათიანია. და კიდევ, რაც მთავარია, რაღაც საეჭვოდ ემთხვევა - აფხაზეთის მარიონეტული მთავრობა და შუა აზიის ქვეყნების მთავრობები სწორედ ახლა, ჩვენს პარალელურად ცდილობენ ამ კანონის მიღებას. რა იყო ბიჭებო მითითება ერთდროულად მიიღეთ რუსეთიდან? ასე რომ რაის ევროპა და რაის ისპაჰანი, ქოცების პატრონი რუსეთია ...
ჩაიკუკეთ თქვენს სამიშეთში
დროში?
განათლების სამინისტროს არავინ ახსენებს სამწუხაროდ.
რა შემთხვევაში იტყვის გიორგი ქოჩორაშვილი, რომ მიზანს მიაღწია და დიდი ფეხბურთი ითამაშა?
-იმ შემთხვევაში, თუ ჩემი კარგი თამაშით, საქართველოს სახელს მრავალ ქვეყანას მივაწვდენ, როგორც ეს კახა კალაძემ ქნა. კალაძეს უდიდეს პატივს ვცემ, მან დიდი შრომის შედეგად დიდებულ წარმატებას მიაღწია და თბილისის მერობასაც შესანიშნავად ართმევს თავს.
ამის შემდეგ ამ ყოვლად უსახურმა არსებამ ესე უნდა თქვას მის ოჯახის წევრზე? ხვიჩამაც ხომ თქვა მარტის აქციების დროს ჩვენი მომავალი ევროპაშიაო. ამ ბიჭებს კანონის მიღება არ მიღებაზე არაფერი უთქვამთ. თვითონ რომ რუსეთისკენ აქვთ თვალები მიჩერებული იმიტომაც მოხვდათ გულზე