ქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალური მატჩის პერიპეტიები ლელა წურწუმიას გადაცემაში, "სტუმრად ლელასთან" გაიხსენა:

"რამდენიმე წლის წინ არათუ პენალტს, ჯარიმასაც კი არ ვასრულებდი. 2-3 წელია, რაც ამაზე ფსიქოლოგიურად მუშაობა დავიწყე. ბავშვობიდან ისე ჩანდა, თითქოს დარტყმა ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ როცა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობ და ვარჯიშობ, აუცილებლად გამოგივა. ბევრი მეუბნებოდა, დამატებითი ვარჯიში რა საჭირო იყო. ამიტომ ჩემთვის ეს მოტივაციის წყარო გახდა, ყოველ დილით გავდიოდი და ხელოვნურ საფარზე ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

"ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მეკარემ ჩემი დარტყმული პენალტი
რომ მოიგერია, ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა...

ფინალის წინ მე, "კვარა", ზურიკო და ბიჭები ვვარჯიშობდით და თერთმეტმეტრიანების დარტყმა კარგად გამომდიოდა. დამატებითი დროის ბოლო წუთებში მაინც სულ ემოცია მოდის - "დავარტყა?!" არის შანსი, ვერ გამოიყენო პენალტი და შენი ქვეყანა დაამწუხრო. ყველაფერი ეს გვერდზე გადავდე და ვთქვი, რომ ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. დანარჩენი უკვე ერთგვარი ლატარიაცაა...

როცა დამატებითი დრო დასრულდა, თავს იმაზე მშვიდად ვგრძნობდი, ვიდრე სხვა მატჩებში ვარ. მზად ვიყავი და უნდა მეცადა, რადგან თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ, მართალი იყავი თუ არა... მე ვიყავი მართალი საკუთარ თავთან, რადგან ბევრი ვივარჯიშე და მადლობა ღმერთს, რომ ეს დამიფასდა...

პენალტების შემსრულებლების სია ზურაბ ხიზანიშვილს ეჭირა. ვილი სანიოლმა იკითხა, პირველი ვინ არტყამსო და "ქოჩორაო", უთხრეს...

რამაც დიდი მუხტი მომცა, ის იყო, რომ პირველ პენალტს ჩვენ ვასრულებდით. კაშიამ არჩევანი მოიგო და გვკითხა, გვინდოდა თუ არა დაგვეწყო, რასაც სიამოვნებით დავეთანხმეთ. ბურთი როცა ავიღე, პენალტის ნიშნულამდე გრძელი გზაა... საკუთარ სუნთქვას ვუსმენდი და ვცდილობდი, აწმყოში დავრჩენილიყავი, არც იმაზე მეფიქრა, რაც მომავალში მოხდებოდა და არც წარსულზე, ამას არ უნდა ვეცდუნებინე, რადგან ამ დროს თავში ცუდი ფიქრები მოგდის, რატომ აიღე პირველმა ბურთი... შიში არაა პრობლემა, მთავარია, მან არ შეგიპყროს... ყოველი მატჩის წინ ვნერვიულობ და ესაა, რაც გვაცოცხლებს, ნერვიულობა გვაძლევს ძალას. ისევ ძველ დროს დავუბრუნდი, 5 წლის წინ გაცილებით განვიცდიდი...

წინა დღეს ვიცოდი, რომელ მხარეს უნდა დამერტყა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი..."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვება, ჩვენს ჯგუფში კი თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან.

altმიქაუტაძეს ევროს შემდეგ დიდ გუნდში ველით - ფორვარდები, რომელთაც გერმანიაში გრანდებიც დააკვირდებიან...

