ქოჩორაშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "ლევანტემ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის მეშვიდე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ალმერია“ 4:2 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა და „ლევანტე“ წინ გაიყვანა, შემდეგ კი მან საგოლე პასი კარლოს ალვარესს გაუკეთა.

ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მ 8.3 ქულით შეაფასა, ხოლო flashscore-მ 8.2 ქულით.

„ლევანტე“ ამ მომენტისთვის 14 ქულით ლიდერია და 6 ოქტომბერს „ოვიედოს“ მიიღებს.

ვალენსია. „სიუდადი“
ლევანტე - ალმერია 4:2
გოლები: 1:0 ბრუგუი (2), 2:0 მორალესი (15),
2:1 არიბასი (17), 2:2 არიბასი (45+2), 3:2 ქოჩორაშვილი (51), 4:2 ალვარესი (74)

altქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
"ქოჩორა" თავისი თამაშით ვიტალი დარასელიას მაგონებს!!!
tngh
19:13 29-09-2024
1
ეს ბიჭი სულ უფრო და უფრო უმატებს, დარწმუნებული ვარ მალე ტოპ კლუბში ვნახავთ, ერთ-ერთი ლიდერი იქნება ნაკრებისაც!
უეჭველი
18:49 29-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული