სეგუნდა დივიზიონის მეთორმეტე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე „გრანადა“ 2:1 დაამარცხა.
სტუმრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. მასპინძელთა რიგებში გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.
შეფასებები - ქოჩორაშვილი: flashscore 7.7, sofascore 7.6. წიტაიშვილი: flashscore 6.7, sofascore 6.5.
„ლევანტე“ 21 ქულით მეორე ადგილზეა, „გრანადა“ კი 19 ქულით მეექვსეზე. ეს გუნდები მომდევნო შეხვედრებს 30 ოქტომბერს თასზე გასვლაზე ჩაატარებენ - „გრანადა“ „კორტესს“, ხოლო ლევანტე“ „პონტევედრას“ დაუპირისპირდება.
გრანადა. „ლოს კარმენესი“
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (18), 0:2 მარტინესი (31), 1:2 სანჩესი (58)