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
გენაცვალე ქოჩორ! საუბარშიც იგრძნობა რამდენად მაღალი ინტელექტის პატრონიცაა.
წინ საქართველო!
გულშემატკივარი
23 აპრილი 2024 10:47
9
თურქეთსაც რო აქვს იგივე კანონი და საკაიფოდ ცხოვრობენ ევროკავშირის გარეშე?
იქეთაც შეესივნენ და გერმანია გაასტამბოლეს.
ჩვენ კიდე ცისარტყელას დროშებით ვეხვეწოთ?
მერე რა მოხდება იცით?ევროპაც დაგიკიდებს თურქეთი გაგასტამბოლებს და რუსეთი გაგაროსტოვებს შენი ხალხი კიდე ტაქსისტებად და ბოზებად მოემსახურებიან.
ასეა ბაბუ,შენი პრინციპი უნდა გაატარო ყოველთვის
Levani
24 აპრილი 2024 00:26
14
ევროპა ქართველი ერის არჩევანია, და ამ არჩევანს რომ მხარს უჭერ ე.ი. ერის გვერდით დგახარ. მადლობა ამისთვის და წარმატებები ქოჩორას!
Irakli
23 აპრილი 2024 13:42
14
ქართველი ერის არჩევანი საქართველოა !
"არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია..."
ირაკლის
23 აპრილი 2024 14:27
6
სულელებო! უპირველეს ყოვლისა საქართველო უნდა დააყენოთ წინ და არა ევროპა და ამერიკა!!!!!! ვაი თქვენს პატრონებს უპატრონოებო? აბა "ერთობას" მიაწექით სარწმუნოება, რაში გჭირდებათ?
ირაკლის
23 აპრილი 2024 14:26
3
ყველა გამოხმაურება
გიორგი, ფეხბურთს მიხედე, ფეხბურთს!
დიდება საქართველოს!
ლევანი
23 აპრილი 2024 11:56
7
ქოჩორავ და ყველა ფეხბურთელებო,ნყ შეხვალთ პოლიტიკაში,გეტყობათ ვერ ერკვევით მაგაში და არცაა საჭირო.ითამაშეთ ფეხბურთი და ასახელეთ საქართველო.პოლიტიკა ბინძურია და სახელებს გაიფუჭებთ იქ ხელების ფათურით,აუცრუვდება თქვენზე გული გულშემატკივრებს.დამიჯერეთ,ნუ გახდებით ნაცების ბინძური თამაშების იარაღი.
მირო
23 აპრილი 2024 11:46
15
კალაძე თუ გეერკვა შე კაცო ეს რკინის ნერვებიანი ვერ შეძლებს ვითამ?
ირაკლი ქუთაისელი
23 აპრილი 2024 12:17
5
და ვინ თქვა რომ ზოგიერთო პროფესიის ადამიანს აზრის გამოთქმის უფლება აქვს და ზოგს (მაგალითად ფეხბურთელს) - არა! ჩემი გადასახედიდან შეიძლება შენც ვერ ერკვევი პოლიტიკაში და რა გავაკეთო ახლა...
ზურა
23 აპრილი 2024 12:23
2
წადით თქვენი! ნაცების მხარეს, რო ადამიანი დადგება, გინდ სპორტსმენი იყავი, გინდ ხელოვანი და გინდ ნებისმიერი დარგის მუშაკი, იქ უკვე დამთავრებულია თქვენი საქმე! ვენაცვალე ჩვენს სახელოვან რაგბისტებს! აი ნაღდი ქართველები ვინ არიან!აქ "ოცნების" მხარდაჭერაზე კი არ არის ლაპარაკი, უბრალოდ კაცის მკვლელ ნაცებზეა ლაპარაკი! იმასაც ვერ ხვდებით, რო ამ მეცოცხეებს რევანშის დუჟები სდით და თავიანთი ბნელი საქმეების გასაკეთებლად, ამ პატარა გოგო-ბიჭებს იყენებენ, ეს თაობა პრაქტიკულად დაკარგულია!
ქართველი.
23 აპრილი 2024 10:19
20
წარმატებები "ქოჩორას" და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
23 აპრილი 2024 19:08
1
მაგ ნაც ქალთან არ უნდა მისულიყავი!
გივი
23 აპრილი 2024 11:13
29
გეთანხმებით!
ივა
23 აპრილი 2024 11:40
9
ქოჩორაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა სანიოლის თამადობით რო მეგონა ყველაფერი ითქვა და გავიგეთ ამ ბიჭის შესახებ მეთქი.
Ყველა ინტერვიუს შემდეგ სულ ახალს ვიგებ მე პირადად მის შესახებ.ასეა როცა თავი აზროვნებს ფეხებიც გემორჩილება და ხელებიც.Დღევანდელ სპორტში მხოლოდ ისეთი სპორტსმენები აღწევენ დიდ წარმატებას ვისაც ინტელექტი აქვთ და არა თავცარიელი გაპიარებულები.
რა მაგარი ბიჭი ყოფილხარ ქოჩორ.წარმატებებს გისურვებ ნადირო!ბექაურისარიყოს არ გაჩერდე!!!
jordan beli
23 აპრილი 2024 10:22
7
ე ბიჭო, პენალტი გაიტანე! ამას მარადონას, მესის ან ჭილაიას (ლივერპულთან) დრიბლინგებით რომ გაეტანა, ხომ წარმოგიდგენიათ! უნდა შევახსენო, რომ ჩვენი ნაკრები შესარჩევიდან ვერ მოხვდა ევროზე ... ახალი წესებით გვერდიდან შევედით! დიდი მადლობა! ევროზე ერთ თამაშს მაინც თუ მოიგებთ, უფრო დიდი მადლობას გეტყვით!
იორამი
23 აპრილი 2024 10:49
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული