კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
ამხანაგ ივანიშვილოვის ბოტების დოღია.
ქურდული ოცნება
14 აპრილი 2024 01:08
9
ხოო და პრიზი დედაშენია !
zura222
16 აპრილი 2024 07:21
3
არჩევნებში გაიმარჯვებს ოცნება და ისტორიულ სანაგვეში მოვისვრით ნაც მეცოცხეებს!
ასეა ეს ! ვისაც გეწყინათ ცივი წყალიც მიაყოლეთ.
13 აპრილი 2024 13:04
17
ცხრა მესაჯდომემ გაგიპროტესტაა DD
zura222
16 აპრილი 2024 07:22
3
ეტყობა დაავიწყდა კალაძეს მიშამდე საქართველოში რა ხდებოდა.ფულის გულისთვის ძმა რომ მოუკლეს.
ვინმემ აზრზე მოიყვანოს
13 აპრილი 2024 12:04
8
შენ, თუ ხარ აზრზე რა დაწერე? შეგირცხვა კაცობა? ფუი...
ვინმემ აზრზე მოიყვანოს-ს
13 აპრილი 2024 13:06
7
მიდიიიიით! ნაცების დაკრულზე იცეკვეთ აქ უმეტესობამ და ამ თქვენი აგრესიულობით იმასაც ვერ ხვდებით, რო ამ სიტუაციას მშვენივრად გამოიყენებს, ნაცები სათავისოდ. ზოგჯერ ვფიქრობ, საზოგადოების უმეტესი ნაწილი (ბრბო) მგონი "იმსახურებს მწვალებელი და ჯალათი, მიშას სასტიკ რეჟიმს". როგორც ზვიადის დროს იყო, რო არ აცადეს ადამიანს ემართა ქვეყანა, ეგრევე დაეტაკნენ, თუ წითელი ინტელიგენცია ლანა ღოღობერიძის მეთაურობით, თუ გარედან ამერიკის თეთრი სახლის ბოსები და მოუწყვეს ის რაც მოუწყვეს. ეხლაც იგივე უნდათ გააკეთონ, იგივე სცენარით: ჯერ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი ქართველებმა და ამით ხომ გვეცლება ენერგია და მერე უკვე ჩაერთვება, ევროპა და ამერიკა, ნაცნობი ხელწერაა! სანამ სხვის და ნაცების დაკრულზე იცეკვებთ არაფერი გვეშველება! უბრალოდ საქართველომ რა დააშავა, რო ვერ ვასვენებთ?
ქართველი
13 აპრილი 2024 11:42
10
აჰაა აქ კი 7 მესაჯდომის პროტესტია !
zura222
16 აპრილი 2024 07:24
3
ენას ჭალი არა აქვსო!სამწუხარო ფაქტია!არა და უნდა ჰქონდეს,ჭალიც და წვერის მოსაწეწკიც.მაშინ ძალიან ბევრი დაიმოკლებდა და ჰაერიც ცოტა გასუფთავდებოდა.საბედნიეროდ დროზე მივხვდი,რომ ინფორმაცია,ტელევიზიიდან არ უნდა მიმეღო და მაგრადაც დავიზოგე ნერვები.ახლა უკვე ფეისბუკსაც ვერიდები,რადგან მთელი ნაგავი და ქაფი,იქ გადააფრქვიეს.ისევ ბეჭდური მედია მირჩევნია.ინფორმაციასაც ვიღებ და ამდენი სულელის ლაქლაქს,ისევ ერთი ჟურნალისტის სტატიის,თუნდაც სისულელის წაკითხვა მირჩევნია.ბოლოს და ბოლოს,კითხვას შევწყვეტ,თუ ნამეტანი გაკრიჭა.თქვენც ამას გირჩევთ,ხალხო!გადახედეთ,აქ დადებულ პოსტებს.გიჟებს ხართ დამსაგვსებული და მზად ხართ,ერთმანეთს ყელში სწვდეთ.მთლად თქვენი ბრალიც არ არის.ყველა მხრიდან იმდენ ინფორმაციას გაყრიან,ტყუილს თუ მართალს,რომ აღარც ამის გარკვევის დრო გაქვთ და აღარც მისი ანალიზის.ანალიზის გარეშე კი,ადამიანების ერთობა,ჩვეულებრივ ბრბოდ გადაიქცევა.ბრბოს,მხოლოდ აგრესია და დანგრევა შეუძლია და თქვენც,ნებსით თუ უნებლიეთ,მისი შემადგენელი ნაწილი ხდებით.ისე არ მოხდეს,რომ საქართველოს ნაკრები,ევროპის ჩემპიონატზე,ფსიქოლოგიურად უკვე დამარცხებული და აფეთქებული წავიდეს.ამის მოსურნეები საკმაოდ არიან და კიდევ უფრო გააქტიურდებიან,თუ თქვენც აჰყვებით.შედეგად,კატასტროფას მივიღებთ და მათი სურვილიც,თქვენი ხელით იქნება,შესრულებული.
სოსო
13 აპრილი 2024 10:02
0
მონობა, შენაირებზე უფრო ითქმის! შეუძვერით ევროპას ერთ ადგილას!
მონას
13 აპრილი 2024 11:44
8
მონა!
.
13 აპრილი 2024 05:24
7
ეს თქვა კალაძემ და პარიზში,კაფე დე ფლორში კაპუჩინოში კრუასანი ჩაასველა,ასეა პრივილეგირებული ფენისთვისაა ევროპაც,ამერიკაც,ლაქშერი და ფუფუნება!!!
!
13 აპრილი 2024 02:23
11
სტატისტიკა თუ არსებობს ქართველი ფეხბურთელების ბომბარდირობის, საკუთარ კარში გატანილი გოლების? ან ყველაზე მოკლე
დროში?

განათლების სამინისტროს არავინ ახსენებს სამწუხაროდ.
გორის მერი ალბათ
13 აპრილი 2024 02:19
11
წავიკითხე ქოჩორაშვილის ინტერვიუ 29 მარტს გამოქვეყნებული. აი როგორ პასუხობს ის ჟურნალისტის კითხვას

რა შემთხვევაში იტყვის გიორგი ქოჩორაშვილი, რომ მიზანს მიაღწია და დიდი ფეხბურთი ითამაშა?
-იმ შემთხვევაში, თუ ჩემი კარგი თამაშით, საქართველოს სახელს მრავალ ქვეყანას მივაწვდენ, როგორც ეს კახა კალაძემ ქნა. კალაძეს უდიდეს პატივს ვცემ, მან დიდი შრომის შედეგად დიდებულ წარმატებას მიაღწია და თბილისის მერობასაც შესანიშნავად ართმევს თავს.
ამის შემდეგ ამ ყოვლად უსახურმა არსებამ ესე უნდა თქვას მის ოჯახის წევრზე? ხვიჩამაც ხომ თქვა მარტის აქციების დროს ჩვენი მომავალი ევროპაშიაო. ამ ბიჭებს კანონის მიღება არ მიღებაზე არაფერი უთქვამთ. თვითონ რომ რუსეთისკენ აქვთ თვალები მიჩერებული იმიტომაც მოხვდათ გულზე
დავით 67
13 აპრილი 2024 01:54
8
კალაძეა უსახური და შენ სახიანი ხო ??
zura222
16 აპრილი 2024 07:30
4
თუ ქოჩორაშვილს არ დაუჭერენ ნაკრების ფეხბურთელები მხარს, შემირცხვენია ყველანი. ტყუილად მიქომაგია ამათთვის და ტყუილად გამიშუქებია ეს მოვლენა უცხოურ საიტებზე. ევროპაზე არ მიდიხართ? რისთვის ბრძოლობდით აბა, რომ ამ წარმატების შემდეგ ნაცის შვილი უძახოს კალაძემ? ამოიღეთ ყველამ ხმა და მოაკეტიეთ ამათ. დაუჭირეთ მხარი ქოჩორას.
ჟურნალისტი
13 აპრილი 2024 01:39
14
ნაცის შვილი უწოდა რას ნიშნავს?? ანუ თავად აღიარებთ რო ნაცობა სირცხვილიაა?? ნაცობა თუ კარგი და საამაყოა მაშინ კომპლიმენტი უთქვია და რატო ატეხეთ ერთი ამბავი??
gel-100
13 აპრილი 2024 11:00
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული